ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორჯერ უფრო მაღალია -ვახტანგ ცინცაძე

„2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება - 7 თვის მონაცემებით, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ევროპის, აზიის და რეგიონის  ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. აქვე გამოვყოფდი იმ გარემოებას, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორჯერ უფრო მაღალია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკაში არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ გაძლიერდება. მისი თქმით, 2025 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტიდან 7,2 პროცენტამდე გაზარდა, ხოლო 2025 - 2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით.

 

„აღნიშნულს განაპირობებს ის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს - აქტიურად მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა და გრძელდება მცირე და საშუალო მეწარმეობის მიზანმიმართული მხარდაჭერა. ასევე ხორციელდება სტრუქტურული რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის ზრდას და ეკონომიკის გაჯანსაღებას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.





მსგავსი სიახლეები
რა ეღირება დოლარი და ევრო 16 სექტემბერს
რა ეღირება დოლარი და ევრო 13 სექტემბერს
რა ეღირება დოლარი და ევრო 12 სექტემბერს
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 სექტემბერს
საქართველოს თასი ხალხურ ცხენოსნობაში 2025 - თიბისი აბაშის დოღის მხარდამჭერი გახდა
რა შესაძლებლობებს ქმნის თიბისი განათლების მიმართულებით?
9 სექტემბერს გალერია თბილისში დაიბრუნეთ 40% - შეთავაზება თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორჯერ უფრო მაღალია -ვახტანგ ცინცაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 6 სექტემბერს
"ჯორჯია მეტალის" ქარხანაში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 90 %-ზე მეტი ადგილობრივია, გაფართოების შემდეგ კი ეს რიცხვი 1000-მდე გაიზრდება-ირაკლი კობახიძე
მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია, ის არის მზად, იყოს კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც -ირაკლი კობახიძე
"ჩვენი პოლიტიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ ენერგეტიკის სექტორი სწრაფად და მდგრადად განვითარდეს"-მარიამ ქვრივიშვილი
თიბისის  სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკის “ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე” სამი ჯილდო მოიპოვა
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკის “ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე” სამი ჯილდო მოიპოვა
თიბისი კონცეპტის ტრადიციულად მრავალფეროვანი- Back To School შეთავაზებები
მეორე კვარტალში საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 12.5 პროცენტით გაიზარდა
Tasteit- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული
ივლისში სებ-მა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 416. 9 მლნ აშშ დოლარით შეავსო, ხოლო წლის დასაწყისიდან სავალუტო რეზერვები სარეკორდოდ არის გაზრდილი - ოქტომბრისათვის სავალუტო რეზერვები თავისუფლად გადააჭარბებს 5.3 მლრდ აშშ დოლარს - ცუცქირიძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 26 აგვისტოს