ზურაბიშვილის ახალი პლატფორმა ახალი ნამდვილად არაა, სახელის გარდა, ზურაბიშვილს უნდოდა, ყველა პარტიის ლიდერი ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან სწორი ნაბიჯები არ ან ვერ გადადგა-გია ბარამიძე
დიდი ვნებათაღელვაა, სალომე ზურაბიშვილის ახალ პლატფორმაზე ენმ-ს რა პოზიცია აქვს? ზურაბიშვილის ახალი პლატფორმა ახალი ნამდვილად არაა, სახელის გარდა. დრომ კარგად დაგვანახა, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდოდა, ყველა დემოკრატიული პარტიის ლიდერი ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოახერხა, რადგან ამისთვის სწორი ნაბიჯები არ ან ვერ გადადგა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბარამიძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არც თანამებრძოლად აღიქვა და არც ამ პარტიის გუნდისადმი პატივისცემა გამოუვლენია.
„როცა გინდა, იყო ადამიანების (ან პოლიტიკური ძალების) ლიდერი, აუცილებელი პირობაა, იყო ჯერ (პირველ რიგში) ამ ადამიანების თანამებრძოლი. თანამებრძოლობა გულისხმობს ერთმანეთის პატივისცემას. ყველამ დავინახეთ, რომ ქალბატონმა სალომემ ენმ არც თანამებრძოლად აღიქვა და არც ჩვენი გუნდისადმი პატივისცემა გამოუვლენია. მეტიც, ენმ-ს დამფუძნებელი და უალტერნატივო ლიდერი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაც კი არასდროს მოუხსენებია. არაფერს ვამბობ, რომ თავის დროზე, ქალბატონ პრეზიდენტს შეეძლო, გამოეყენებია მის ხელში (კომპეტენციაში) არსებული ბერკეტი და იგი პუტინის მძევლობიდან გაეთავისუფლებია – გამოიყენებდა რა შეწყალების მექანიზმს.
ეს მაინც რომ გაეკეთებინა, ივანიშვილის მონა მოსამართლე ვერ გამოიყენებდა სასჯელების შეკრებითობის პრინციპს და მიშას 12.5 წელს ვერ მიუსჯიდა. ამიტომ საუბარი, რომ „მერე რა, რომ არ შეიწყალა“, აზრმოკლებულია.
ამის მიუხედავად, ჩვენი ემოციები თუ უთანხმოება გადავდეთ უკანა პლანზე და ქალბატონი ზურაბიშვილის პლატფორმის ყველა შეხვედრასა თუ კონსულტაციაში მივიღეთ მონაწილეობა. უდავოა, ქალბატონ ზურაბიშვილს ჰყავს თავისი მხარდამჭერები და მიმდევრები.
იგი მთელი ამ ბოლო თვეების განმავლობაში თავისი პარტიის შექმნაზეც საუბრობდა. ჩვენ პატივს ვცემთ მის მომხრეებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მიაჩნია, რომ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში მათი ლიდერი უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი. ისევე, როგორც ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ადამიანს თუ პოლიტიკურ ლიდერს, ვინც ოდნავ მაინც, რეალურად, რამეს გააკეთებს რუსული, მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის დასამარცხებლად. ამიტომ ჩვენ, ამ პატივისცემისა და ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ვითანამშრომლებთ ყველა ამგვარ პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან. ასევე ერთგული ვრჩებით, ჩვენ მიერ ხელმოწერილი „ქართული ქარტიის“ პრინციპებისა.
ამავდროულად, ყველას მინდა გავახსენო, რომ რეჟიმთან ბრძოლის კუთხით, ჩვენი ხედვა და მიზნები დიდი ხნის წინ ჩამოაყალიბა და გააჟღერა მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენი მიზანია ყველა დემოკრატიული, პატრიოტული ძალის ერთიანობა.
ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანი ბრძოლით გაცილებით მეტს და სწრაფად მივაღწევთ. ერთიანობას ითხოვს ჩვენი საზოგადოებაც. ერთიანობა რომ ჩვენი ბრძოლის მთავარი გზა არის, ამის გამო (გაგახსენებთ) ენმ-ს ოფიციალური, იურიდიული სახელიც კი შევუცვალეთ და მას ახლა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია“, – წერს გიორგი ბარამიძე.
ამასთან, გიორგი ბარამიძე აღნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, ვერც არჩევნებამდე და ვერც მის შემდეგ, დღემდე ძირითადი პოლიტიკური პარტიების ერთიანობა ვერ მოხერხდა.
„ვერ შეძლო ეს ვერც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესმა. უფრო მეტიც, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ახლახან განაცხადა, თურმე „ერთიანობის იდეა შემოგდებულიაო“. ცხადია, ასეთი დამოკიდებულებით იგი ოპოზიციის ერთიანობაზე არც და ვერც იმუშავებდა. შედეგიც სახეზეა.
დაიკარგა ძალიან დიდი და ძვირფასი დრო. ქართველი ხალხის პროტესტს სანუკვარი შედეგი ჯერ არ მოუტანია. ჩვენი საზოგადოება გაწბილებულია და სამართლიანად საყვედურობს ყველა ოპოზიციურ პარტიასა თუ ლიდერს. მაგრამ არც ისეა საქმე, რომ ჩვენი საზოგადოების ძალისხმევას მნიშვნელობა არ ჰქონდა და გარკვეული შედეგები არ მოუტანია. სწორედ ხალხის პროტესტის დამსახურებაა, რომ ივანიშვილის მოღალატეთა ბანდა მსოფლიოში ნორმალურმა არავინ აღიარა, მის ე.წ. პარლამენტში არავინ შევიდა, საქართველოს მეგობარმა სახელმწიფოებმა რეჟიმს სანქციები დაუწესეს და სხვა.
ასე რომ, არც უიმედობას უნდა მივეცეთ, არც ის ვთქვათ, რომ არაფერი გამოვა ან ბრძოლას აზრი არ აქვს. აქვს და შედეგი აუცილებლად მოვა და საერთო გამარჯვებას, მჯერა, აუცილებლად მივაღწევთ.
ყველა დაბრკოლებისა და სირთულის მიუხედავად, ენმ გააგრძელებს საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლას. ასევე ჩვენი გუნდი, ქვეყნის ყველა ჯანსაღ, პატრიოტულ ძალასთან აუცილებლად ითანამშრომლებს.
ამავდროულად, მოღალატეთა რეჟიმის მხრიდან, ენმ დევნისა და გაუქმების მცდელობის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ პარტიის რეფორმირებასა და გაძლიერებას.
ენმ არის იდეა. ენმ არის ჩვენი ხალხი, ვინც ამ იდეის გარშემო მიშამ გააერთიანა. ენმ იდეა არის გამთლიანებული, ძლიერი, დემოკრატიული, განვითარებული, ქართული, მაშასადამე, ევროპული სახელმწიფოს აშენება, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება.
არა მოღალატე კრიმინალთა რეჟიმს! თავისუფლება მიშას და ივანიშვილის ბანდის ყველა სხვა პოლიტიკურ პატიმარს! დიდება საქართველოს! – წერს გიორგი ბარამიძე.
მსგავსი სიახლეები
ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა „ქართული ოცნების“ დელეგიტიმაციის პროცესი, ეს თავი უკვე დახურულია და ვერაფერი ეშველებათ "ქოცებს"-ნიკა გვარამია
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში იყო
მაკა ბოჭორიშვილმა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რაშიდ მერედოვთან სატელეფონო საუბარი გამართა
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა შეთანხმება საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ
საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებული პრაქტიკა - გიორგი შარაბიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა
არჩილ გორდულაძე – სიძულვილის ენას ვინც ახალისებს, სტრასბურგის გადაწყვეტილება წაიკითხოს
„შაბათის ფორმულამ“ მიზანმიმართულად მოამზადა ზედიზედ ორი გადაცემა, სადაც ჩემი სახელი ისე გამოიყენეს, რომ კომენტარისთვის ერთხელაც არ მომმართეს''- გოგა ხაინდრავა
ეს არის უპრეცედენტო პოლიტიკური დევნა - ბადრი ჯაფარიძე საბოტაჟის საქმეზე
,,6 თვის შემდეგ პარტიაში ჩატარდება როგორც შიდა პრაიმერისები, ასევე შიდა არჩევნები''- ლაშა ფარულავა
ირაკლი ქადაგიშვილი: მანკიერი ჯაჭვი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რასებმა და ჯო უილსონებმა მოქსოვეს, საქართველოში დემოკრატიის წინსვლისთვის ყველაზე დიდი მტერია
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
კახა კალაძე: ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს დახმარება ექნებათ
კახა კალაძე: თბილისი ჩვენი საერთო სახლია და მისი მოვლა მხოლოდ მერიის საქმე ვერ იქნება - რაც ერთად შევქმენით, ერთად გავუფრთხილდეთ
გია ვოლსკი – ეუთო-ს რეზოლუციას 230-ზე მეტი დეპუტატიდან 38-39-მა დაუჭირა მხარი, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, რამაც განაპირობა, რომ ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრის პროცედურა დატოვა
ტატა ხვედელიანი – „ოცნების“ დამსახურებაა, პატიმარი სააკაშვილი პარტიას ციხიდან სრულფასოვნად რომ მართავს და მთელ საქართველოს მოძღვრავს, ამით „ოცნება“ სარგებელს იღებს, „ნაცმოძრაობაზე“ დგას
ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა
ლევან მაჭავარიანი: გასაკვირია, როგორ ვერ ხვდება აგენტურული ოპოზიცია, რომ უილსონისთვის ფულის გადახდა არის ჰაერისთვის ფულის გატანება
ლევან მაჭავარიანი: პირდაპირ ვამბობთ, სულ რომ დღეს მიგვიღონ ევროკავშირში ყოველგვარი დათქმების გარეშე და გვითხრან, უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა საქართველოში, ეს არის წითელი ხაზი, გამორიცხულია!
შალვა პაპუაშვილი - რაც უფრო ხშირად მაქვს კომუნიკაცია როგორც ევროკავშირის წევრი, ისე კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მით უფრო ბუნდოვანი ხდება, სად იმყოფება დღეს ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოების გზაზე
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე: ვიმედოვნებთ, რომ „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტით გავაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას