შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 სექტემბერს თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები – სამ კილოგრამამდე „მეთადონი“, 32 შეკვრა, სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება და 140 ცალი ფსიქოტროპული აბი ამოიღეს – დაკავებულია ოთხი პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებულები არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ა. ა. და წარსულში ნასამართლევი საქართველოს მოქალაქეები: 1992 წელს დაბადებული თ.ნ., 1991 წელს დაბადებული გ.ძ. და 1981 წელს დაბადებული ბ.მ.
„დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
ძმები კაკულიების დეიდაშვილმა მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოიგონა
თბილისის აეროპორტში, საბაჟოზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს პლასტიკის ბოთლებში "კეტამინის" შემცველი სითხე აღმოუჩინეს
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვის გამო დააკავეს
"ლიბერთი ბანკის" შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოებისას გამოყენებული იყო შედუღების აპარატი, სავარაუდოდ მისგან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს აალება, დაწყებულია გამოძიება - შსს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შსს ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს, ნარკოდანაშაულში ჩართულ ყველა პირს მოუწევს, კანონის წინაშე უმკაცრესად აგოს პასუხი -ალექსანდრე დარახველიძე
პოლიციამ თემქაზე ერთი პირის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავა
აჭარის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
სამტრედიაში, მიტოვებულ შენობაში სხეულის ამპუტირებული ნაწილების აღმოჩენის ფაქტზე, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვანის პროცესი მიმდინარეობს
იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 029 პირის მიმართ დაიწყო -საქსტატი
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით - 10 პირი დააკავეს
პროკურატურამ გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სუს-მა ერთი პირი დააკავა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს