ის, რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო მომხდარიყო 2004 წელს, რომ არა ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ -მიხეილ ქარელი
"ბოლო შეხვედრა მახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილთან, როდესაც მას ისეთი რიტორიკა, ისეთი საუბარი ჰქონდა, თითქოს ყველაფერი შეთანხმებული იყო უკვე, ხვდებით ალბათ, რას ვგულისხმობ, ანუ დიდ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება იყო და უბრალოდ პატარა ბიძგი და მთლიანად ჩამოიშლებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და აღდგებოდა ტერიტორიული მთლიანობა", - ამის შესახებ 2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში, მიხეილ ქარელმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, მაშინდელი უფროსი, გივი იუკურიძე იმიტომ გადადგა, რომ ე.წ. პოლიტიკური ელიტა მის საქმიანობაში უხეშად ერეოდა და შედეგად, რეგიონი ფართომასშტაბიანი ომის საშიშროების წინაშე დადგა. ამასთან, ქარელმა ხაზი გაუსვა ზურაბ ჟვანიას როლს და აღნიშნა, რომ სწორედ მან აარიდა საქართველოს 2004 წელს ის, რაც 2008 წელს მოხდა და იმ პერიოდში უზრუნველყო კონფლიქტის რეგიონში ვითარების ნორმალიზება.
"რა თქმა უნდა, თითოეული ქართველის, მათ შორის, ჩემი ოცნებაა, რომ ვიხილოთ გაერთიანებული საქართველო. მაშინ, გულწრფელად გეტყვით, რომ დარწმუნებული ვიყავი ასე იქნებოდა, ძალის დემონსტრირება გამოიწვევდა იმას, რომ უპრობლემოდ ჩამოიშლებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და აღდგებოდა ტერიტორიული მთლიანობა, თუმცა, ყოველდღიურად გაუარესებულმა მდგომარეობამ ადგილობრივ მოსახლეობაშიც სერიოზული შიში გააჩინა.
არაერთხელ აღმოჩენილა ადგილობრივი მოსახლეობა მტრის ხახაში, როდესაც ხელისუფლებას მიუტოვებია ყველაზე რთულ პერიოდში. ამ შიშიდან გამომდინარე, იყო პანიკაც, დაძაბულობაც. სხვათა შორის, მახსოვს, რომ გენშტაბის მაშინდელი ხელმძღვანელი, ბატონი იუკურიძე, იმის გამო გადადგა თანამდებობიდან, რომ პოლიტიკური ე.წ. ელიტა უხეშად ერეოდა მის ფუნქციებში და ფაქტობრივად, მართვის პროცესებს ჩამოშორებული იყო. ამ მდგომარეობამ იმ ზომამდე მიიყვანა, რომ ომის წინაშე დაგვაყენა და მოსალოდნელი იყო ფაქტობრივად ფართომასშტაბიანი ომი ჩვენს რეგიონში.
ის, რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო მომხდარიყო 2004 წელს, რომ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ და ფაქტობრივად მან უზრუნველყო, რომ კონფლიქტის ზონაში დეესკალაცია, ჯარების გამოყვანა მომხდარიყო, რომ ნელ-ნელა მდგომარეობის ნორმალიზება და მშვიდობიანი ცხოვრება დაწყებულიყო ჩვენი რეგიონისათვის. ბატონ ზურაბ ჟვანიას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მან უდიდეს უბედურებას გადაარჩინა საქართველო მაშინ, რადგან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ მტრის ძალები უკვე მობილიზებას ახდენდა კავკასიონის იქით მხარეს, იმიერკავკასიაში. ფაქტობრივად, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ძალისხმევით საქართველო კიდევ გადაურჩა დიდ უბედურებას, იმას, რაც 2008 წელს დაგვატყდა თავს", - განაცხადა მიხეილ ქარელმა.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო სხდომაზე დღეს განიხილავენ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომს.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კუპრაძე – ანაკლია უნდა აშენდეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის თანამონაწილეობით, ის უნდა გახდეს კავკასიის კარიბჭე მთელი მსოფლიოსთვის
ირაკლი ჭეიშვილი – კანონმდებლობის გაუქმებას ვერ გვაიძულებენ, შეუვალები ვიქნებით, როცა კანონები ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს ეხება
მარიამ ქვრივიშვილი – "ლენდლორდის"მოდელი არის ყველაზე ეროვნული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის პორტის უპირობო წარმატებას
მარიამ ქვრივიშვილი: "რაც არ უნდა ისაუბრონ ოპონენტებმა, ყველას შეუძლია ადგილზე ჩავიდეს და ნახოს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დღეს მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო პროცესი"
ირაკლი ქადაგიშვილი – ანდრია ჯაღმაიძემ საყურადღებო ინფორმაცია გაახმოვანა, ფაქტობრივად, საქართველოს საპატრიარქოზე პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობდა
მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში, "ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ" გაერო-ს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა
რატი იონათამიშვილი – არცერთ საერთაშორისო ინსტიტუტს არ აქვს უფლება, ქვეყნის სუვერენიტეტში ჩაერიოს
რატი იონათამიშვილი – ანაკლიის პორტს მსოფლიო ეკონომიკური რუკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მისასალმებელია, რომ ქმედით ნაბიჯებს სახელმწიფო გადადგამს, მით უმეტეს, შუა დერეფნის თვალსაზრისით
მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაერო-ს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა
,,ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ეკლესიისადმი დამოკიდებულება 2019 წლიდან შეიცვალა, როდესაც გამოჩნდა, რომ იყო მცდელობები, საქართველოში როგორმე გამართულიყო ლგბტ პრაიდი''- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
მაკა ბოჭორიშვილი: ჩინეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა დღევანდელ მსოფლიოში და ჩვენს ინტერესშია, გვქონდეს კარგი ურთიერთობა და განვითარებული კავშირები ჩინეთთან
,,რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ბოლო ანგარიშში ევროპარლამენტმა ქართული ეკლესია მოიხსენია, როგორც რუსული ქსელის ნაწილი''- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ლევან მახაშვილი ეუთოში ინიცირებულ რეზოლუციაზე: ჩვენი დელეგაციის ძალისხმევით საჭირო ჩანაწერები გაკეთდა ოკუპაციასთან დაკავშირებით
ლევან მახაშვილი – კონკრეტული კანონი თუ არ მოსწონს ვინმეს, პასუხი არასდროს უნდა იყოს სამართლებრივი ჩარჩოს გვერდის ავლა, გარე ზეწოლა ან ქვეყნის შიგნით არეულობის წახალისება
,,ნამდვილი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოების თანასწორ მოპყრობას და თითოეული ერის დემოკრატიული არჩევანის ურყევ პატივისცემას''- მაია ბითაძე
საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის, ამ კონტექსტში გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავებაზე ხელშეკრულება, რომელიც მაისში დაიდო რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის - ნიკოლოზ სამხარაძე
რევაზ კარანაძე: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გარშემო არსებობს რისკები, ჩვენ ვთამაშობთ ძალიან პრაგმატულად
გურამ მაჭარაშვილი: ვერ დავეთანხმებით ბატონ მიხაელ როთს, რომ მეზობელ სახელმწიფოში დაკრძალვაზე ჩასვლა თურმე ქართული უბედურებაა და კაცის კაცზე გათხოვება ევროპული ღირებულება
უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვმა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვმა ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერეს
მიხაელ როთი საქართველოს პრეზიდენტის ირანში ჩასვლას ეხმაურება – „სირცხვილი! საწყალი საქართველო“