სამხრეთ კავკასია ათწლეულების განმავლობაში სათამაშო მოედანია. ფრთხილად იყავით -ჯეფრი საქსი

სამხრეთ კავკასია ევროპაც კი არაა. კავკასიონი არის ევროპასა და აზიას შორის საზღვარი. ამიტომ, ფრთხილად იყავით, რომ არ გახდეთ თამაშის მსხვერპლი, - ასე მიმართა ამერიკელმა პროფესორმა ჯეფრი საქსმა სამხრეთ კავკასიას. ის საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ურჩევს, ყურადღება ახლო სამეზობლოზე გადაიტანონ.

„მიაქციეთ ყურადღება თქვენს მეზობლებს - რუსეთს, თურქეთს, ირანს, საუდის არაბეთსა და სხვებს. ეს არის მნიშვნელოვანი თქვენთვის. ნუ იჯერებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, მით უმეტეს დონალდ ტრამპის დროს, დაგეხმარებათ თქვენს მეზობლებთან ბრძოლაში. კარგით რა. სერიოზულ პრობლემებში გაგხვევენ.

ბრიუსელის შესაძლებლობები ამ მხრივ გასაოცარია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელი აშშ-ის ვასალია. ბრიუსელი რეალურად ევროპული ინტერესების წარმომადგენელი არაა. ის არის აშშ-ს ინტერესების წარმომადგენელი. ამიტომ არის, რომ ნატო და ევროკომისია ერთად არიან იქ. ისინი თამაშობენ თამაშებს. სამხრეთ კავკასია ათწლეულების განმავლობაში სათამაშო მოედანია“, - განაცხადა საქსმა.

მან 2008 წელს, ნიუ-იორკში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაიხსენა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს აშშ-ის მარიონეტი უწოდა.

„2008 წელს ნიუ-იორკში, როგორც საგარეო ურთიერთობებში საბჭოს წევრი, საქართველოს მაშინდელი ლიდერის სააკაშვილის გამოსვლაზე დამპატიჟეს. სააკაშვილი აშშ-ის მარიონეტი იყო. ის ჯორჯ სოროსისგან იღებდა ფულს. აშშ-ის აბსოლუტურ მორჩილებაში იყო. წავედი ამ გამოსვლაზე.

სიმართლე გითხრათ, მეგონა გიჟი იყო. მან თქვა: „საქართველო არის ევროპის შუაგული“, „საქართველო იქნება ნატოს საკვანძო წევრი“, „საქართველო ევროპაშია“. ხალხმა ნიუ-იორკში აპლოდისმენტებით მიიღო, მე კი ოთახიდან გავედი, დავურეკე ჩემს ცოლს და, ვუთხარი: „ეს კაცი გიჟია. ქვეყანას დაკარგავს. ეს სიგიჟეა.“ რამდენიმე კვირაში კი ომი დაიწყო.

იცით, ეს ძალიან ნათელია. ნუ გახდებით თამაშის მსხვერპლი. ნუ იქნებით აშშ-ს ფულის ხელში. ნუ იქნებით აშშ-ს არასამთავრობო ორგანიზაციების (რომლებიც არ არიან არასამთავრობოები) ხელში. ეს არაა არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის სახელმწიფო ორგანიზაციები. მე ამას 40 წელია ვუყურებ. სწორედ ამიტომ, როცა საქართველომ თქვა: „თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ და გვითხრათ ვინ გაფინანსებთ“, ვინ გაცოფდა? დამფინანსებლები. „თქვენ გამოგვააშკარავებთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ცნობილი გახდეს ეს ფული ვაშინგტონიდან მოდის. ეს თამაშია“.

 

ნუღარ იქნებით თამაშში, გთხოვთ. მე მიყვარს სამხრეთ კავკასია. რა მშვენიერი რეგიონია. რა დიდი ისტორია, კულტურა, ღირსშესანიშნაობები. ფენომენალური ტურიზმი, საჭმელი - ყველაფერი. მაგრამ ნუ გახდებით უკრაინის მსგავსი. ასე მარტივადაა ყველაფერი. და თუ ღმერთი გწამთ, ნუ გახდებით აზერბაიჯანის მსგავსი. ნუ ჩაებმებით ახლო აღმოსავლეთის ომებში. ნუ გახდებით გენოციდის მონაწილე ღაზაში. ნუ ჩაებმებით მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელმა მოგაწოდათ უსაფრთხოების სისტემებზე. ღმერთო ჩემო, ეს არ არის სამხრეთ კავკასიის მომავალი“, - აღნიშნა საქსმა.





მსგავსი სიახლეები
ოპოზიცია და მათი გეგმები ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი მათი მხრიდან -კახა კალაძე
ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ, ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს - მიხეილ ყაველაშვილი
ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული -პრემიერი
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჩემს აღფრთოვანებას იწვევს, საღი აზრისა და პრაგმატიზმის გამო-ჯეფრი საქსი
სამხრეთ კავკასია ათწლეულების განმავლობაში სათამაშო მოედანია. ფრთხილად იყავით -ჯეფრი საქსი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება წარმოადგენს მდგრადი მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერებას -საგარეო საქმეთა სამინისტრო
პარტიას ლეგიტიმაციას საარჩევნო ნომერი არ აძლევს, მას ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი და ის სამართლიანი არჩევნები, რომლებიც ქვეყანაში აუცილებლად ჩატარდება -თენგო თევზაძე
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა
მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები "დარიალის" სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად -ალექსანდრე დარახველიძე
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის შედეგები უმძიმესი იყო, მათ შორის მოღალატეობრივი რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერეს -კახა კალაძე
რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, არაფერი ამართლებს რუსეთის ქმედებას -ირაკლი კობახიძე
გმირების ოჯახების რეაქციისა და კომისიის ვერდიქტის უნდა ეშინოდეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ყველა განშტოებას და მფარველებს -შალვა პაპუაშვილი
ომის დაწყების თარიღებით მანიპულირების მცდელობები არის ყურადღების გადასატანად კითხვიდან, რატომ დაიწყო ომი -შალვა პაპუაშვილი
წლების განმავლობაში ომის დაწყებას 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ და ათი წლის თავზე გადაწყვიტეს, რომ ომი 7 აგვისტოს დაწყებულა, ათი წელი არ იცოდნენ, როდის დაიწყო ომი? -ირაკლი კობახიძე
გენდერს და მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მკვიდრდება ევროპაში, მოაქვს სერიოზული პრობლემები ევროპისთვის, ეს არის სრული კატასტროფა, ამისგან ქვეყანა უნდა დავიცვათ -ირაკლი კობახიძე
პატივს მივაგებთ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს სამშობლოს ღირსება -ირაკლი კობახიძე
17 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც 33 წლის წინ, აფხაზეთის ომისგან მიღებული მოუშუშებელი იარა განაახლა -შალვა პაპუაშვილი
ვაპირებთ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს სწორედ 2008 წელს ომის დაწყება, რაც სააკაშვილმა აღიარა -ირაკლი კობახიძე
მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს, ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება -ირაკლი კობახიძე
კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა