რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრისთვის საუკეთესო ადგილი მოსკოვია -პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრისთვის საუკეთესო ადგილი მოსკოვია და ვიზიტის შემთხვევაში მას უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას სთავაზობს.

აღნიშნულის შესახებ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის (EEF) პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

„ვინმეს თუ ნამდვილად სურს ჩვენთან შეხვედრა, ჩვენ მზად ვართ. ამისთვის საუკეთესო ადგილი რუსეთის დედაქალაქი, გმირი ქალაქი მოსკოვია. უკრაინულ მხარეს ეს შეხვედრა სურს და მე ვუთხარი: „მზად ვარ, გთხოვთ, მობრძანდით, ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ სამუშაო პირობებსა და უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან ძირითად საკითხებზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება.

„მე უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ მზად ვარ ზელენსკისთან კონტაქტებისთვის. დიდ აზრს ვერ ვხედავ. რატომ? რადგან, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება უკრაინულ მხარესთან ძირითად საკითხებზე შეთანხმების მიღწევა. მაშინაც კი, თუ იქნება პოლიტიკური ნება, რაშიც ეჭვი მეპარება, არსებობს იურიდიული და ტექნიკური სირთულეები“, – აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარების განლაგება საჭირო არ იქნება.

„მიღებული თუ იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც გრძელვადიან მშვიდობას გამოიწვევს, მაშინ უბრალოდ ვერ ვხედავ მათი უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის აზრს“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები უნდა შემუშავდეს როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის და მოსკოვი მათ პატივს სცემს.

„ეს შეთანხმებები მიღწეული თუ იქნება, რუსეთი მათ სრულად შეასრულებს, არავის შეეპაროს ეჭვი. ჩვენ პატივს ვცემთ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, უნდა შემუშავდეს როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთი აუცილებლად შეასრულებს ამ შეთანხმებებს, მაგრამ ეს საკითხი ჩვენთან სერიოზულ დონეზე ჯერ არავის განუხილავს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ნატო-ს ჯარები, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩნდება, რუსეთის ლეგიტიმური სამიზნე გახდება.

„რაც შეეხება შესაძლო სამხედრო კონტინგენტს უკრაინაში, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის ნატო-ში ჩაბმისა. ამიტომ, იქ რაიმე ჯარები თუ გამოჩნდება, განსაკუთრებით ახლა, საბრძოლო მოქმედებების დროს, ვვარაუდობთ, რომ ისინი იქნებიან ლეგიტიმური სამიზნე მათი განადგურებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.

 

 




მსგავსი სიახლეები
 რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრისთვის საუკეთესო ადგილი მოსკოვია -პუტინი
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ტერეზა რიბერა აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის ომი გენოციდია
ფაქტები ჯიუტია, მხოლოდ რუსეთმა აირჩია ომი 2022 წელს, როგორც ეს საქართველოში 2008 წელს გააკეთა - ემანუელ მაკრონი
26 ქვეყანა მზად არის, გაგზავნოს უკრაინაში ძალები ან უზრუნველყოს დახმარება ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში
ლვოვში, უკრაინის პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ანდრეი პარუბი მოკლეს
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების უმეტესობა უკანონოდ ცნო
აშშ-მა უკრაინისთვის 3 350 ერთეული „ერამის“ ტიპის რაკეტების რეალიზაციის ნებართვა გასცა
ევროკავშირმა უკრაინას €4,05 მილიარდის ფინანსური დახმარება გამოუყო
მივიღეთ სომხეთის დამოუკიდებლობის სტრატეგია, რომლის პირობებშიც შესაძლებელი იქნება მშვიდობა აზერბაიჯანთან, ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთან და ირანთან -ნიკოლ ფაშინიანი
ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში სამშვიდობო მისიაში -გერმანული მედია
ჩვენს მიწას ოკუპანტს არ ვაჩუქებთ -ვოლოდიმირ ზელენსკი
ჩვენ ნებისმიერ მომენტში მზად უნდა ვიყოთ ომისთვის, რადგან მსოფლიოში პროცესების მსვლელობა ისეთია, შეუძლებელია პროგნოზირება, რა მოხდება ხვალ -ილჰამ ალიევი
თაღლითი და უაღრესად არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას პასუხის გაცემის ნებას არ აძლევდა - მხოლოდ თავდაცვის საშუალებას აძლევდა-ტრამპი
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტი დაიღუპა
მოვუწოდებთ რუსეთს, უკრაინის დეპორტირებული მოქალაქეები პირდაპირ გაგზავნონ უკრაინის საზღვარზე რუსეთთან ან ბელარუსთან, მზად ვართ მათ დასახვედრად - უკრაინის საგარეო უწყება
ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი
რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა გაიყინოს - დონალდ ტუსკი
ისრაელი ღაზის სექტორის ანექსიას არ მოახდენს -ბენიამინ ნეთანიაჰუ
მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები- საფრანგეთის საგარეო უწყება
ტრამპი ზელენსკითა და პუტინით იმედგაცრუებულია – თეთრი სახლი