მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები- საფრანგეთის საგარეო უწყება

მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები, – ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთი კვლავ ადასტურებს ერთგულებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან ჩვიდმეტი წლის შემდეგ საფრანგეთი კვლავ ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საფრანგეთი ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლების ცალმხრივი აღიარება, ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათსა და დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობების გზაზე შექმნილი დაბრკოლებები წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის მიუღებელ დარღვევას.

საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები. საფრანგეთი ასევე ადასტურებს მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) პლატფორმის მიმართ, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. მხოლოდ დისკუსიის ეს ჩარჩო მისცემს შესაძლებლობას მხარეებს, იმუშაონ ერთობლივი გადაწყვეტის მისაღწევად.

ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოში ევროპის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობის მხარდაჭერას. ის ასევე გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტი დაიღუპა
მოვუწოდებთ რუსეთს, უკრაინის დეპორტირებული მოქალაქეები პირდაპირ გაგზავნონ უკრაინის საზღვარზე რუსეთთან ან ბელარუსთან, მზად ვართ მათ დასახვედრად - უკრაინის საგარეო უწყება
ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი
რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა გაიყინოს - დონალდ ტუსკი
ისრაელი ღაზის სექტორის ანექსიას არ მოახდენს -ბენიამინ ნეთანიაჰუ
მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები- საფრანგეთის საგარეო უწყება
ტრამპი ზელენსკითა და პუტინით იმედგაცრუებულია – თეთრი სახლი
პოლონეთი უკრაინას საერთო ჯამში „მიგ-29“ ტიპის 14 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემს
„ტრამპისთვის ბრალის წაყენება ადასტურებს, რომ კანონზე ზევით არავინ დგას“ - ირაკლი მენაღარიშვილი
"ყირიმს რომ დავიკავებთ, ქერჩის ხიდს გავაუქმებთ" - მიხეილ პოდოლიაკი
ანჯეი დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა
აღმოჩენილია საიდუმლო ინგრედიენტი, რომელსაც ლეონარდო და ვინჩი საღებავებში იყენებდა
"საშიშ და არაპროგნოზირებად გარემოში, კიდევ უფრო აშკარაა რომ უსაფრთხოება არ არის მხოლოდ რეგიონალური საკითხი"
ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა
"პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ლავრენტი ბერია, რომელმაც უთხრა სტალინს - "შენ კაცი მაჩვენე, მე გაჩვენებ დანაშაულს"-ჯონ ბოლტონი
ლოს ანჯელესის სააპელაციო სასამართლომ სტორმი დენიელსს, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, 122 000 დოლარის გადახდა დაავალა
"ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა"- დონალდ ტრამპი
ბახმუტთან განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - ომის 406-ე დღე
"უკრაინა ოქტომბერში გაიმარჯვებს" - Deutche Welle
პოლიციამ ბრიუსელში "ევროპის სახალხო პარტიის" სათავო ოფისში რეიდი ჩაატარა