შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავა და 13 ობიექტი დახურა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს, – ამის შესახებ  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, თორნიკე მარსაგიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მარსაგიშვილმა აღნიშნა, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები.

„სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ, აუდიო და ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში, მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.

გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან თანხას უხდიდნენ.

ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სავარაუდოდ, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – განაცხადა თორნიკე მარსაგიშვილმა.

მისივე თქმით, დანაშაულები ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს“, – განაცხადა თორნიკე მარსაგიშვილმა.





მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ ბათუმში მომხდარ ჯგუფური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა
შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავა და 13 ობიექტი დახურა
პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო
პოლიციამ აჭარაში ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
როგორც „მწვანე საზღვართან" ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ისე, საკუთარ თავზე თავდასხმის ორგანიზებას ვერ მოვახდენდი -გიორგი ბაჩიაშვილი
სასაზღვრო პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 11 პირი
გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ექვსი პირი დააკავა
საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლომ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნინო დათაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
"სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია"- შალვა ხაჭაპურიძე
ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
"იარაღი ჩემი იყო, მაგრამ დანაშაული არ ჩამიდენია" - ბადრი ესებუა
ტრამპი არცერთ დანაშაულს არ აღიარებს
ლევან გოფოძე პროკურატურაში გამოკითხეს
სოსო გოგაშვილს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - შსს
"ლაზარე გრიგორიადისს ადვოკატთან არ დაარეკინეს" - ლიკა ბითაძე
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს პატიმრობა შეეფარდა