22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ტყუილად ფორიაქობთ - ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს საქმე მშვიდად და აუჩქარებლად აკეთოთ და უპირატესობა შემოქმედებით საქმიანობას მიანიჭოთ. ეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ გარშემო მყოფ ადამიანებს და მათში ახალ ღირსებებს აღმოაჩენთ. სასურველია, ხელმძღვანელმა ვერძებმა ქვეშევრდომები რთული დავალებებით არ გადატვირთონ, მშობელმა ვერძებმა კი შვილები ზედმეტად არ აკონტროლონ.

კურო

გირჩევთ, ოჯახის წევრებთან მნიშვნელოვანი თემის განხილვა სასურველი შედეგის მიღებამდე გააგრძელოთ. მოერიდეთ ემოციური გადაწყვეტილების მიღებას და ოჯახის უფროსი წევრების რჩევა გაითვალისწინეთ - დროა, მათი გამოცდილება აღიაროთ. საღამოს შეიძლება გადაღლის და ემოციური გამოფიტვის ნიშნები იგრძნოთ. ამ დღეს ახალი საქმის დაწყება სასურველი არ არის.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი საბუთების დამუშავება, პარტნიორული პროექტები და შედეგზე ორიენტირებული სხვა ღონისძიებები დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ და საღამომდე არ გადადოთ. ტყუპ მამაკაცებს მოულოდნელი ნაცნობობა ან ძველი სასიყვარულო ურთიერთობის განახლება ელით, რაც პირად ცხოვრებაში ქაოსს და არეულობას გამოიწვევს.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მიმდინარე საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ და ახალ პროექტებზე მუშაობა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ. სასურველია, რომ მენეჯმენტისთვის საკუთარი მოთხოვნების წაყენება სხვ დროისთვის გადადოთ - ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგების გამო ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ. თავი შეიკავეთ სპონტანური შოპინგისგან.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი საუბარი და მგზავრობა სამომავლოდ არ გადადოთ. შესაძლოა, ამ დღეს გაცნობილმა ადამიანმა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვოს. საღამომ შეიძლება გაფანტულობა მოიტანოს, ამიტომ ეცადეთ, დღის განმავლობაში დასვენების დრო გამონახოთ. შესაძლოა, სიყვარული იქ იპოვოთ, სადაც არ ელით.

ქალწული

დროებითი შეფერხება საქმის საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს, ამიტომ სანერვიულო არაფერი გაქვთ. მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობა დილიდან უნდა დაიწყოთ, რადგან საღამოს შეიძლება მოულოდნელმა სტუმრებმა ხელი შეგიშალონ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, თუმცა გაუთვალისწინებელი ხარჯები გადააჭარბებს. ხვალინდელი გეგმების შედგენისას მოულოდნელი სიურპრიზის ალბათობა უნდა გაითვალისწინოთ.

სასწორი

ვარსკვლავები სასწორებს ურჩევენ, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრები სამომავლოდ გადაიტანონ და ამ დღეს არაოფიციალური ურთიერთობა აირჩიონ. ნუ აჩქარდებით და გაითვალისწინეთ, რომ ვიღაცას შეიძლება თქვენი რიტმის აყოლა გაუჭირდეს. ენერგიულ და ენთუზიაზმით სავსე სასწორებს მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ სხვები ასეთი აქტიურები არ არიან და შესვენება სჭირდებათ.

მორიელი

ხელსაყრელი დროა ხანგრძლივი მოგზაურობისა და რომანტიკული ურთიერთობისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სხვა ადამიანების მოსაზრებებს მეტი პატივისცემით მოეკიდოთ და საკუთარი აზრები თავზე არავის მოახვიოთ. გამორიცხეთ ყოველგვარი აგრესია. სავარაუდოდ, მოულოდნელი ნაცნობობა ან ძველი კავშირების განახლება შემოსავლის ახალი წყაროების პოვნაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ, თორემ შეიძლება, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ამის ნაცვლად, სჯობს, ყურადღება პროფესიული სფეროს სიახლეებზე გაამახვილოთ და კოლეგებთან დამოკიდებულებაში გაჩენილი ცვლილებები არ გამოგეპაროთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს - შესაძლებელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნებისმიერ სირთულეს იუმორითა და შემოქმედებითად მიუდგეთ. ასეთი განწყობა რთული დღის მარტივად დაძლევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, მეგობრის რჩევით დაიწყოთ საქმე, რომელიც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ, მაგრამ ისე სწრაფად არა, როგორც თქვენ გსურთ - მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. გირჩევთ, საღამოს დაგეგმილი შეხვედრები სხვა დროისთვის გადაიტანოთ და სტუმრად მიწვევაზე თავაზიანი უარით უპასუხოთ.

მერწყული

ყურადღებით დააკვირდით ცვლილებებს თანამოსაუბრეებისა და პარტნიორების ქცევასა და განწყობაში. შესაძლოა, მალე მათთან ურთიერთობამ სხვა ხასიათი მიიღოს. ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარების უნარი ფინანსურ წარმატებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს ხორციანი საკვებისა და ალკოჰოლის მიღება არასასურველია.

თევზები

ამ დღეს თქვენი ინტუიცია პიკზეა და ენდეთ შინაგან გრძნობებს. შესაძლებელია, მოგიწიოთ დაფიქრება პირად ცხოვრებასა და უახლოეს მომავალზე. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, მიეცით საკუთარ თავს დრო, გააანალიზოთ, თუ რა ხდება. კარგი დღეა მედიტაციისთვის, შემოქმედებითი სამუშაოსა და ემოციური საკითხების გადაჭრისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.






მსგავსი სიახლეები
,,არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ერის ისტორიაში ეპოქალური პიროვნების სახელს იმკვიდრებენ''- კათოლიკოს-პატრიარქი ნონა გაფრინდაშვილს იუბილეს ულოცავს
28 ივნისის ამინდის პროგნოზი
პრემიერ-მინისტრი უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ
ხვალ სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
"ოპოზიციის ალიანსი" ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 ივნისიდან
ირაკლი კობახიძე - რეფორმის განხორციელებასთან ერთად, საჭიროა მუდმივად ზრუნვა უნივერსიტეტების რესურსების გაძლიერებაზე, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კომპლექსური რეფორმის კონცეფცია და ამ კონცეფციის სრულფასოვანი განხორციელება თავისთავად გამოიწვევს დანახარჯების ეტაპობრივ ზრდას
ირაკლი კობახიძე - აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 941 100 ადამიანს და ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 216 000-ით, ანუ 5,2 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა 10 წლის თავზე, 2014 წლიდან 2024 წლამდე
ირაკლი კობახიძე - დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებას, წინასწარი ღონისძიებების გატარებამ უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგი
მდინარე ალაზანზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება
მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს შუა დერეფანში
მარიამ ქვრივიშვილი – ქართველი მეზღვაურები დღეს მსოფლიოს წამყვან ფლოტებში წარმატებით საქმიანობენ და თავიანთი პროფესიონალიზმით ადასტურებენ, რომ საქართველო ძლიერი საზღვაო ტრადი
ირაკლი კობახიძე – საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით, მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში მილიარდ ლარამდეა
პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმების შემცირებას მხარი დაუჭირა
25 ივნისის ამინდის პროგნოზი
ამოქმედდა ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge, სადაც სხვადასხვა მარკეტის შეთავაზებები და ფასებია განთავსებული
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება