გეოპოლიტიკური თრილერი-ნესტან კირთაძე

3 კვირაზე მეტი ალასკა- 2025 და ვაშინგტონის აგვისტოს ცხელი საერთაშორისო შეხვედრებიდან, რომელსაც მთელი პლანეტა ადევნებდა თვალ-ყურს , წინ უძღოდა სრულიად კონკრეტული დრამატული კონტექსტი და დაჩქარებული, ფარული შეხვედრების მთელი პროცესი, სადაც ზუსტდებოდა, თანხმდებოდა, კორექტირდებოდა და ყველაფერი შეიწონებოდა ყველაზე მთავარ "მოთამაშეებთან"- ისტორიასთან, ეგზისტენციალურ საფრთხეებთან, რეალობასთან და დროსთან.

მთავარი სათქმელისათვის  აქ ცოტას გადავუხვევ და ამ ეპიზოდში  შემოვიყვან თანამედროვე მსოფლიო დიპლომატიის ვარსკვლავს და ბისმარკისეული   რეალპოლიტიკის ხაზის  ახლებურად  გამგრძელებელს,  ჰენრი კისინჯერს. 

 

პრეზიდენტ ტრამპის ოპონენტებისაგან და მრავალრიცხოვანი კრიტიკოსებისაგან, ალბათ, ხშირად გაიგონებთ, რომ მასში  მეტწილად ბიზნესმენი სტიმულირებს და ელვარე საერთაშორისო გარიგების შემთხვევაშიც, კი დაჟინებით მეორდება გავრცელებული ირონიული ფრაზა : "... ეს ხომ ნიუ იორკის უძრავი ქონების ფოეერვერკებია"!

თუმცა ,სავარაუდოდ,  ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ტრამპი მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში, არჩევნებამდე და პრეზიდენტის რანგში ინტენსიურ რეჟიმში იღებდა კოსულტაციებს კისინჯერისაგან. მეტიც, აშშ ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის 2017 წლის დოქტრინა ჰენრი კისინჯერის სამეცნიერო მემკვიდრეობასთან თანამშრომლობით შედგა...

 

სავარაუდოდ, კისინჯერის "გაკვეთილები" იკითხება ამჟამადაც, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპა, ინაუგურაციიდან სულ ცოტა ხანში ჯერ, სრულიად მოულოდნელი სატელეფონო საუბრები წამოიწყო დასავლეთისაგან მოკვეთილ რფ ლიდერთან და შემდეგ, მოულოდნელობის შოკისებური ეფექტით ალასკა-2025 სამიტი განახორციელა.

 

რა გადაწყვიტა და რა მონიშნა სინამდვილეში, საუკუნის ორმა ყველაზე მოულოდნელმა "მოკავშირემ"ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ბაზაზე ?! რომელიც შედგა ამ დრომდე სრულიად განსხვავებული პატივით, პროტოკოლით, სიმბოლიზმით გაჯერებული დეტალებით, ალეგორიების დიდი დიაპაზონით და განსხვავებული ანტურაჟით.

აშკარა იყო, რომ უკვე გახმაურებული  დეტალების გარდა, აქ განახლდა აშშ-რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობების ახალი ეტაპი და მოინიშნა პლანეტარული მნიშვნელობის დეტერმინირებული პროცესი, ა ხ ა ლ ი    

მსოფლიოს ახალი წესრიგის კონტურები...

 

................................

 

ბლინკენი აქ საერთოდ რა მოსატანია, მაგრამ გასულ წელს მან თქვა საკმაოდ მოხდენილად და ვერ დავუკარგავ:

- საერთაშირისო სისტემაში თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ ზიხარ,  მენიუში ხარ მოხვედრილიო და ახლა, პოლიტიკურ დრამატურგიას ალასკიდან ვაშინგტონის 18 აგვისტო -2025  თეთრი სახლის  გახმაურებულ შეხვედრაზე მივყავარ "მენიუში მოხვედრილებთან",რაც სრულიად ცხადად,  ჯერ კიდევ მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოიკვეთა [ თებერვალი 2025], აშშ ვიცე პრეზიდენტის, ვენსის ცნობილი პოლიტიკური  პ ა მ ფ ლ ე ტ ი თ და ირიბი  გზავნილებით, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში ევროპა უკვე  აღარ განიხილებოდა, როგორც სუბიექტი, რამაც უკიდურესად დააბნია,წონასწორობა დააკარგვინა და პირდაპირი მნიშვნელობით აატირა , უკვე მერამდენედ, პოლიტიკურად "შერცხვენილი მიუნჰენი".

 

თუმცა თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში შეკრებილი,მოლაპარაკებების მაგიდიდან ამოვარდნილი,  ხარკდადებული, მინი ალიანსებად დაყოფილი ევროპის ლიდერებიდან ზოგიერთი, "ტექნიკურად" შეეცადა და ალასკის სამიტის გადაწყვეტილებების დეზავუირება სცადა ... მაგრამ ამ დღეს, მათი ვიზიტის ყველაზე "საქმიანი" ნაწილი პრეზიდენტ ტრამპის კეპების გარდერობის დათვალიერება აღმოჩნდა, მხოლოდ.

ყველა დეტალი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

უყურებდით თქვენც.

 

ოვალურ ოფისში ზელენსკის თებერვლის "ოდისეას" შემდეგ , ლიბერალური მედიის მთელი ყურადღება ტრამპ-ზელენსკის დახურულ შეხვედრაზე გადავიდა  ახლა ...

ჩვეულ ჟანრში ახმაურდნენ ტაბლოიდები, მაგრამ ნანახს და მოსმენილს ბევრი ვერაფერი დაამატეს...

ჩვენ, რაც ამოვიკითხეთ იყო, რომ: - გენერალ კელოგის უკრაინული  გეგმა სამუდამოდ  გაუქმდა.

- ომი  უკრაინაში  ბრძოლის  ველზე დასრულდება.

- მიიღო თუ არა ზელენსკიმ "ოქროს პარაშუტი" -  დრო გამოაჩენს.

 

..............................

აშშ-ის საერთაშორისო შეხვედრებს, აგვისტოს მიწურულსვე წამოეწია შანხაის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის სამიტი, SCO - 2025 და II მსოფლიო ომის დასრულების და ფაშიზმზე გამარჯვების  საიუბილეო  პეკინის შთამბეჭდავი სამხედრო აღლუმი, აღმოსავლური მონუმენტალიზმით, სრულიად უნიკალური მარშირებით, ახალი თაობის ტექნოლოგიებით, ბოლო მოდელის სამხედრო ტექნიკით  და არ ნახულად განათებული მეგაპოლისით.

და, ეს არ იყო, მხოლოდ ხსოვნისადმი პატივის მიგება, ეს იყო ფაშიზმზე ძლევის თანამედროვე ინტერპრეტირება... 

 

ყველაფერი ერთად,  კი უფრო პოლიტიკური მანიფესტი იყო, აქაც სიმბოლიზმში უხვად გახვეული გეოპოლიტიკური მინიშნებებით, წარმოდგენილი,  გლობალური სამხრეთის 20 სუვერენული სახელმწიფოს მეთაურით და ე ვ რ ა ზ ი ი ს  3  გ ი გ ა ნ ტ ი თ, რომელმაც შეარიგა შეურიგებელი, შეაერთა შეუერთებელი და ა ქ ა ც  მსოფლი  ა ხ ა ლ ი    წ ე ს რ ი გ ი ს კონტურები მონიშნა.

 

..............................

 

მსოფლიოს ორივე გეოპოლიტიკურ გრავიტაციულ ცენტრში მკაფიოდ იკითხებოდა ახალი რეალობა,ახალი სტრატეგიული პრიორიტეტები, გავლენის ახალი სფეროები და ინტერესები, ახალი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები და შეცვლილი ენერგეტიკული გზები და მარშრუტები; გააქტიურებული კულისები, ახალი გეოპოლიტიკური გადაჯგუფებები და გამოკვეთილი პოლიტიკური "პატივი" დასავლეთისაგან შერისხულებისა და მოკვეთილებისათვის; მსოფლიოსთვის შეთავაზებული დიპლომატიის ახალი არქიტექტურა და მიმოქცევაში აქტიურად შემოსული ახალი საერთაშორისო ტერმინოლოგია; მშვიდობის ახლებურად გაგებული მოდელები და ძველი პარადიგმები; ახალი ეკონომიკური და ფინანსური სისტემები, პლანეტა-დედამიწის მომავალზე პასუხისმგებელი მეგა გავლენების ლიდერების პოდიუმ-დისკუსიები და ახალი გეგმები ... და  ყველაფერი 

ე რ თ ა დ, რომელიც ყოველდღე ცვლის მსოფლიოს და ემზადება "ახალი მსოფლიო წესრიგისათვის". 

.........................................

მართალია კი, "ახალი მსოფლიო წესრიგი"  უკანასკნელი ხანის ყველა საერთაშორისო თავყრილობაზე და ყველაზე ხშირად გაისმის ახლა, მაგრამ ეს პოლიტიკური ტერმინი I მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იწყებს გააქტიურებას და ი ს, აშშ პრეზიდენტის, ვუდრო უილსონს სახელს უკავშირდება,

მ ა გ რ ა მ იმის გათვალისწინებით, რომ "ახალი მსოფლიო წესრიგი"  მსოფლიო პოლიტიკურ აზროვნებაში, საერთაშორისო ურთიერთობებში და ძალთა ბალანსში დრამატულ ცვლილებებს გამოკვეთილად ადასტურებს, მ ა ს ზ ე დ საუბარს, პირადად მე, ყოველთვის ვ ე ნ ი ს   კ ო ნ გ რ ე ს ი თ ვიწყებ.

 

დიახ,  1814 -1815 წწ, როდესაც ნაპოლეონის ა უ ს ტ ე რ ლ ი ც ი ს შემდეგ კონტინენტური ევროპის დომინანტი საფრანგეთი მაინც ვერ ასცდა თავის ვ ა ტ ე რ ლ ო ო ს [ნაპოლეონის ბოლო ბრძოლა, ტარლემ, რომ ეგზისტენციალრი მარცხის ალეგორიად დაუტოვა თაობებს, სამარადჟამოდ] და გამარჯვებულებმა,

 ვ ე ნ ი ს   კ ო ნ გ რ ე ს ზ ე, სწორედ ა ხ ა ლ ი    წ ე ს რ ი გ ი ს ფარგლებში და ახლებურად 

გ ა დ ა ი ნ ა წ ი ლ ე ს ევროპა; ამავე კონგრესმა ცხადჰყო, თუ რა ძალა აქვს დიპლომატიას, როგორც ომისშემდგომ პოლიტიკას და გავლენის ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტს, რომელსაც დამარცხების შემდგომი მკაცრი რეალობის კორექტირებასაც კი შეუძლია გაუსწოროს თვალი [ცხადია, თუკი პირველი დიპლომატი ტალეირანია];

ამავე კონგრესმა შვეიცარიას ნეიტრალიტეტი მიანიჭა ...

 

ასე მოხდა 1919 წელს, პარიზის, ვ ე რ ს ა ლ ი ს სამშვიდობო სამიტზე და აქ მიღებულ შეთანხმებაზე, როდესაც I მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ანტანტის ქვეყნებმა  ა ხ ა ლ ი  წ ე ს რ გ ი წარადგინეს  და პირველი დიდი ომის შემდგომი მსოფლიო, დამარცხებულების ხარჯზე, თავიანთი გემოვნებით მოაწყვეს.

 

ასე მოხდა II მსოფლიო ომის შემდეგაც, როდესაც ანტიფაშისტურმა მოკავშირეებმა თ ე ი რ ა ნ ი ს, ი ა ლ ტ ი ს და  პ ო ტ ს დ ა მ ი ს კონფერენციებზე [1943წ. ნოემბერ-დეკემბერი; 1945წ. თებერვალი; 1945წ. ივლისი-აგვისტო ]  ა ხ ა ლ ი     მ ს ო ფ ლ ი ო ს ურთიერთშეთანხმებული მოდელი და წ ე ს რ ი გ ი  წარადგინეს  .

 

მსოფლიო ა ხ ა ლ ი    წ ე ს რ ი გ ი ს , პოლიტიკურ რეტროსპექტივა უცილობლივ უნდა გავაგრძელოთ 1989 წლის 2-3 დეკემბრის მალტის სამიტით და ორი ზესახელმწიფოს მეთაურის, აშშ პრეზიდენტისა და საბჭოების პოლიტიკური ლიდერის შეხვედრით, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირაში გაიმართა და ერთგვარი გაგრძელება იყო ნიუ იორკის 1988 წლის დეკემბრის ცნობილი თავყრილობისა, სადაც პრეზიდენტი რონალდ რეიგანი მონაწილეობდა.

 

მალტის სამიტის და ა ხ ა ლ ი წ ე ს რ ი გ ი ს ერთადერთი საკითხი ევროპაში რ კ ი ნ ი ს ფ ა რ დ ი ს აწევასთან დაკავშირებული სწრაფი ცვლილებები იყო...

 

მხარეებმა, თუმცა, ცივი ომი დასრულებულად გამოაცხადეს, მაგრამ ამჯერადა [ც] ხელი არაფერზე მოუწერიათ და, ამას შემთხვევით არ ვაქცენტირებ, ახლა.

 

მალტის სამიტმა, პრაქტიკულად გააოფიციალურა მსოფლიო ა ხ ა ლ ი  წ ე ს რ ი გ ი, როგორც ბიპოლარული სამყაროს დასასრული და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი, უნიპოლარული სტატუსი.

 

- აწი , ამერიკის ლიდერობას ვერაფერი შეცვლის!

 

თქვა პრეზიდენტმა ბუშმა [უფროსი] მალტის სამიტზე, როგორც აშშ სრული ჰეგემონიის დასაწყისზე მსოფლიოში.

ცოტა მოგვიანებით, კი ამ  განსაკუთრებულ რეალობაზე, რომელმაც სრულიად შეცვალა მსოფლიო, აშშ სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი იტყვის:

- ჩვენ [ შტატები] , რ ო მ ზ ე უფრო ძლიერები ვართ!!! ო და მართალსაც იტყვის.

მალტის ა ხ ა ლ ი წ ე ს რ ი გ ი ს ნაწილია დაშლილი საბჭოთა მეტროპოლია და რუსეთის წარუმატებელი "ვესტრნიზაცია" [ საერთო ევროპული სახლი; დიდი ევროპა] რაც სწრაფადვე დასრულდა, ი ს ე, როგორც დასრულდა...

 

შ ე ნ ი შ ვ ნ ა:

მსოფლიოს ყველა ახალი წესრიგის სათავეებთან [გარდა ვენის კონგრესისა], იდგა და დგას აშშ;

მსოფლიოს ყველა ახალი წესრიგის სათავეებთან [გარდა ვერსალის პროცესისა ] , იდგა და  დგას  რუსეთი...

...............................

აშშ-ისა და ჩინეთის ისტორიული სამიტების შემდეგ, სკეპტიკოსებმაც კი აღიარეს, რომ: ახლა, ჩვენს თვალწინ უნიპოლარული სამყაროს დიდების ხანაც და არსებობაც რეალურ დასასრულს უახლოვდება.

ლიბერალური  ჰ ე გ ე მ ო ნ ი უ რ ი    წ ე ს რ ი გ ი,   პოსტ წესრიგით იცვლება და კაცობრიობა მრავაპოლარული და უფრო სამართლიანი მსოფლიოსათვის ემზადება.

 

..........................

მართალია კი, რომ ყველა დათვლით და გათვლით ა ხ ა ლ    წ ე ს რ ი გ ზ ე - ახალი საერთაშორისო სისტემის საბოლოო ტიპზე მ ს ო ფ ლ ი ო    შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა მ დ ე ჯერ კიდევ შორია[ ერთი ათეული წელი მაინც], რ ო მ ე ლ ი ც კაცობრიობის ამ საბედისწერო აღმართ-დაღმართებში სწრაფადვე გაილევა, მ ა გ რ ა მ თუნდაც რიტორიკის ჟანრში არის კითხვები:

 

საბოლოოდ,  მაინც ვინ წარადგენს მსოფლიოს წინაშე და ვინ მოაწერს ხელს  ა ხ ა ლ ი წესრიგის  ურთიერთშეთანხმებული მოდელის პოლიტიკურ შეთანხმებას ?! ანუ, ა მ ჯ ე რ ა დ ვინ გახდება პასუხისმგებელი მრავალპოლარული, ან კიდევ, როგორც უკანასკნელ ხანს უწოდებენ , მრავალბირთვული პლანეტა დედამიწის მომავალზე?! რომელმაც, ერთი ახალგაზრდა მკვლევარისა არ იყოს , უცილობლივ დროსთან უნისონში, მაგრამ შესაძლოა, ალეგორიულად გაიმეოროს ი ა ლ ტ ა...

.....

დასასრულის მაგიერ

 

ისტორიის მამამ - ჰ ე რ ო დ ო ტ ე მ ყველა დროის მოწაფეს და მოწაფეთა მოწაფეს "გვიანდერძა" , რომ აზრობრივად გადავლახოთ დრო, მაგრამ სათქმელი აქ და ახლა ვთქვათ, რაც მომავალს გადაჰყვება და, რ ა ც , იგივე დ რ ო მ  უ ნ დ ა   გ ა მ ო ს ც ა დ ო ს  შემდეგ. ამიტომაც არის, რომ მეცნიერი ისტორიკოსის კალამი მუდამ წინ გარბის.

 

ზუსტად იცის, რომ ისტორია არ ნიშნავს წარსულს და, რომ ის, დროის მოწმე და მეხსიერების სიცოცხლეა, თუმცა ისიც ზუსტად იცის, რომ რაც დღეს კონსტანტაა, შესაძლოა დაწყებულმა პროცესმა ხვალ დასასრულის დასაწყისად აქციოს !!

 

მშვიდობა მსოფლიოს!!!

 

მშვიდობა და გამარჯვება საქართველოს!!!

 

7 სექტემბერი 2025 ვაშინგტონი [DC]


ნესტან ელისაბედ კირთაძე -დოქტორი, პროფესორი

 

 





მსგავსი სიახლეები
გულწრფელად ვამბობ, მესმის მათი, სურვილი არ აქვთ, ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ -კახა კალაძე ეუთო/ოდირზე
კორუფციასთან ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია -კახა კალაძე
ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის - ასეთია აგენტის ხვედრი -ირაკლი კობახიძე
თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სენატორ სტივ დეინს შეხვდა
ლიბერალურმა ფაშიზმმა ზიზღის გარემოს მკვებავი დაჯგუფებები საქართველოშიც გააჩინა, ბოლშევიზმის იდეური მემკვიდრე ლიბერალური ფაშიზმიც ჩვენში გარედან ჩანერგილი პრაქტიკაა -შალვა პაპუაშვილი
გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა გარდაუვალია -ირაკლი კობახიძე
ჩვენი გუნდის ყოფილი წევრებისგან იღებდა თანხას ხაბეიშვილი, ზოგადად, მას ახასიათებს კორუმპირებულებისგან ფულის აღება და აქაც ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე-ირაკლი კობახიძე
სიურპრიზების მთავარი ადრესატი ჩვენთვის არის ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მათ ვერ გავახარებთ, ცხრა არჩევნები მოვუგეთ, ყველა პროცესში მოვუგეთ, ყველანაირი რადიკალიზაციის სცენარი ჩავუგდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ ქვეყნის გარეთ -ირაკლი კობახიძე
მოვუწოდებთ საზოგადოებას, მიუხედავად სასოწარკვეთილი რეჟიმის რეპრესიებისა, გავაგრძელოთ მშვიდობიანი ბრძოლა საერთო ეროვნული მიზნების მისაღწევად -"ნაციონალური მოძრაობა"
იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ომში ჩათრევის უდიდესი რისკის წინაშე იდგა, თავდაცვის მინისტრი ბრალდებულია ჯარის თანხების მითვისებაში, შემაშფოთებელი ფაქტია -ირაკლი კირცხალია
"მეგობარი აქტი" რეალურად იყო მტრული და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა-კახა კალაძე
გეოპოლიტიკური თრილერი-ნესტან კირთაძე
მივესალმებით, რომ ეუთო/ოდირ-ის დამკვირვებლები, როგორც ჩანს, საქართველოში იქნებიან, სრულ კოორდინაციაში ვიქნებით ყველა იმ მისიასთან, რომელიც აქ იქნება -გრიგოლ გეგელია
ცესკო - 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი, ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი
„რა მაინტერესებს, 3 000 ადგილას რომ უნდა დანთებულიყო ცეცხლი, ანთია სადმე? ყველგან ერთად ინთება ერთ კონკრეტულ დღეს თუ ნაბიჯ-ნაბიჯ ვნახავთ? -ზურაბ ჯაფარიძე
საქართველოს ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ს მოწვევის წერილით მიმართა
თეონა აქუბარდია პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ ტოვებს და აცხადებს, რომ კვლავ „დამოუკიდებლად გააგრძელებს ბრძოლას“
ვიდრე ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, „ოცნება“ ეროვნულ ინტერესებს ღალატობს, მთავარია, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ჩვენს შვილებს მომავალს ართმევენ -გიორგი გახარია
სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არც მშვიდობიანი, არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას არავის მისცემს, ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ -ირაკლი კობახიძე
თავის დროზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან - ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის -ირაკლი კობახიძე