სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა ტრაგედიების მოსმენის ფონზე, ჩეხეთის საელჩოსგან ტერმინ "დემოკრატიის შუქურის" დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა უცოდინარობაა ან ცინიზმი-შალვა პაპუაშვილი

საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლთა პირადი ტრაგედიების მოსმენის ფონზე, ჩეხეთის საელჩოს მხრიდან ტერმინის „დემოკრატიის შუქურა“, დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა ან უცოდინრობაა, ან ცინიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოში ჩეხეთის საელჩოს გვერდზე გავრცელებულ პოსტს, სადაც ნათქვამია: „სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ – ძირი ეთხრება მედიის თავისუფლების დაცვის კანონებს, კვლავ დაუსჯელი რჩება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ფიზიკური და ციფრული არხებით თავდასხმები და ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების შევიწროების მიზნით, იზრდება სასამართლოსა და სამართლებრივი სისტემის გამოყენება“.

პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ჩეხეთის საელჩო თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს.

„ტერმინი „დემოკრატიის შუქურა“ მჭიდროდ არის დაკავშირებული სააკაშვილთან, მათ შორის როგორც უცხოელი აქტორებისგან სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხელის დაფარების სიმბოლო.

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლების პირადი ტრაგედიების მოსმენის ფონზე, ჩეხეთის საელჩოს მხრიდან, ამ ტერმინის დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა ან უცოდინრობაა, ან ცინიზმი.

 

სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ჩეხეთის საელჩომ დაგმოს და გაემიჯნოს, მათ შორის ჩეხეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების წარმომადგენლების ძალადობრივ ქმედებებს და რიტორიკას, თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.





მსგავსი სიახლეები
საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“ ამართლებს, ხვალ, იმავე ფორმულით, ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს - შალვა პაპუაშვილი
გიორგი კახიანი “დევნილთა რეზოლუციაზე”: მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს რეზოლუცია არ წარმოადგენს მხოლოდ თბილისსა და მოსკოვს შორის არსებულ ვიწრო პოლიტიკურ დაპირისპირებას
ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, არამედ - მთლიანად ოპოზიციას
,, ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია''- „ძლიერი საქართველო - ლელო”
თენგიზ შარმანაშვილი: დიდი ხანია, გვარამია ამბობს, გარეთ სანქცია, შიგნით აქციაო, ითხოვს, უცხოელებმა სანქციები დააწესონ, შემდეგ უკვირთ, ვიღაც რომ აგენტს დაუძახებს, მათ მცდელობებს შედეგი არ ექნება
ირაკლი კუპრაძე – ალეკო ელისაშვილის დაჩაგვრას ცდილობს მურუსიძის სასამართლო, არ გამოვა ეგ საქმე, ალეკო არ გატყდება და კაცად გათავისუფლდება ძალიან მალე
ირაკლი კობახიძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გარედან თავს მოხვეულ ტენდენციებს დავუპირისპირდეთ
ირაკლი კობახიძე: ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს ჩართულობით, ეს არის იდეალური მოდელი
ირაკლი კობახიძე ალეკო ელისაშვილზე: ეს ადამიანი შევიდა კონკრეტულ სახელმწიფო შენობაში და სცადა მისი დაწვა - საუბარი იმაზე, რომ თითქოს ადამიანი უდანაშაულოა, კიდევ ერთხელ აჩვენებს აგენტურის სახეს, ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება
ირაკლი კობახიძე – ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი, შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი, რათა გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის
საარჩევნო ადმინისტრაციის შეხვედრა ახალგაზრდებთან ბაკურიანში
ირაკლი კობახიძე – ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა
საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
ნებისმიერ სასამართლოში, სადაც კანონი კანონობს, ასეთი შეურაცხყოფა განიხილება როგორც ფსიქოლოგიური ტერორის გარკვეული სახე -გიორგი ვოლსკი
დავით ქართველიშვილი: როდესაც ზოგიერთი კვლავ ცდილობს ამტკიცოს, თითქოს საქართველო „მსოფლიოს რუკიდან გაქრა”, საერთაშორისო დისკუსიები ხშირად სწორედ იმ პროექტებს ეხება, რომელთა განხორციელებაც საქართველოს გარეშე შეუძლებელია
მიხეილ სააკაშვილმა პირველი შეთავაზება ვისაც გაუკეთა ამ საბჭოში მონაწილეობის მიღებაზე, ეს იყო თინა ბოკუჩავა - ნანუკა ჟორჟოლიანი
ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა „ქართული ოცნების“ დელეგიტიმაციის პროცესი, ეს თავი უკვე დახურულია და ვერაფერი ეშველებათ "ქოცებს"-ნიკა გვარამია
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში იყო
მაკა ბოჭორიშვილმა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რაშიდ მერედოვთან სატელეფონო საუბარი გამართა
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა შეთანხმება საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ