ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ, ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს - მიხეილ ყაველაშვილი

„ქართულ ოცნებას“, მის ხელისუფლებას, არავის არასდროს არ გაუმართლებია რუსეთის საქციელი,- ასე უპასუხა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რა აქვს სათქმელი შინდისის გმირებისთვის იმ ფონზე, „როდესაც აგვისტოს ომში საკუთარ სამშობლოს ადანაშაულებს“.

როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, არსებობს კითხვები იმჟამინდელი ხელისუფლების -„ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.

„რაც შეეხება მაშინდელი ხელისუფლების საქციელს, მინდა გავმიჯნოთ, რომ თქვენი კითხვა არის სპეკულაციური და გეტყვით რატომ - არასდროს „ქართულ ოცნებას“, მის ხელისუფლებას, არავის არასდროს არ გაუმართლებია რუსეთის საქციელი. ჩვენ დავამარცხეთ ისინი ყველა სადავო საკითხში. რუსეთი რომ ოკუპანტია, რუსეთმა რომ ჩაიდინა დანაშაული და გენოციდი მოუწყო საქართველოს, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ, მაგრამ ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ. თითოეული სახელი, როგორც დღეს აღვნიშნავთ ამ ბიჭების თითოეულ გმირობას, არ უნდა იყოს დავიწყებული თითოეული ქართველისთვის, მით უმეტეს, ამ გმირობის მაგალითზე. ყველა ჩვენგანმა, ნებსით თუ უნებლიედ, შეიძლება გამიზნულად, ვერ დავიცავით, ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ ჩვენს წინამორბედებზე, მაშინდელ ხელისუფლებაზე. გარკვეული კითხვები დატოვეს, თუ რატომ მოიქცნენ ასე. არ გავასწრებ მოვლენებს, რადგან საქართველოს პრეზიდენტი ვარ, დაველოდოთ საბოლოო გამოძიებას“,-განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, მაშინდელი ხელისუფლების მიმართ კითხვები აქვს მთელ საქართველოს, თუ რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, რატომ არ გააფრთხილეს საზოგადოება, რომ რუსეთი უკვე შემოჭრილი იყო.

„რუსეთის ქმედება ყველასთვის ნათელია. მათ ჩაიდინეს დანაშაული საქართველოს წინაშე, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები და საპასუხოდ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. რუსეთის ქმედებაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ლეგიტიმური კითხვა იმ ხელისუფლებასთან“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი განმარტებით, საქართველო აუცილებლად იქნება სამართლიანი სახელმწიფო და არცერთი დანაშაული არ დაიფარება.

„ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ძლიერი ქვეყანა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმისკენ, რომ ვიქნებით სამართლიანი სახელმწიფო და არცერთი ინსტიტუცია, არცერთი წარმომადგენელია ამ ქვეყანაში, რომელსაც განხორციელებული აქვს მითუმეტეს საკუთარი ქვეყნის წინაშე დანაშაული, არ უნდა იყოს დაფარული. ყველაფერი უნდა იყოს გაცხადებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. დანარჩენი, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია“,- განაცხადა ყაველაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
ოპოზიცია და მათი გეგმები ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი მათი მხრიდან -კახა კალაძე
ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ, ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს - მიხეილ ყაველაშვილი
ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული -პრემიერი
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჩემს აღფრთოვანებას იწვევს, საღი აზრისა და პრაგმატიზმის გამო-ჯეფრი საქსი
სამხრეთ კავკასია ათწლეულების განმავლობაში სათამაშო მოედანია. ფრთხილად იყავით -ჯეფრი საქსი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება წარმოადგენს მდგრადი მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერებას -საგარეო საქმეთა სამინისტრო
პარტიას ლეგიტიმაციას საარჩევნო ნომერი არ აძლევს, მას ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი და ის სამართლიანი არჩევნები, რომლებიც ქვეყანაში აუცილებლად ჩატარდება -თენგო თევზაძე
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა
მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები "დარიალის" სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად -ალექსანდრე დარახველიძე
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის შედეგები უმძიმესი იყო, მათ შორის მოღალატეობრივი რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერეს -კახა კალაძე
რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, არაფერი ამართლებს რუსეთის ქმედებას -ირაკლი კობახიძე
გმირების ოჯახების რეაქციისა და კომისიის ვერდიქტის უნდა ეშინოდეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ყველა განშტოებას და მფარველებს -შალვა პაპუაშვილი
ომის დაწყების თარიღებით მანიპულირების მცდელობები არის ყურადღების გადასატანად კითხვიდან, რატომ დაიწყო ომი -შალვა პაპუაშვილი
წლების განმავლობაში ომის დაწყებას 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ და ათი წლის თავზე გადაწყვიტეს, რომ ომი 7 აგვისტოს დაწყებულა, ათი წელი არ იცოდნენ, როდის დაიწყო ომი? -ირაკლი კობახიძე
გენდერს და მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მკვიდრდება ევროპაში, მოაქვს სერიოზული პრობლემები ევროპისთვის, ეს არის სრული კატასტროფა, ამისგან ქვეყანა უნდა დავიცვათ -ირაკლი კობახიძე
პატივს მივაგებთ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს სამშობლოს ღირსება -ირაკლი კობახიძე
17 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც 33 წლის წინ, აფხაზეთის ომისგან მიღებული მოუშუშებელი იარა განაახლა -შალვა პაპუაშვილი
ვაპირებთ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს სწორედ 2008 წელს ომის დაწყება, რაც სააკაშვილმა აღიარა -ირაკლი კობახიძე
მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს, ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება -ირაკლი კობახიძე
კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა