როცა ამბობენ, მოხსენით ყადაღა, უნდა თქვან, რომ ჩვენ, ევროკავშირმა მივეცით 15 მილიონი არასამთავრობო ორგანიზაციებს და არცერთი თეთრი არ დახარჯულა დესტრუქციული მოქმედებისთვის -თენგიზ შარმანაშვილი 

როცა ამბობენ, მოხსენით ყადაღა, უნდა თქვან, რომ ჩვენ, ევროკავშირმა მივეცით 15 მილიონი არასამთავრობო ორგანიზაციებს და არცერთი თეთრი არ დახარჯულა დესტრუქციული მოქმედებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერის გუშინდელ განცხადებაზე, რომელშიც ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეცვალოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ.

როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, მიუღებელია ორმაგი სტანდარტები.

„ჩვენთვის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა მიუღებელია და ამას ვერ ავყვებით. არცერთ სიტყვას არ ამბობენ იმის თაობაზე, რომ ტყუილია, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ფულს ხარჯავდნენ საქართველოში რევოლუციური სიტუაციების შესაქმნელად. ჩვენ კონკრეტულ შედეგებში ვდებთ ბრალს და ვუთითებთ, რომ ეს ფული არალეგიტიმურად გამოიყენებოდა საქართველოში. არცერთი გამაბათილებელი მტკიცებულება არ მოჰყავთ და უბრალოდ დეკლარირებას ახდენენ, რომ მოხსენით ეს ყადაღა. ეს რომ თქვან, რომ მოხსენით ყადაღა, მაშინ უნდა თქვან, რომ ჩვენ, ევროკავშირმა მივეცით 5-10-15 მილიონი არასამთავრობო ორგანიზაციებს და 15-ვე მილიონი დაიხარჯა ამისთვის და არცერთი თეთრი არ დახარჯულა დესტრუქციული და არალეგიტიმური მოქმედებისთვის, შესაბამისად, გააუქმეთ ეს კანონი და ამას არ აკეთებს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

 

ცნობისთვის, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 27 აგვისტოს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. პროკურატურის განმარტებით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს





მსგავსი სიახლეები
ეს იმ ეპოქის დასასრულია – როდესაც გლობალიზმი ჰუმანიტარული მისიებითა და ლიბერალური ღირებულებებით იყო შენიღბული -დავით ქართველიშვილი USAUD-ის დახურვაზე
კარგი იქნებოდა, ჩერგო "ქოცებში" შესულიყო, ეს იქნებოდა „ქართული ოცნების“ დაშლის უმოკლესი გზა, ჩერგო პროფესიონალია ამ საქმის, მიდის და შლის -იაგო ხვიჩია
შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროპისთვის - შერაზ გასრი
 როცა ამბობენ, მოხსენით ყადაღა, უნდა თქვან, რომ ჩვენ, ევროკავშირმა მივეცით 15 მილიონი არასამთავრობო ორგანიზაციებს და არცერთი თეთრი არ დახარჯულა დესტრუქციული მოქმედებისთვის -თენგიზ შარმანაშვილი 
დიდი ბრიტანეთის საელჩომ ქართული საზოგადოების კითხვები და წუხილები ტრადიციულად უპასუხოდ დატოვა, სანაცვლოდ კი, მორიგი არამეგობრული განცხადება მივიღეთ -შალვა პაპუაშვილი
შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა გვაშფოთებს, ეს, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს, რომლის მიზანი ამ ორგანიზაციების გაჩუმებაა-დიდი ბრიტანეთის საელჩო
უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, დავიცვათ საქართველოს ევროპული გზა -არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები
საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას ცდილობენ, ამის დაფინანსება მოდის ევროპული ორგანიზაციებიდან, მცდელობა აქვთ, დამნაშავეები გმირებად შერაცხონ -კახა კალაძე
რვა ოპოზიციური პარტია მიმართავს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე და დაუბრუნდნენ ერთობას
საქართველო გულითადად ულოცავს უკრაინის ხალხს, ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი -საგარეო უწყება
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს -ირაკლი კობახიძე
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა 2017 წლის რეფორმა, კონსტიტუცია იქცა ეროვნული ინტერესების გამომხატველ დოკუმენტად, საქართველო შედგა, როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა -შალვა პაპუაშვილი
ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა
მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სარდაფში გადაღებული "ფეიკ" ფილმები ვერ შეაშინებს ხალხს-ლევან ხაბეიშვილი
საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა
საქართველოში ისრაელის ახალ ელჩად ვალიდ აბუ ჰაია დაინიშნა
თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, ხოლო მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა - „ოცნების“ ტროლობა -გიორგი ჭანტურია
4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა
საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს - ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარციხთვის -კახა კალაძე
არანაირი ინტერესი არ მაქვს, ვისაუბრო ოპონენტებზე, მე ვესაუბრები მოსახლეობას -კახა კალაძე