თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, ხოლო მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა - „ოცნების“ ტროლობა -გიორგი ჭანტურია

თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, ხოლო მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა – „ოცნების“ ტროლობა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ჭანტურიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები ოპოზიციურ ამომრჩეველში შუღლის გაღვივებას ემსახურება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში „ოცნების“ მიერ გავრცელებულ ტყუილებს, რომლის გავრცელებაშიც  უკვე ღიად ეხმარებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. მაგალითად, პროპაგანდისტული „იმედი“ თავის ცრუ სიუჟეტში ირწმუნება, რომ თითქოს ჩვენმა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა თავაძემ ჩვენი გუნდი დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ზაზამ თავადვე უპასუხა, რომ ეს იყო მორიგი სიცრუე. ამის მიუხედავად, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ინფორმაციის გადამოწმების გარეშე, პროპაგანდის ამავე სიუჟეტში იმეორებს „იმედის“ ტყუილს.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელი რადიკალური და დესტრუქციული ქმედებები უკვე გასცდა მედიებსა და სოციალურ ქსელებს და ქუჩაში არსებულ საპროტესტო აქციებსაც შეეხო. ეს ქმედებები ემსახურება ადამიანების დაყოფას და ოპოზიციურ ამომრჩეველში შუღლის გაღვივებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“ აძლიერებს. „ოცნებამ“ უკვე დაიწყო მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე ზეწოლა, რისთვისაც, ერთი მხრივ, იყენებს ყველაფერს – დაშინებებს, მოსყიდვას, მეორე მხრივ, „ნაც ოძრაობის“ რადიკალიზმს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ორი რადიკალური პარტიის ერთობლივი კოორდინირებული შეტევა ჩვენ წინააღმდეგ გაგრძელდება. უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ამ არჩევნებზე „ნაცმოძრაობამ“ აირჩია, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, ხოლო მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა – „ოცნების“ ტროლობა. ამიტომ მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით წევრებსა და მხარდამჭერებს, აუცილებლად მიდით არჩევნებზე და ხმა მიეცით ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჭანტურიამ.





მსგავსი სიახლეები
საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას ცდილობენ, ამის დაფინანსება მოდის ევროპული ორგანიზაციებიდან, მცდელობა აქვთ, დამნაშავეები გმირებად შერაცხონ -კახა კალაძე
რვა ოპოზიციური პარტია მიმართავს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე და დაუბრუნდნენ ერთობას
საქართველო გულითადად ულოცავს უკრაინის ხალხს, ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი -საგარეო უწყება
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს -ირაკლი კობახიძე
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა 2017 წლის რეფორმა, კონსტიტუცია იქცა ეროვნული ინტერესების გამომხატველ დოკუმენტად, საქართველო შედგა, როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა -შალვა პაპუაშვილი
ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა
მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სარდაფში გადაღებული "ფეიკ" ფილმები ვერ შეაშინებს ხალხს-ლევან ხაბეიშვილი
საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა
საქართველოში ისრაელის ახალ ელჩად ვალიდ აბუ ჰაია დაინიშნა
თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, ხოლო მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა - „ოცნების“ ტროლობა -გიორგი ჭანტურია
4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა
საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს - ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარციხთვის -კახა კალაძე
არანაირი ინტერესი არ მაქვს, ვისაუბრო ოპონენტებზე, მე ვესაუბრები მოსახლეობას -კახა კალაძე
მაკკეინის ინსტიტუტი "დიფ სთეითის" მორიგი ფილიალია საქართველოში-დიმიტრი ხუნდაძე
ოპოზიციური ერთობა საარჩევნო ფარსია-ცოტნე ანანიძე
ოპოზიცია და მათი გეგმები ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი მათი მხრიდან -კახა კალაძე
ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ, ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს - მიხეილ ყაველაშვილი
ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული -პრემიერი
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჩემს აღფრთოვანებას იწვევს, საღი აზრისა და პრაგმატიზმის გამო-ჯეფრი საქსი
სამხრეთ კავკასია ათწლეულების განმავლობაში სათამაშო მოედანია. ფრთხილად იყავით -ჯეფრი საქსი