განსაკუთრებული მნიშვნელობისაა 2017 წლის რეფორმა, კონსტიტუცია იქცა ეროვნული ინტერესების გამომხატველ დოკუმენტად, საქართველო შედგა, როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა -შალვა პაპუაშვილი

განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც მოემსახურა კონსტიტუციის გასწორების, ჰარმონიზაციის, დახვეწის და სრულყოფის იდეას. ტექსტი დაიხვეწა, გამთლიანდა, სრულ იქმნა, ზუსტად ისე, როგორც ამოისუნთქა სახელმწიფომ და გახდა ადამიანზე ორიენტირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კონსტიტუციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია იქცა ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამომხატველ ფუძემდებლურ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მმართველობას, მის პრინციპებს, ჩარჩოებს და წესრიგს, საქართველო შედგა, როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა, რაშიც ფუძემდებლური როლი სწორედ კონსტიტუციას ეკუთვნის.

„დღეს საქართველოში დიდებული დღეა, გვაქვს პატივი, ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფოს კონსტიტუციის მიღების დღე. ეს არის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, თავისუფლების, ზრდასრულობის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნიშანსვეტი. ზუსტად სამი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში, პარლამენტის დროებით დარბაზში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია. ბუნებრივია, რომ საქართველოს და მისი სახელმწიფოებრიობის მტრები ვერ შეეგუებოდნენ ქვეყნის ახლიდან დაბადებას. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე დღეში, 29 აგვისტოს, როდესაც უნდა გამართულიყო კონსტიტუციაზე ხელმოწერის ცერემონია, იმელის ეზოში აფეთქება გაისმა. იმ დღეს, 30 წლის წინ განგებამ დამოუკიდებელი საქართველო ახალ ქაოსს გადაარჩინა. ამ აფეთქებამ დაასრულა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდი საქართველოში, შიდა აშლილობა, სამოქალაქო ომი და ანარქია. ამ დღიდან დამარცხებულმა, დანგრეულმა, სეპარატიზმით გათიშულმა, ნაომარმა და დაღლილმა ქვეყანამ თავის ხელში მთელი ძალა მოიკრიბა და ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო. კონსტიტუციის მიღება იყო ის ქვაკუთხედი, რომელზეც ახალი რესპუბლიკა დაშენდა. იმავე წლის შემოდგომაზე, ახალი კონსტიტუციით, ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, შემოვიღეთ ეროვნული ვალუტა – ლარი, ავირჩიეთ პრეზიდენტი. ქვეყანამ დაიწყო ინსტიტუტების მშენებლობის, საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციისა და განვითარების გრძელი და რთული გზა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად უმძიმესი მოვლენებისა, რომელიც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საქართველოში განვითარდა, მიუხედავად დაპირისპირებისა და ომისა, საქართველოს განახლებული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ისტორიაში დარჩა, უპირველესად, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღმდგენი და გამომცხადებელი.

„ისტორია ასევე მიუჩენს კუთვნილ ადგილს იმ დამსახურებისათვის, რაც მიუძღვის მეორე პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს, კონსტიტუციის მიღებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისათვის. დამოუკიდებლობის იდეას და სურვილს აუცილებლად სჭირდებოდა მატერიალური ხორცშესხმა, სისტემის აგება და სიცოცხლისუნარიანობა. უმძიმეს პერიოდში ედუარდ შევარდნაძემ ამ ურთულეს ამოცანას გაართვა თავი. 30 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციამ მრავალი ცვლილება და შესწორება გამოიარა, მოუწია არაერთი უხეში ჩარევის ატანა. განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც მოემსახურა კონსტიტუციის გასწორების, ჰარმონიზაციის, დახვეწის და სრულყოფის იდეას. ტექსტი დაიხვეწა, გამთლიანდა, სრულ იქმნა. ზუსტად ისე, როგორც ამოისუნთქა სახელმწიფომ და გახდა ადამიანზე ორიენტირებული. საქართველოს კონსტიტუცია იქცა ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამომხატველ ფუძემდებლურ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მმართველობას, მის პრინციპებს, ჩარჩოებს და წესრიგს. საქართველო შედგა, როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა, რაშიც ფუძემდებლური როლი სწორედ ჩვენს კონსტიტუციას ეკუთვნის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას ცდილობენ, ამის დაფინანსება მოდის ევროპული ორგანიზაციებიდან, მცდელობა აქვთ, დამნაშავეები გმირებად შერაცხონ -კახა კალაძე
რვა ოპოზიციური პარტია მიმართავს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე და დაუბრუნდნენ ერთობას
საქართველო გულითადად ულოცავს უკრაინის ხალხს, ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი -საგარეო უწყება
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს -ირაკლი კობახიძე
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა 2017 წლის რეფორმა, კონსტიტუცია იქცა ეროვნული ინტერესების გამომხატველ დოკუმენტად, საქართველო შედგა, როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა -შალვა პაპუაშვილი
ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა
მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სარდაფში გადაღებული "ფეიკ" ფილმები ვერ შეაშინებს ხალხს-ლევან ხაბეიშვილი
საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა
საქართველოში ისრაელის ახალ ელჩად ვალიდ აბუ ჰაია დაინიშნა
თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, ხოლო მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა - „ოცნების“ ტროლობა -გიორგი ჭანტურია
4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა
საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს - ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარციხთვის -კახა კალაძე
არანაირი ინტერესი არ მაქვს, ვისაუბრო ოპონენტებზე, მე ვესაუბრები მოსახლეობას -კახა კალაძე
მაკკეინის ინსტიტუტი "დიფ სთეითის" მორიგი ფილიალია საქართველოში-დიმიტრი ხუნდაძე
ოპოზიციური ერთობა საარჩევნო ფარსია-ცოტნე ანანიძე
ოპოზიცია და მათი გეგმები ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი მათი მხრიდან -კახა კალაძე
ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ, ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს - მიხეილ ყაველაშვილი
ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული -პრემიერი
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჩემს აღფრთოვანებას იწვევს, საღი აზრისა და პრაგმატიზმის გამო-ჯეფრი საქსი
სამხრეთ კავკასია ათწლეულების განმავლობაში სათამაშო მოედანია. ფრთხილად იყავით -ჯეფრი საქსი