სასამართლომ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნინო დათაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნინო დათაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.

დღეს საქმეზე წინა სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობასა და აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე იმსჯელეს.

დათაშვილის ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

კერძოდ, დაცვის მხარე ითხოვდა სასამართლოს აცილებას და აცხადებდა, რომ ბრალდების ყველა მოწმე სასამართლოს თანამშრომელია და ეს სასამართლოს ობიექტურობასთან, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენდა.

ასევე დაცვის მხარემ საქმის პროკურორის, მედეა ცირამუას აცილების შუამდგომლობაც დააყენა. როგორც ადვოკატმა განმარტა, ცირამუამ ყალბი ინფორმაციის საფუძველზე ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება განიზრახა. მისივე თქმით, პროკურორს დათაშვილთან დაკავშირებით დოკუმენტში მითითებული აქვს ფსიქოაშლილობა და არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ეს სიცრუეა და ტექნიკური შეცდომა არ არის.

თავის მხრივ, პროკურორმა აღნიშნა, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე ინიშნება ექსპერტიზა არა მხოლოდ დოკუმენტაციის, არამედ პირის ქცევის საფუძველზე. მისივე თქმით, ექსპერტიზის დანიშვნა სადამსჯელო ღონისძიება არ არის.

პროკურორის თქმით, ნინო დათაშვილთან დაკავშირებით საექსპერტო კვლევა პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ განხორციელდა. კერძოდ, ექსპერტსა და ბრალდებულს შორის შედგა გასაუბრება.

ადვოკატების განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში საექსპერტო კვლევა ისე მოხდა, რომ ამის შესახებ ადვოკატები არ გაუფრთხილებიათ.

ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ნინო დათაშვილი 2025 წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ნინო დათაშვილი საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავა.

 

21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.





მსგავსი სიახლეები
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 11 პირი
გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ექვსი პირი დააკავა
საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლომ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნინო დათაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
"სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია"- შალვა ხაჭაპურიძე
ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
"იარაღი ჩემი იყო, მაგრამ დანაშაული არ ჩამიდენია" - ბადრი ესებუა
ტრამპი არცერთ დანაშაულს არ აღიარებს
ლევან გოფოძე პროკურატურაში გამოკითხეს
სოსო გოგაშვილს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - შსს
"ლაზარე გრიგორიადისს ადვოკატთან არ დაარეკინეს" - ლიკა ბითაძე
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს პატიმრობა შეეფარდა
13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით კახეთში 25 წლის მამაკაცი დააკავეს
ვიგრძენი ბასრი საგნის მოხვედრა. დავინახე, ჩემს შვილს მარჯვენა ხელში ეკავა დანა, რომელიც სისხლიანი იყო - ლაზარე გრიგორიადისის მამის ჩვენება
ქუთაისში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა
მედიის ცნობით, პეტრო პოროშენკოს საკონდიტრო კომპანია შესაძლოა, ევროკავშირში სიგარეტის კონტრაბანდაში იყოს გარეული
,,მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ ლაზარემ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა''- ნინო ლომჯარია
შავი ფერით მარტივად შეერევით ხალხს და პოლიციას გამოცნობა გაუჭირდება - „ქრონიკა“ მიმოწერას აქვეყნებს