ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტი დაიღუპა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტი დაიღუპა. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაღუპულია ცნობილი ჟურნალისტი ანას ალ-შარიფი და მისი ოთხი კოლეგა ოპერატორი.

გავრცელებული ცნობით, 10 აგვისტოს, გვიან საღამოს ქალაქ ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოს მთავარი კარიბჭის წინ განთავსებულ კარავზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. სწორედ იქ იმყოფებოდნენ მედიის წარმომადგენლებიც.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ანას ალ-შარიფმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელმა ღაზის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილების ინტენსიური, კონცენტრირებული დაბომბვა დაიწყო, ასევე ცნობილი, როგორც „ცეცხლოვანი ქამრები“.

განცხადებაში „ალ ჯაზირას მედია ქსელმა“ დაგმო მკვლელობები, როგორც „პრესის თავისუფლებაზე კიდევ ერთი აშკარა და წინასწარ განზრახული თავდასხმა“.





მსგავსი სიახლეები
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტი დაიღუპა
მოვუწოდებთ რუსეთს, უკრაინის დეპორტირებული მოქალაქეები პირდაპირ გაგზავნონ უკრაინის საზღვარზე რუსეთთან ან ბელარუსთან, მზად ვართ მათ დასახვედრად - უკრაინის საგარეო უწყება
ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი
რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა გაიყინოს - დონალდ ტუსკი
ისრაელი ღაზის სექტორის ანექსიას არ მოახდენს -ბენიამინ ნეთანიაჰუ
მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები- საფრანგეთის საგარეო უწყება
ტრამპი ზელენსკითა და პუტინით იმედგაცრუებულია – თეთრი სახლი
პოლონეთი უკრაინას საერთო ჯამში „მიგ-29“ ტიპის 14 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემს
„ტრამპისთვის ბრალის წაყენება ადასტურებს, რომ კანონზე ზევით არავინ დგას“ - ირაკლი მენაღარიშვილი
"ყირიმს რომ დავიკავებთ, ქერჩის ხიდს გავაუქმებთ" - მიხეილ პოდოლიაკი
ანჯეი დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა
აღმოჩენილია საიდუმლო ინგრედიენტი, რომელსაც ლეონარდო და ვინჩი საღებავებში იყენებდა
"საშიშ და არაპროგნოზირებად გარემოში, კიდევ უფრო აშკარაა რომ უსაფრთხოება არ არის მხოლოდ რეგიონალური საკითხი"
ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა
"პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ლავრენტი ბერია, რომელმაც უთხრა სტალინს - "შენ კაცი მაჩვენე, მე გაჩვენებ დანაშაულს"-ჯონ ბოლტონი
ლოს ანჯელესის სააპელაციო სასამართლომ სტორმი დენიელსს, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, 122 000 დოლარის გადახდა დაავალა
"ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა"- დონალდ ტრამპი
ბახმუტთან განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - ომის 406-ე დღე
"უკრაინა ოქტომბერში გაიმარჯვებს" - Deutche Welle
პოლიციამ ბრიუსელში "ევროპის სახალხო პარტიის" სათავო ოფისში რეიდი ჩაატარა