,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა!- ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აშშ-ის მიერ 4 მოსამართლისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას.
გახარიას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება.
„ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა!“, - დაწერა გახარიამ „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, აშშ 4 ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი აღნიშნავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
მსგავსი სიახლეები
იუსტიციის სამინისტრო – ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები
კახა კალაძე – ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან
კახა კალაძე – აშშ-ში კანონს, რომლის ასლიც ჩვენ გადმოვიტანეთ და ზუსტად ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, დღეს უფრო ამკაცრებენ
გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი – ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ 2026 წლის პირველ ნახევარში მაინც შეძლო ზრდის დაფიქსირება, რაც შესანიშნავია
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს
გურამ მაჭარაშვილი – "ფარას" კანონის გამკაცრება თუ სჭირდება აშშ-ს, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კორტნი ოსტრიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
იაგო ხვიჩია – დამანახეთ ის ხალხი, ვინც გვარამიას, ჩერგოლეიშვილის ნათქვამზე ქუჩაში გამოვა და მირბის ვინმეს დასამხობად
პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა
ირაკლი კობახიძე – დისკომფორტია, როცა ყოფილი პრემიერი ხვდება ციხეში, ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით
ირაკლი კობახიძე – გრანტების მართვის სააგენტო არის მილევად რეჟიმში და წლის ბოლომდე დაიხურება
ირაკლი კობახიძე – კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, რასაც ვამტკიცებდით, რასაც ჩვენი ოპონენტები და აგენტურა უწოდებდნენ რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი
პრემიერი - არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არ აქვთ, ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკიდურესად დასუსტებულია, საკუთარ პატრონებსაც ვეღარ უმტკიცებენ ვერაფერს
შალვა პაპუაშვილი: არანაირი ევროკავშირი ჩვენთვის ფასეულობას აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე არ წარმოადგენს
თამაზ ბორაშვილი 20 წელია უსაფრთხოების სისტემაშია - ეს მნიშვნელოვანია ინსტიტუციის მდგრადობისა და პროფესიონალიზმისთვის - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: მმართველ გუნდს სწორი საზომი აქვს გადაწყვეტილებებისთვის - ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობა და ინსტიტუციური მდგრადობა
გურამ მაჭარაშვილი : უცხოური ძალების გათვლაა, დეზინფორმაციის კამპანია გაამწვავონ, რათა ხელისუფლებას მათთვის ხელსაყრელი ნაბიჯის გადადგმა აიძულონ
ირაკლი კირცხალია: არსებობენ ჯგუფები, რომელთა ერთადერთი ინტერესი საქართველოს განვითარებისთვის ხელის შეშლაა