შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა გვაშფოთებს, ეს, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს, რომლის მიზანი ამ ორგანიზაციების გაჩუმებაა-დიდი ბრიტანეთის საელჩო

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა გვაშფოთებს. ეს, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს, რომლის მიზანი ამ ორგანიზაციების გაჩუმებაა, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დაიწყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად.

„დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია, რომ, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სავარაუდო საბოტაჟის შესახებ გამოძიების ფარგლებში საბანკო ანგარიშები გაეყინა შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას. გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ეს, შესაძლოა, იყოს მათი მხრიდან არა რაიმე უკანონო ქმედებაზე რეაგირება, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომლის მიზანია აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმება.

აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა მოიცავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობასა და ინფორმაციის თავისუფლებას, სამართლებრივი დახმარების გაწევას საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქალებისა და ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას. მათი დახურვა ზიანს მიაყენებს საქართველოს მოსახლეობას და კიდევ უფრო შეასუსტებს დემოკრატიული დაცვის მექანიზმების არსებობას და ანგარიშვალდებულებას ქვეყანაში.

ასევე, გვინდა, აღვნიშნოთ ევროპის საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლის ექსპერტთა საბჭოს ბოლო მოსაზრება, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში არასამთავრობო სექტორის შესახებ მიღებული კანონის განხორციელება „მძიმე და გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას“ და წინააღმდეგობაშია იმ მრავალ ვალდებულებასთან, რომელიც საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ, იკისრა.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დაიწყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“, – წერს ბრიტანეთის საელჩო.





მსგავსი სიახლეები
ეს იმ ეპოქის დასასრულია – როდესაც გლობალიზმი ჰუმანიტარული მისიებითა და ლიბერალური ღირებულებებით იყო შენიღბული -დავით ქართველიშვილი USAUD-ის დახურვაზე
კარგი იქნებოდა, ჩერგო "ქოცებში" შესულიყო, ეს იქნებოდა „ქართული ოცნების“ დაშლის უმოკლესი გზა, ჩერგო პროფესიონალია ამ საქმის, მიდის და შლის -იაგო ხვიჩია
შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროპისთვის - შერაზ გასრი
 როცა ამბობენ, მოხსენით ყადაღა, უნდა თქვან, რომ ჩვენ, ევროკავშირმა მივეცით 15 მილიონი არასამთავრობო ორგანიზაციებს და არცერთი თეთრი არ დახარჯულა დესტრუქციული მოქმედებისთვის -თენგიზ შარმანაშვილი 
დიდი ბრიტანეთის საელჩომ ქართული საზოგადოების კითხვები და წუხილები ტრადიციულად უპასუხოდ დატოვა, სანაცვლოდ კი, მორიგი არამეგობრული განცხადება მივიღეთ -შალვა პაპუაშვილი
შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა გვაშფოთებს, ეს, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს, რომლის მიზანი ამ ორგანიზაციების გაჩუმებაა-დიდი ბრიტანეთის საელჩო
უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, დავიცვათ საქართველოს ევროპული გზა -არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები
საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას ცდილობენ, ამის დაფინანსება მოდის ევროპული ორგანიზაციებიდან, მცდელობა აქვთ, დამნაშავეები გმირებად შერაცხონ -კახა კალაძე
რვა ოპოზიციური პარტია მიმართავს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე და დაუბრუნდნენ ერთობას
საქართველო გულითადად ულოცავს უკრაინის ხალხს, ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი -საგარეო უწყება
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს -ირაკლი კობახიძე
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა 2017 წლის რეფორმა, კონსტიტუცია იქცა ეროვნული ინტერესების გამომხატველ დოკუმენტად, საქართველო შედგა, როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა -შალვა პაპუაშვილი
ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა
მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სარდაფში გადაღებული "ფეიკ" ფილმები ვერ შეაშინებს ხალხს-ლევან ხაბეიშვილი
საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა
საქართველოში ისრაელის ახალ ელჩად ვალიდ აბუ ჰაია დაინიშნა
თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, ხოლო მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა - „ოცნების“ ტროლობა -გიორგი ჭანტურია
4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა
საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს - ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარციხთვის -კახა კალაძე
არანაირი ინტერესი არ მაქვს, ვისაუბრო ოპონენტებზე, მე ვესაუბრები მოსახლეობას -კახა კალაძე