მოვუწოდებთ რუსეთს, უკრაინის დეპორტირებული მოქალაქეები პირდაპირ გაგზავნონ უკრაინის საზღვარზე რუსეთთან ან ბელარუსთან, მზად ვართ მათ დასახვედრად - უკრაინის საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოების ჩართულობით, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აგრძელებს მუშაობას უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე - უკრაინული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და მოლდოვას ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სატრანზიტო გზის განბლოკვა და მოგვარდეს ყველა ლოგისტიკური და ორგანიზაციული დაბრკოლება,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის კომენტარშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, წინა თვის განმავლობაში „დარიალის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტიდან უკრაინის 44 მოქალაქის გამგზავრების ორგანიზება მოახერხეს და ახლა მუშაობენ, რომ „დანარჩენი მოქალაქეების ტრანზიტი რაც შეიძლება სწრაფად შესაძლებელი გახდეს”.

„რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე, საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ ჰუმანიტარული სიტუაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივი კონტროლის ქვეშაა.

6-დან 7 აგვისტოს ღამეს, საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩავიდა, სადაც ის შეხვდა ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის ქმედებების შედეგად იმყოფებიან.

დიპლომატმა აცნობა მათ ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად გატარებული ღონისძიებების შესახებ.

7 აგვისტოს, სამ მოქალაქეს გაეწია სამედიცინო დახმარება და შედგა შესაბამისი სამედიცინო პროტოკოლები. ქართულ მხარესთან მიღწეული იქნა შეთანხმება საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ.

8 აგვისტოს, დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების წარმომადგენელმა, რომლებთანაც ჩვენს დიპლომატებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ, საქართველოში უკრაინის საელჩოს აცნობა ჩვენი თანამემამულეების შიმშილობის შეწყვეტის შესახებ, რომელიც 5 აგვისტოს გამოცხადდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა დიპლომატიურ მისიას რუსული მხარის მიერ ხელოვნურად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად გაწეული ძალისხმევისთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოების ჩართულობით, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აგრძელებს მუშაობას უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე.

უკრაინული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და მოლდოვას ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სატრანზიტო გზის განბლოკვა და მოგვარდეს ყველა ლოგისტიკური და ორგანიზაციული დაბრკოლება. შეგახსენებთ, რომ წინა თვის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტიდან 44 უკრაინის მოქალაქის გამგზავრების ორგანიზება. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი დანარჩენი მოქალაქეების ტრანზიტი რაც შეიძლება სწრაფად შესაძლებელი გახდეს.

 

ამავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ განაახლებს თავის მოწოდებას რუსეთის მხარისადმი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ გააჟღერა, დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები პირდაპირ გაგზავნონ უკრაინის საზღვარზე რუსეთის ფედერაციასთან ან ბელარუსთან. უკრაინა მზადაა მათ დასახვედრად”,- აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.





მსგავსი სიახლეები
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტი დაიღუპა
მოვუწოდებთ რუსეთს, უკრაინის დეპორტირებული მოქალაქეები პირდაპირ გაგზავნონ უკრაინის საზღვარზე რუსეთთან ან ბელარუსთან, მზად ვართ მათ დასახვედრად - უკრაინის საგარეო უწყება
ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი
რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა გაიყინოს - დონალდ ტუსკი
ისრაელი ღაზის სექტორის ანექსიას არ მოახდენს -ბენიამინ ნეთანიაჰუ
მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები- საფრანგეთის საგარეო უწყება
ტრამპი ზელენსკითა და პუტინით იმედგაცრუებულია – თეთრი სახლი
პოლონეთი უკრაინას საერთო ჯამში „მიგ-29“ ტიპის 14 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემს
„ტრამპისთვის ბრალის წაყენება ადასტურებს, რომ კანონზე ზევით არავინ დგას“ - ირაკლი მენაღარიშვილი
"ყირიმს რომ დავიკავებთ, ქერჩის ხიდს გავაუქმებთ" - მიხეილ პოდოლიაკი
ანჯეი დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა
აღმოჩენილია საიდუმლო ინგრედიენტი, რომელსაც ლეონარდო და ვინჩი საღებავებში იყენებდა
"საშიშ და არაპროგნოზირებად გარემოში, კიდევ უფრო აშკარაა რომ უსაფრთხოება არ არის მხოლოდ რეგიონალური საკითხი"
ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა
"პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ლავრენტი ბერია, რომელმაც უთხრა სტალინს - "შენ კაცი მაჩვენე, მე გაჩვენებ დანაშაულს"-ჯონ ბოლტონი
ლოს ანჯელესის სააპელაციო სასამართლომ სტორმი დენიელსს, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, 122 000 დოლარის გადახდა დაავალა
"ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა"- დონალდ ტრამპი
ბახმუტთან განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - ომის 406-ე დღე
"უკრაინა ოქტომბერში გაიმარჯვებს" - Deutche Welle
პოლიციამ ბრიუსელში "ევროპის სახალხო პარტიის" სათავო ოფისში რეიდი ჩაატარა