ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
მოძრაობა “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. შაქარიშვილის შეფასებით, ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. “სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს დილით, ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა, ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია აშშ-ის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც პოლიტიკურ კორუფციაში ღიად დაადანაშაულა.
მან ასევე შეაფასა, ზოგადად ქვეყნის მდგომარეობა შიდა თუ საგარეო პოლიტიკის კონტექსტში. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, მისივე ქვეყნის დღევანდელ ადმინისტრაციაზე განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი ამერიკას ჯოჯოხეთში მიაქანებს. ჩვენ რაღა დავამატოთ…?! შეგვიძლია უბრალოდ ამ დამღუპველი პოლიტიკის ნათელი გამოხატულება დავინახოთ, სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელ სამარცხვინო გადაწყვეტილებაში.
ეს დოკუმენტი ისტორიას დარჩება, როგორც სამარცხვინო ფურცელი და როგორც შავი ლაქა! იქ ერთი წინადადებაა მთავარი - „ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად“.
შეგვიძლია, სიტყვა - მოსამართლე ნებისმიერი სხვა პროფესიით ჩავანაცვლოთ - პოლიციელი, ჯარისკაცი, დეპუტატი, რიგითი საჯარო მოხელე და ა.შ. ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. გადაუდგნენ ხელისუფლებას, მოახდინონ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის პროვოცირება, დადგნენ “ისტორიის სწორ მხარეს” და ასეთ შემთხვევაში, სახ.დეპი გულმოწყალებას გამოიჩენს მათ მიმართ! Save America!”- წერს ვატო შაქარიშვილი
მსგავსი სიახლეები
ლევან მახაშვილი – ოპოზიცია როცა ხედავს, რომ პატიმრები თავისუფლდებიან და ვაჭრობის თუ ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი არ აქვთ, ეს არ უხარიათ
ლევან მახაშვილი – მამუკა მდინარაძის პირად გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, ცვლილებები ხორციელდებოდა და მომავალშიც განხორციელდება, რაც სახელმწიფოს განვითარების ნორმალური პროცესია
თამარ ჩერგოლეიშვილი – აქციების დროს დაჭერილ პოლიტპატიმრებს ყველას გაუშვებენ, ვინც შეწყალებას მოითხოვს, მაგას იხვეწება რეჟიმი, ვერ დალაგდებიან დასავლეთთან მათი გათავისუფლების გარეშე
ირაკლი ფავლენიშვილი – არაერთხელ მითქვამს, რომ ვერ ვიქნები მორალური მსაჯული იმ გმირი მოქალაქეებისა, რომლებიც ციხეში უსამართლოდ იყვნენ, მათი გათავისუფლება მიხარია
თენგიზ შარმანაშვილი – სახელმწიფო ინსტიტუტებს ვინც ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს, თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში, ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია არის დაშლილი, დასუსტებული და ეს ყველაფერი აისახება იმ კონფლიქტებში, რომლებსაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის
ირაკლი კობახიძე - იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები
ირაკლი კობახიძე – მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო „ფუძეობა“, რომელიც არაჩვეულებრივი დღესასწაულია, მაქსიმალურად გავაგრძელებთ ზრუნვას, რომ რაჭა მეტად განვითარდეს და გალამაზდეს
ირაკლი კობახიძე – ათი წლის განმავლობაში მამუკა მდინარაძე უამრავ რამეს აკეთებდა, რაც აისახა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენი გუნდის გაძლიერებაზე, მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა
მაფიის მმართველობა შიგნიდან იშლება და დასასრულს სწრაფად უახლოვდება - მიხეილ სააკაშვილი
ლევან მაჭავარიანი: მადლობა მამუკა მდინარაძეს სამშობლოსა და გუნდის ერთგული მსახურებისთვის
მამუკა მდინარაძე – შეიძლება, ბიზნესში მოვსინჯო ძალები
საგარეო უწყება – ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა, კავშირზე ვართ ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ არიან
საქართველოს საგარეო უწყება – მწუხარებას გამოვთქვამთ ნეპალსა და ჩინეთში დამანგრეველი წყალდიდობის გამო, სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა და დაზარალებულ ყველა ადამიანს
ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია
ირაკლი კობახიძესა და ნაურუს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
მამუკა მდინარაძე – ღარიბაშვილისთვის კი არა, ცხოვრებაში არავისთვის არანაირი წერილი არ გამიგზავნია
მამუკა მდინარაძე – მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც კორუფციასთან ბრძოლაში ერთი წამით არ დაიხია უკან, მე ჩემი გავაკეთე