ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი

როცა ყოფილი პრეზიდენტი და ნახევარი პოლიტიკური კლასი ამერიკის ხელისუფლებას პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს, ამ დროს იცლიან და ქართული სასამართლოს "გადარჩენისთვის იბრძვიან"?! - ვინმეს სჯერა ამ სისულელის?“ - ასე ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას. როგორც გვიდიანი აღნიშნავს, ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება უკვალოდ არ ჩაივლის და, სამწუხაროდ, საქართველო-აშშ-ის პარტნიორობაში მხოლოდ ნეგატიურ როლს ითამაშებს.

„როცა ყოფილი პრეზიდენტი და ნახევარი პოლიტიკური კლასი ამერიკის ხელისუფლებას პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს, ამ დროს იცლიან და ქართული სასამართლოს "გადარჩენისთვის იბრძვიან"?! - ვინმეს სჯერა ამ სისულელის? ყველაზე სამარცხვინო არის ჩანაწერი, რომ მოსამართლეთა დასანქცირების გადაწყვეტილება თურმე „სანდო წყაროებზე“ დაყრდნობით მიიღეს. რას ნიშნავს სანდო წყაროზე დაყრდნობით, სხვა ქვეყნის მოსამართლეების დასანქცირება? ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია, თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?!

ასევე სამარცხვინოა, როცა „მეგობრის“ ნიღაბს ამოფარებული უხეშად ცდილობ ქვეყნის სუვერენიტეტის შერყევას. ეს არის ქვეყნის შანტაჟი და სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა. სხვა ლოგიკური და რაციონალური ახსნა ამ ნაბიჯს უბრალოდ არ აქვს. ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება უკვალოდ არ ჩაივლის და, სამწუხაროდ, საქართველო-აშშ-ის პარტნიორობაში მხოლოდ ნეგატიურ როლს ითამაშებს,“ - წერს გვიდიანი ფეისბუკზე.

ცნობისთვის, 5 აპრილს აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.





მსგავსი სიახლეები
ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის წევრების გეგმებში არასდროს ყოფილა ქვეყნისთვის სასიკეთოს გაკეთება, ერთმანეთში არჩიონ, ვინ დონ კიხოტია, ვინ სერვანტესი, ვინ შექსპირის გმირი ან ავთანდილი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, რომლებიც ფისკალური გამჭვირვალობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ულან ნიაზბეკოვს უმასპინძლა
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
დავით მათიკაშვილი – "ნაციონალური მოძრაობა" შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან ელემენტარული მხარდაჭერის მიღების იმედი არ აქვთ
კობა კობალაძე: "რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისთვის"
პრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა
გია ვოლსკი – საქართველოში და, ზოგადად, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია დგას ტურისტისადმი ლოიალური დამოკიდებულების პრინციპზე
ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი – ძვირფასო ნიკა გვარამია, რა სერვანტესი, რა ავთანდილი, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000-მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა „ფიზიკური წყვეტისგან“
საქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია
არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან, თუმცა გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის პროევროპული კურსის მიმართ უცვლელია -გერმანიის ელჩი
ნიკა გვარამია – ავტორიტარული ილუზიებისა და პროპაგანდის დასამარცხებლად საზოგადოებას სჭირდება არა დონკიხოტობა ან ჰამლეტობა, არამედ ავთანდილობა, ერთად უნდა დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
დავით მათიკაშვილი – შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს, ეს არის ქართველებისა და აფხაზების შერიგების არდაშვება, მშვიდობიანი პოლიტიკის იგნორირება და ჩიხში შეყვანა
ნიკოლ ფაშინიანი – აზერბაიჯანთანაც შეიძლება გვქონდეს თანამშრომლობა ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, ისევე როგორც თურქეთთან, ირანთან, საქართველოსთან
ბერდია სიჭინავა – ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა ჰუმანიტარული მიზნებისთვის თუ განხორციელდა, გასაკვირი არაფერია, თუმცა ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს, რა არის ტვირთის საბოლოო დანიშნულება?