ივლისში სებ-მა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 416. 9 მლნ აშშ დოლარით შეავსო, ხოლო წლის დასაწყისიდან სავალუტო რეზერვები სარეკორდოდ არის გაზრდილი - ოქტომბრისათვის სავალუტო რეზერვები თავისუფლად გადააჭარბებს 5.3 მლრდ აშშ დოლარს - ცუცქირიძე

დღეს გამოქვეყნდა ივლისის თვის დაზუსტებული მონაცემები. ივლისში სებ-მა ინტერვენციების შედეგად, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 416. 9 მლნ აშშ დოლარით შეავსო, ხოლო წლის დასაწყისიდან სავალუტო რეზერვები ანუ მისი ნეტო მაჩვენებელი სარეკორდოდ 1.3 მლრდ აშშ დოლარით არის გაზრდილი და მეტია 2023 წლის პირველ ექვს თვეში რეკორდული რაოდენობის, $1.08 მილიარდი შესყიდვასთან შედარებით, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე, წერს სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ მხარადჭერილი რყევების შედეგად რეზერვები შემცირებული იყო $4.08 მილიარდამდე, ამის ფონზე კი, ზრდა მართლაც რომ თვალსაჩინოა.

გიორგი ცუცქირიძე ასევე ყურადღებას ამახვილებს სამომავლო პროგნოზზე და აცხადებს, რომ "სექტემბერ-ოქტომბერში საერთაშირისო ტურიზმის პიკს და მთლიანად მომსახურების ექსპორტის მზარდ დინამიკას, უკვე ოქტომბრისათვის სავალუტო რეზერვები თავისუფლად გადააჭარბებს 5.3 მლრდ აშშ დოლარს, რაც დღემდე მაქსიმუმად ითვლება და ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე ავა".

"დღეს გამოქვეყნდა ივლისის თვის დაზუსტებული მონაცემები. ივლისში სებ-მა ინტერვენციების შედეგად, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 416. 9 მლნ აშშ დოლარით შეავსო, ხოლო წლის დასაწყისიდან სავალუტო რეზერვები ანუ მისი ნეტო მაჩვენებელი სარეკორდოდ 1.3 მლრდ აშშ დოლარით არის გაზრდილი და მეტია 2023 წლის პირველ ექვს თვეში რეკორდული რაოდენობის, $1.08 მილიარდი შესყიდვასთან შედარებით.

რეზერვების მთლიანმა მოცულობამ უკვე გადააჭარბა 5 მლრდ აშშ დოლარს. ეს მონაცემები იმითაც არის აღსანიშნავი, რომ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს სავალუტო რეზერვები $630 მილიონით შემცირდა, რაც დიდწილად ოქტომბერში წინასაარჩევნოდ და არჩევნების შედეგების არაღიარების მოტივით ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შედეგი იყო, და ბაზარზე სავალუტო აჟიოტაჟის ჩასაცხრობად იყო გამოყენებული.

თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ სწორედ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური რყევების შედეგად 2024 წლის ნოემბრის დასაწყისში რეზერვები $4.08 მილიარდამდე იყო შემცირებული, ზრდა მართლა თვალსაჩინოა და უკვე გადააჭარბა 2023 წლის ნოემბრის მაჩვენებელს, როდესაც რეზერვების დონე $5.11 მილიარდი იყო.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, სექტემბერ-ოქტომბერში საერთაშირისო ტურიზმის პიკს და მთლიანად მომსახურების ექსპორტის მზარდ დინამიკას, უკვე ოქტომბრისათვის სავალუტო რეზერვები თავისუფლად გადააჭარბებს 5.3 მლრდ აშშ დოლარს, რაც დღემდე მაქსიმუმად ითვლება და ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე ავა.

ობიექტურობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის და პირადად მისი პრეზიდენტის ქალბატონ ნათია თურნავას დიდი დამსახურებაა, რომ რეზერვების წმინდა ნამატთან ერთად, უპრობლემოდ ხდება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების მომსახურება, რეზერვების ზრდასთან ერთად. ამის დადასტურებაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “სტანდარდ ენდ ფურსის” (S&P Global) მიერ ეკონომიკის მდგრადობის და ქვეყნის სუვერენული რეიტინგის პოზიტიური შეფასებები.

სამწუხაროდ, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდის მაღალი დინამიკა აჩვენებს თუ რამდენად ტენდენციური და რეალობასთან მკვეთრად აცდენილია ცალკეულ, ოპოზიციურად განწყობილ ექსპერტთა შეფასებები. ამ წლის დასაწყისში, არა თუ ასეთ ზრდას 3 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირებას, რომ პროგნოზირებდენ!", - წერს გიორგი ცუცქირიძე.





მსგავსი სიახლეები
რა ეღირება დოლარი და ევრო 6 სექტემბერს
"ჯორჯია მეტალის" ქარხანაში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 90 %-ზე მეტი ადგილობრივია, გაფართოების შემდეგ კი ეს რიცხვი 1000-მდე გაიზრდება-ირაკლი კობახიძე
მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია, ის არის მზად, იყოს კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც -ირაკლი კობახიძე
"ჩვენი პოლიტიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ ენერგეტიკის სექტორი სწრაფად და მდგრადად განვითარდეს"-მარიამ ქვრივიშვილი
თიბისის  სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკის “ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე” სამი ჯილდო მოიპოვა
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკის “ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე” სამი ჯილდო მოიპოვა
თიბისი კონცეპტის ტრადიციულად მრავალფეროვანი- Back To School შეთავაზებები
მეორე კვარტალში საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 12.5 პროცენტით გაიზარდა
Tasteit- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული
ივლისში სებ-მა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 416. 9 მლნ აშშ დოლარით შეავსო, ხოლო წლის დასაწყისიდან სავალუტო რეზერვები სარეკორდოდ არის გაზრდილი - ოქტომბრისათვის სავალუტო რეზერვები თავისუფლად გადააჭარბებს 5.3 მლრდ აშშ დოლარს - ცუცქირიძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 26 აგვისტოს
პირველად საქართველოში - თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა
რა ეღირება დოლარი და ევრო 23 აგვისტოს
თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული აგროლაბი-სანდოობა, როგორც ინოვაცია
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 აპრილისთვის
უცხოური ვალუტის კურსი 5 აპრილისთვის
თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Euromoney-ის ჯილდო მიიღო
"საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს, რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირების გამო, შესაძლოა, შენელდეს" - აზიის განვითარების ბანკი