საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს - ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარციხთვის -კახა კალაძე

ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სიმშვიდე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში განსახორციელებელ იმ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ორგანიზაცია „IRI საქართველოს“ პროგრამების დირექტორმა მოამზადა და რომელიც სექტემბერში საპროტესტო აქციების ჩატარებას გულისხმობს.

მისი შეფასებით, ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით და რევოლუციის მოწყობის ყველა მცდელობა მარცხისთვის არის განწირული.

„არ უნდა გაგიკვირდეთ, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იყო მცდელობა რევოლუციის მოწყობის. ეს სურვილი და მცდელობები ახლაც არსებობს იმ რადიკალების გამოყენებით, რომლებიც გვყავს ქვეყნის შიგნით აგენტურის სახით. მგონია, რომ ამ ტიპის მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს; არ დაუშვებს, რომ ვიღაცებმა, გარედან მართულმა დაჯგუფებებმა მოაწყონ სისხლისღვრა, ხალხის დაპირისპირება. ეს არ მოხდება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იყოს მოწოდების სიმაღლეზე.

ცხადია, ყველა ვერ იქნება ხელისუფლების მხარდამჭერი – ვიღაცას არ მოსწონს, ვიღაც შეიძლება სხვანაირად ფიქრობდეს. ამისთვის არსებობს არჩევნები. ტყუილად ხომ არ არის მოგონილი ის? ეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესია. როდესაც გინდა ხელისუფლების შეცვლა, არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, მაგრამ როდესაც ხარ უმცირესობაში და გინდა, რომ რაღაც ძალით „გადატეხო“ სიტუაცია, ხალხის დაშინებით, ცემით, ეს წარმოუდგენელია. ამის შესაძლებლობას ჩვენ არავის მივცემთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სიმშვიდე. ვინც არ უნდა იყოს გარედან ჩართული, ჩარეული, როგორც ეს წლების წინ იყო – გვახსოვს რამდენიმე მცდელობა რევოლუციის მოწყობის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ის განცხადებები, რომლებიც ბოლო პერიოდში კეთდება, ვიზალიბერალიზაციასთან არანაირ კავშირში არ არის.

 

„აბსოლუტურად რეალობას არის აცდენილი ის მოთხოვნები, რომლებიც იქნა გაჟღერებული და არაფერ კავშირში არ არის ეს ვიზალიბერალიზაციასთან. ევროკომისიამ რაც გამოაქვეყნა, ერთი მხრივ, გვეუბნებიან, რომ ქვეყანას აქვს წინ გადადგმული ნაბიჯები, წინ მივდივართ, ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, მეორე მხრივ კი, მათ არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლება. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს ამას, რომ ჩვენ არ ვართ ვიღაცის წარმომადგენლები, აგენტურა ამ ქვეყანაში და ერთი თითის დაქნევით არ ვასრულებთ, არ ვეთანხმებით მათ გადაწყვეტილებებს, რადგან ვიცით, რომ ეს ყველაფერი დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, ამ ქვეყნის ინტერესს და ეს პოლიტიკა გაგრძელდება მომავალშიც“, – აღნიშნა თბილისის მერმა.





მსგავსი სიახლეები
საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას ცდილობენ, ამის დაფინანსება მოდის ევროპული ორგანიზაციებიდან, მცდელობა აქვთ, დამნაშავეები გმირებად შერაცხონ -კახა კალაძე
რვა ოპოზიციური პარტია მიმართავს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე და დაუბრუნდნენ ერთობას
საქართველო გულითადად ულოცავს უკრაინის ხალხს, ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი -საგარეო უწყება
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს -ირაკლი კობახიძე
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა 2017 წლის რეფორმა, კონსტიტუცია იქცა ეროვნული ინტერესების გამომხატველ დოკუმენტად, საქართველო შედგა, როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა -შალვა პაპუაშვილი
ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა
მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სარდაფში გადაღებული "ფეიკ" ფილმები ვერ შეაშინებს ხალხს-ლევან ხაბეიშვილი
საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა
საქართველოში ისრაელის ახალ ელჩად ვალიდ აბუ ჰაია დაინიშნა
თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, ხოლო მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა - „ოცნების“ ტროლობა -გიორგი ჭანტურია
4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა
საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს - ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარციხთვის -კახა კალაძე
არანაირი ინტერესი არ მაქვს, ვისაუბრო ოპონენტებზე, მე ვესაუბრები მოსახლეობას -კახა კალაძე
მაკკეინის ინსტიტუტი "დიფ სთეითის" მორიგი ფილიალია საქართველოში-დიმიტრი ხუნდაძე
ოპოზიციური ერთობა საარჩევნო ფარსია-ცოტნე ანანიძე
ოპოზიცია და მათი გეგმები ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი მათი მხრიდან -კახა კალაძე
ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ, ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს - მიხეილ ყაველაშვილი
ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული -პრემიერი
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჩემს აღფრთოვანებას იწვევს, საღი აზრისა და პრაგმატიზმის გამო-ჯეფრი საქსი
სამხრეთ კავკასია ათწლეულების განმავლობაში სათამაშო მოედანია. ფრთხილად იყავით -ჯეფრი საქსი