დიდი ბრიტანეთის საელჩომ ქართული საზოგადოების კითხვები და წუხილები ტრადიციულად უპასუხოდ დატოვა, სანაცვლოდ კი, მორიგი არამეგობრული განცხადება მივიღეთ -შალვა პაპუაშვილი

დიდი ბრიტანეთის საელჩომ ქართული საზოგადოების კითხვები და წუხილები ტრადიციულად უპასუხოდ დატოვა, სანაცვლოდ კი, მორიგი არამეგობრული განცხადება მივიღეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი საუბრობს საელჩოს დღევანდელ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია: „შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა გვაშფოთებს, ეს, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს, რომლის მიზანი ამ ორგანიზაციების გაჩუმებაა“.

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ, სულ რამდენიმე კვირის წინ, დიდი ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციებისთვის ფულის მიცემას, კერძოდ, თამარ ჩერგოლეიშვილის პარტიული კედლის გაზეთის, „ტაბულასთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მე-5 ნომრის, გია ჯაფარიძის რადიკალური ორგანიზაციისთვის, „მომავლის აკადემიისთვის“.

ორივე შემთხვევაში, დაფინანსების მცდელობის საბაბი იყო, მათ მიერ, თითქოს, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტური მასალის მომზადება და არჩევნებზე დაკვირვება. ეს მაშინ, როცა ორივე სუბიექტის გაცხადებული მიზანი არჩევნების ჩაშლაა.

რა თქმა უნდა, ამან საზოგადოებაში გააჩინა ლეგიტიმური ეჭვი, რომ საელჩოს მიზანი, შესაძლოა, არა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებაში ხელის შეწყობა, არამედ არჩევნების საბოტაჟის მიზნის მქონე პირების ფინანსური გაძლიერება ყოფილიყო. მე მაშინ მოვუწოდე საელჩოს, რომ, ამ საკითხზე ეჭვების გასაფანტად, ყოფილიყო სრულად გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის აეხსნა, თუ როგორ აღმოჩნდა, რომ საელჩო პარტიული, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას ცდილობდა და ასევე გაესაჯაროებინა, თუ ვის აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების პერიოდში.

 

ტრადიციულად, საელჩომ, ქართული საზოგადოების კითხვები და წუხილები უპასუხოდ დატოვა. სანაცვლოდ კი, ქართველი ხალხის მიმართ, მორიგი არამეგობრული განცხადება მივიღეთ“, – წერს პაპუაშვილი.





მსგავსი სიახლეები
ეს იმ ეპოქის დასასრულია – როდესაც გლობალიზმი ჰუმანიტარული მისიებითა და ლიბერალური ღირებულებებით იყო შენიღბული -დავით ქართველიშვილი USAUD-ის დახურვაზე
კარგი იქნებოდა, ჩერგო "ქოცებში" შესულიყო, ეს იქნებოდა „ქართული ოცნების“ დაშლის უმოკლესი გზა, ჩერგო პროფესიონალია ამ საქმის, მიდის და შლის -იაგო ხვიჩია
შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროპისთვის - შერაზ გასრი
 როცა ამბობენ, მოხსენით ყადაღა, უნდა თქვან, რომ ჩვენ, ევროკავშირმა მივეცით 15 მილიონი არასამთავრობო ორგანიზაციებს და არცერთი თეთრი არ დახარჯულა დესტრუქციული მოქმედებისთვის -თენგიზ შარმანაშვილი 
დიდი ბრიტანეთის საელჩომ ქართული საზოგადოების კითხვები და წუხილები ტრადიციულად უპასუხოდ დატოვა, სანაცვლოდ კი, მორიგი არამეგობრული განცხადება მივიღეთ -შალვა პაპუაშვილი
შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა გვაშფოთებს, ეს, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს, რომლის მიზანი ამ ორგანიზაციების გაჩუმებაა-დიდი ბრიტანეთის საელჩო
უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, დავიცვათ საქართველოს ევროპული გზა -არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები
საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას ცდილობენ, ამის დაფინანსება მოდის ევროპული ორგანიზაციებიდან, მცდელობა აქვთ, დამნაშავეები გმირებად შერაცხონ -კახა კალაძე
რვა ოპოზიციური პარტია მიმართავს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე და დაუბრუნდნენ ერთობას
საქართველო გულითადად ულოცავს უკრაინის ხალხს, ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი -საგარეო უწყება
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს -ირაკლი კობახიძე
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა 2017 წლის რეფორმა, კონსტიტუცია იქცა ეროვნული ინტერესების გამომხატველ დოკუმენტად, საქართველო შედგა, როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა -შალვა პაპუაშვილი
ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა
მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სარდაფში გადაღებული "ფეიკ" ფილმები ვერ შეაშინებს ხალხს-ლევან ხაბეიშვილი
საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა
საქართველოში ისრაელის ახალ ელჩად ვალიდ აბუ ჰაია დაინიშნა
თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, ხოლო მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა - „ოცნების“ ტროლობა -გიორგი ჭანტურია
4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა
საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს - ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარციხთვის -კახა კალაძე
არანაირი ინტერესი არ მაქვს, ვისაუბრო ოპონენტებზე, მე ვესაუბრები მოსახლეობას -კახა კალაძე