მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
„მოსამართლეებისთვის ამერიკაში მათი არშეშვების გადაწყვეტილება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ქართული სახელმწიფოს მიმართ მათ მიერ გამოჩენილი შერჩევითი „კანონიერების“ მოდელი ხელყოფს ქართულ ინტერესებს.
„მოსამართლეებისათვის - მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძისთვის სანქციების დაწესება, კერძოდ ამერიკაში მათი არშეშვების გადაწყვეტილება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება. მუქარიდან პირდაპირ საქმეზე გადასული დაუძინებელი მეგობრები არ ეგუებიან ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის არჩევანს - არ გვსურდეს მათთან ვასალური დამოკიდებულება და თავს ვარიდებდეთ პირდაპირ დავალებულ ომს. ვხედავთ, კანონის სახელით გვთხოვენ უკანონობას. ვხედავთ, დემოკრატიის სახელით გვთხოვენ მონურ მორჩილებას.
დემოკრატია - დემოკრატიობანას თამაშია, როცა გარე ძალები პირდაპირ გავალებენ შეასრულო მათი დაკვეთა და მაგალითად: მიხეილ სააკაშვილს უწოდო უდანაშაულო და ბიძინა ივანიშვილი შერაცხო დამნაშავედ. დამნაშავეზე უდანაშაულოსა და უდანაშაულოზე დამნაშავის წოდების მათი ეს მოთხოვნა აყირავებს სამართლის აქამდე დამკვიდრებულ ყველა პრინციპს. ქართული სახელმწიფოს მიმართ მათ მიერ გამოჩენილი შერჩევითი „კანონიერების“ მოდელი ხელყოფს ქართულ ინტერესებს. ომის იძულება, პოლიტიკურად გაუმართლებელი არაერთი დავალების შესრულების იძულება რეალურად ქმნის ომისთვის ყველა პირობას, მაგრამ ქართული სახელმწიფო დგას, დგას მედგრად და ყოველი მხრიდან შევიწროების მიუხედავად ინარჩუნებს პოლიტიკურ სიმწიფეს. მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუკზე.
ცნობისთვის, 5 აპრილს აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
მსგავსი სიახლეები
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სუროგაცია აიკრძალება
იმდენად არასერიოზული განცხადებებია, რომ პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებენ, სურთ თუ არა რეალური გაფართოება - ლევან მაჭავარიანი
ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიის მხრიდან მიმდინარეობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი წევრების სეგრეგაცია - დავით მათიკაშვილი
გიორგი კახიანი – საგამოძიებო კომისიის დასკვნას, სადაც უმძიმესი ფაქტებია, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა „ასავალ-დასავალის“ კრებული არაერთხელ უწოდეს, ესეც წარმოაჩენს, რომ წარსულს არ ნანობენ
მარია ზახაროვა - ქართულ მხარეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს
არჩილ გორდულაძე – „ნაცმოძრაობის“ დროს შექმნილი იყო სისტემა, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ ჰქონდა ადამიანის უფლებას, ეფექტიან სასამართლოს, ამაზე არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილებებიც
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გიორგი ზურაბაშვილი მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შეხვდა
ნიკა გვარამია – ტელეკომპანია "იმედი" და "პოსტივი" რუსული პროპაგანდის და „ქართული ოცნების“ რუპორია, რატომ არ უნდა მიხაროდეს ასეთის ცუდად ყოფნა
ლევან მახაშვილი: გრიგოლ გეგელია სასამართლომ მარტო დღეს ორჯერ გააჩერა დემაგოგიაში გადასვლის გამო, ყველაფერი უარყვეს, რა პოლიტიკური აქტივობაც ჰქონდათ გასული წლები, კარგად გვახსოვს, რას ითხოვდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია
ირაკლი კობახიძე – გიორგი ზურაბაშვილი მოქმედებს და იმოქმედებს ფორმალური მანდატის შესაბამისად, დიპლომატიურ ურთიერთობებს კი აქვს ბუნებრივი ბარიერი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია
გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს
კახა კალაძე: კატეგორიულად მიუღებელი და წარმოუდგენელია ის, რომ გარედან ხდებოდეს ქვეყნის მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნა
გივი მიქანაძე გერმანიის ელჩს შეხვდა
კახა კალაძე "ლელოზე": პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ამ უსამშობლო აგენტურის მხრიდან, თუნდაც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით
ნიკოლოზ სამხარაძე ასეან-ის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 47-ე გენერალურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა
კახა კალაძე – ვაგონების შეკეთების საქმეზე გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
არჩილ გორდულაძე – 2024 წლის 3 მაისს თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია "მაიდანს" შეადარა
"დროული დიალოგი" ეკა სეხნიაშვილთან ერთად