"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე

მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება - კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას ქართველი მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე.

„კორუფციაში, როგორც მოგეხსენებათ, მარტო ფული არ იგულისხმება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, ვისაც ასეთი ინფორმაცია მიაქვს სახელმწიფო მდივნამდე. ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იძინებს და არ იღვიძებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს. მე მინდა რამდენიმე ფაქტი გაგახსენით, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს კორუფციულ ინტერესებზე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. მაგალითად ეს არის „რუსთავი 2“-ის საქმე. ეს საქმე წარმოებდა 2015-16 წლებში. მაშინ იყო შტურმი სასამართლო სისტემაზე. უტევდნენ სასამართლოს, ამბობდნენ, რომ ეს იყო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება და ამ შტურმში ჩართული იყო ყველა უცხოელი აგენტი, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი, მათ შორის უჩა ნანუაშვილი, ყველა მდიდარი „ენჯეოს“ ლიდერი, ნაცმოძრაობის და მასთან დაკავშირებული პარტიების ლიდერები. პირდაპირ ამტკიცებდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ მიიღო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. მათ გააგზავნეს წერილი სტრასბურგის სასამართლოში და სწორედ ეს წერილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დროებითი ზომის გამოყენების საფუძველი, რამაც ნიკა გვარამიას მისცა 7 მილიონით „რუსთავი 2“-ის გაძარცვის საშუალება. ამ კამპანიაში სამწუხაროდ პირდაპირ იყო ჩართული ყოფილი ელჩი, იან კელი. მიზეზი იყო პოლიტიკური ინტერესი, რომ „რუსთავი 2“ არ დაბრუნდებოდა კანონიერ მფლობელს და მიმტაცებლების ხელში, „ნაცმოძრაობის“ ხელში დარჩენილიყო. საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. მათ შორის იყვნენ მოსამართლეები, რომლებთან დაკავშირებითაც მათვე გასცეს რეკომენდაცია, მათ შორის ვენეციის კომისიამ, რომ მათთვის უვადოდ გახანგრძლივებულიყო უფლებამოსილების ვადა. თუ კორუმპირებულები იყვნენ, მერე როგორ მიწევ რეკომენდაციას, რომ უვადოდ გადაინიშნონ ისინი უზენაეს სასამართლოში?! ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არის მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის არაერთი მცდელობა“, - განაცხადა კობახიძემ





მსგავსი სიახლეები
ლევან მახაშვილი – კონკრეტული კანონი თუ არ მოსწონს ვინმეს, პასუხი არასდროს უნდა იყოს სამართლებრივი ჩარჩოს გვერდის ავლა, გარე ზეწოლა ან ქვეყნის შიგნით არეულობის წახალისება
,,ნამდვილი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოების თანასწორ მოპყრობას და თითოეული ერის დემოკრატიული არჩევანის ურყევ პატივისცემას''- მაია ბითაძე
საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის, ამ კონტექსტში გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავებაზე ხელშეკრულება, რომელიც მაისში დაიდო რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის - ნიკოლოზ სამხარაძე
რევაზ კარანაძე: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გარშემო არსებობს რისკები, ჩვენ ვთამაშობთ ძალიან პრაგმატულად
გურამ მაჭარაშვილი: ვერ დავეთანხმებით ბატონ მიხაელ როთს, რომ მეზობელ სახელმწიფოში დაკრძალვაზე ჩასვლა თურმე ქართული უბედურებაა და კაცის კაცზე გათხოვება ევროპული ღირებულება
უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვმა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვმა ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერეს
მიხაელ როთი საქართველოს პრეზიდენტის ირანში ჩასვლას ეხმაურება – „სირცხვილი! საწყალი საქართველო“
მიხეილ ყაველაშვილი – ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისას აღვნიშნე, რომ საქართველო მხარს უჭერს ყველანაირ ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დეესკალაციის მიღწევას ემსახურება
ირაკლი კობახიძე – უზბეკეთის დელეგაციასთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრისას კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისადმი
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა
ლევან მაჭავარიანი – იმედია, ევროპარლამენტში გონს მოეგებიან, რუკას დახედავენ და მიხვდებიან, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია
შავკატ მირზიოევი – საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები უდავოდ მთავრობის, მთელი გუნდის ეფექტიანი მუშაობის შედეგია, ამ წარმატების უკან დგას შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსების ძალისხმევა
ირაკლი კობახიძე – უზბეკეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს, გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
ირაკლი ჭეიშვილი – მიზანმიმართულია ჩვენი ქვეყნის ცუდ კონტექსტში წარმოჩენის მცდელობა შიდა და გარე მტრების მხრიდან, მიხეილ ყაველაშვილი რომ ირანში სამძიმარზე ჩავიდა, სწორი გადაწყვეტილებაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უზბეკეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა
ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა, სადაც ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე თურქეთის საელჩოს მრჩევლებს შეხვდა
კახა კალაძე – "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ, კარგად ვიცით, რომ ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს