შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გ.მ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სპეციალურად მოწყობილი ე.წ. გროუბოქსებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი „მცენარე კანაფის“ 33 ძირი.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 





მსგავსი სიახლეები
მარნეულში, სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავეს
პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა
სუს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე, გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში
მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს - შსს ინფორმაციას ავრცელებს
რა ხდებოდა საცხოვრებელ სახლთან, საიდანაც ბერი ნიკოლოზის ცხედარი გამოასვენეს - კადრები ზემო ფონიჭალიდან
ზემო ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის(ნარიმანის) საცხოვრებელ სახლთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა
აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
მიგრაციის დეპარტამენტმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე დააკავა
მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდა
იმერეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შსს-მ სიღნაღში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ არასრულწლოვნების გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
Booking.com-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, მილიონობით მომხმარებლის მონაცემებმა გაჟონა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეწყალების კონკრეტულ ვადებს
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს