Tasteit- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული

ტოკიოს ტრენდულ რესტორნებში მარტო თუ შეივლით, დიდია შანსი, გვერდით უზარმაზარი პლუშის სათამაშო მოგისვან, რომ მარტო ჭამის უხერხულობა არ იგრძნოთ.

სარა ჯესიკა პარკერის გმირსაც იგივე მოუვიდა “And Just Like That-ის ერთ-ერთ სერიაში: შუაგულ ნიუ-იორკში, აზიურ რესტორანში მისულ ქერი ბრედშოუს უზარმაზარი დათუნია „შეუწყვილეს“. ქართველებსაც ხომ „გვებრალება მარტოკაცი ჭამაში“?

არა, საკუთარ თავთან ვახშამი ტრაგედია ნამდვილად არ არის. არც ყავის დასალევად კაფეში მარტოდ მისულს მოგანიჭებს ბედნიერებას მტვრიანი პლუშის დათვის კომპანიონობა. პრობლემა სხვაგანაა და ფაქტიც ჯიუტია:

მარტოობა იმდენად გავრცელდა, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2023 წელს „გლობალურ საზოგადოებრივ ჯანმრთელობის საფრთხედ“ შეაფასა, ორი წლის თავზე კი მკვლევრები “გლობალური მარტოობის პანდემიაზე” უკვე ღიად საუბრობენ. ხელოვნური ინტელექტიც კი ვერ ეხმარება ადამიანს საუკეთესო „pick up line“-ის მოფიქრებაში. მაშ, რა შეიძლება იყოს ის ერთი რამ, რაც ორ სრულიად უცხო ადამიანს დააკავშირებს და საერთო სალაპარაკო თემას მისცემს?

„საჭმელი“- უპასუხა 3 წლის წინ ამ რიტორიკულ კითხვას Miami Ad School-ის სტუდენტმა, გიორგი ურუშაძემ. იდეა ჯერ გონებაში ჩაიბეჭდა, მერე კი საქართველოში სატელევიზიო პროექტის ფარგლებში გააცოცხლა. ბერლინიდან თბილისში რამდენიმე საათიანი ფრენა და ნაჩქარევად აწყობილი 9-გვერდიანი პრეზენტაცია საკმარისი აღმოჩნდა. ინვესტორები  ამ ინოვაციური აპლიკაციის იდეით მოიხიბლნენ და პირველი 100 000 ლარიც გამოყვეს. ასე გაჩნდა Tasteit.

აპლიკაცია ორ რეჟიმს მოიცავს: Food Mode, სადაც მომხმარებლები აღმოაჩენენ კერძებს, შეთავაზებებსა და თანამოაზრეებს და Dine Mode, რომელიც  შესაძლებლობას გაძლევს ღონისძიებები და სხვადასხვა კულინარიული თავგადასავალი დაგეგმო.

ანუ, თუ ბურგერის ან ხინკლის ჭამა მოგინდა, ან თუნდაც ვეგანი ხარ და სოიოს კოტლეტით გადაწყვიტე დანაყრება, შეგიძლია სასურველ რადიუსში თანამოაზრე იპოვო, მასთან ერთად ისადილო.  თუ ამ ადამიანთან მხოლოდ საჭმელი დაგაკავშირებთ ხომ კარგი; თუ საერთო სხვა ამბავიც აღმოჩნდა, კიდევ უკეთესი.            

„რატომ უნდა მინდოდეს ვიღაც უცნობთან ბურგერის ჭამა. მეგობარი ან ოჯახის წევრები როცა არსებობენ“, - წერს  გიორგის პრეზენტაციის ვიდეოს ქვეშ ერთ-ერთი ფბ მომხმარებელი.      

არც ეგ არ არის პრობლემა. შეგიძლია ახალი კერძების აღმოსაჩენად, ოჯახის წევრები ან მეგობრები მოიწვიო.

ამჟამად აპლიკაციას 42 000 მომხმარებელი ჰყავს თბილისში, ნიუ იორკსა და ბერლინში. 11 კაციანი გუნდი კი აპლიკაციის სრულყოფისთვის  გულიანად მუშაობს.

„ვერასდროს ვერავინ გასწავლის და დაგაჯერებს, თუ თავად არ გწამს შენი იდეის. მართლა ამით ვცოცხლობ. როდესაც taste.it -ზე ვსაუბრობ, ტანში  ჟრუანტელი მივლის. ბერლინში ჩამოსვლისას,  თავიდანვე მინდოდა რომ ქართული სტარტაპი გამეკეთებინა“, -  იხსენებს გიორგი. როცა პაემანზე მივდიოდი ყოველთვის ვცდილობდი კარგი ტიპი ვყოფილიყავი, რაღაც ჩარჩოებში ვექცეოდი. Tasteit-ში კი მთავარი საჭმელია, საუბრების უმეტესობაც საკვების ირგვლივ ტრიალებს“.

ამ ეტაპზე რესტორნები აპლიკაციაში თავიანთი კერძის რეკლამაში ფულს არ იხდიან, სანაცვლოდ მომხმარებელს ანებივრებენ სპეციალური შეთავაზებებით. აპლიკაცია შემოსავლების გენერირებას ბრენდებთან პარტნიორობითა და ივენთების დაორგანიზებით ახერხებს. მალე ჩაეშვება  დამატებითი ფასიანი ფუნქციებიც.

თიბისი ბიზნესდაჯილდოების აპლიკაცია  Tasteit-ის გუნდმა შარშანაც შეავსო, თუმცა გამარჯვება და წლის საუკეთესო ინოვაციური პროდუქტის სტატუსი წელს ხვდათ წილად.

„თიბისის ვენდობით. ზუსტად ვიცოდით, რომ კონკურსი სამართლიანად ტარდებოდა. გამარჯვების ცერემონიას პირადად ვერ დავესწარი, მეგობრებმა შემატყობინეს და კამერაში ჯილდო მოულოდნელად მაჩვენეს. სასწაული ემოციები იყო“,- იხსენებს გიორგი.

მან ზუსტად იცის, რომ აპლიკაციას  დიდი პოტენციალი აქვს გლობალური ბაზრის  მსხვილი მოთამაშე გახდეს. ახლახან, META-ს აქსელერაციის პროგრამაშიც ჩაერთვნენ. 800  აპლიკანტიდან  Tasteit იმ 30 სტარტაპს შორის აღმოჩდა, რომლებსაც მენტორობას წამყვანი  სპეციალისტები გაუწევენ.

შესაძლოა, გლობალური მარტოობის პანდემიის პრობლემა ერთმა აპლიკაციამ ვერ გადაჭრას, მაგრამ Tasteit ნამდვილად საუკეთესო და სახალისო საშუალებაა ახალი გემოებისა და ადამიანების გასაცნობად.

 

(R)





მსგავსი სიახლეები
რა ეღირება დოლარი და ევრო 6 სექტემბერს
"ჯორჯია მეტალის" ქარხანაში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 90 %-ზე მეტი ადგილობრივია, გაფართოების შემდეგ კი ეს რიცხვი 1000-მდე გაიზრდება-ირაკლი კობახიძე
მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია, ის არის მზად, იყოს კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც -ირაკლი კობახიძე
"ჩვენი პოლიტიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ ენერგეტიკის სექტორი სწრაფად და მდგრადად განვითარდეს"-მარიამ ქვრივიშვილი
თიბისის  სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკის “ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე” სამი ჯილდო მოიპოვა
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკის “ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე” სამი ჯილდო მოიპოვა
თიბისი კონცეპტის ტრადიციულად მრავალფეროვანი- Back To School შეთავაზებები
მეორე კვარტალში საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 12.5 პროცენტით გაიზარდა
Tasteit- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული
ივლისში სებ-მა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 416. 9 მლნ აშშ დოლარით შეავსო, ხოლო წლის დასაწყისიდან სავალუტო რეზერვები სარეკორდოდ არის გაზრდილი - ოქტომბრისათვის სავალუტო რეზერვები თავისუფლად გადააჭარბებს 5.3 მლრდ აშშ დოლარს - ცუცქირიძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 26 აგვისტოს
პირველად საქართველოში - თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა
რა ეღირება დოლარი და ევრო 23 აგვისტოს
თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული აგროლაბი-სანდოობა, როგორც ინოვაცია
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 აპრილისთვის
უცხოური ვალუტის კურსი 5 აპრილისთვის
თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Euromoney-ის ჯილდო მიიღო
"საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს, რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირების გამო, შესაძლოა, შენელდეს" - აზიის განვითარების ბანკი