"არასდროს ვიფიქრებდი, რომ საკუთარი ქვეყნიდან ღამე ქურდივით გაპარვა მომიწევდა"- დმიტრო კულება

 

უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დმიტრო კულებამ იტალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მას სამშობლოს დატოვება „ღამე ქურდივით“ მოუწია.

 

„არასდროს ვიფიქრებდი, რომ საკუთარი ქვეყნიდან ღამე ქურდივით გაპარვა მომიწევდა“, - განაცხადა კულებამ.

 

იტალიური მედიის ინფორმაციით, კულება ახლა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში იმყოფება, ხოლო შემდეგ სამხრეთ კორეაში კონფერენცია World Knowledge Forum-ში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

 

როგორც მედია წერს, კულებას კონფერენციაში მონაწილეობა არის ქვეყნიდან წასვლის ფორმალური მიზეზი. კულებას გამგზავრება უკრაინის მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებას დაემთხვა, რომლის თანახმადაც ყოფილ დიპლომატებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

 

„ეს დადგენილება არ უკავშირდება იმას, რომ საომარი მდგომარეობა ჯარში გაწვევის ასაკის მქონე 60 წლამდე მამაკაცებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს. უკრაინაში ყოფილი დიპლომატები ვალდებულნი არ არიან ჯარში იმსახურონ. საქმე ისაა, რომ ზელენსკის და მის გარემოცვას არ სურს, რომ ჩვენ საზღვარგარეთ დავდიოდეთ და ვსაუბრობდეთ იმაზე, რაც მათი აზრით მთავრობის ხაზს, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს. მე დავთვალე და ჩვენ, ვისზეც ეს ზომა ვრცელდება, დაახლოებით 20 ადამიანი ვართ. არ მგონია, რომ დევნის მანიით ვარ შეპყრობილი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ დადგენილება იმაზეა გათვლილი, რომ მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი შეგვზღუდონ“, - აღნიშნა კულებამ.

 

უკრაინის ყოფილი პირველი დიპლომატის თქმით, უკრაინის მთავრობის „გარკვეულ წრეებში“ ითვლება, რომ საზღვარგარეთ წასვლით ადამიანი ავტომატურად ხდება სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების აგენტი. კულება აცხადებს, რომ მასზე ჯავრი იყარეს, რადგან ის ზელენსკის ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობის შეზღუდვის გამო აკრიტიკებდა.





მსგავსი სიახლეები
ევროკავშირის წევრობა არ არის უსაფრთხოების გარანტია, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება ომის საფრთხეს შემოიტანს -ორბანი
"არასდროს ვიფიქრებდი, რომ საკუთარი ქვეყნიდან ღამე ქურდივით გაპარვა მომიწევდა"- დმიტრო კულება
 რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრისთვის საუკეთესო ადგილი მოსკოვია -პუტინი
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ტერეზა რიბერა აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის ომი გენოციდია
ფაქტები ჯიუტია, მხოლოდ რუსეთმა აირჩია ომი 2022 წელს, როგორც ეს საქართველოში 2008 წელს გააკეთა - ემანუელ მაკრონი
26 ქვეყანა მზად არის, გაგზავნოს უკრაინაში ძალები ან უზრუნველყოს დახმარება ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში
ლვოვში, უკრაინის პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ანდრეი პარუბი მოკლეს
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების უმეტესობა უკანონოდ ცნო
აშშ-მა უკრაინისთვის 3 350 ერთეული „ერამის“ ტიპის რაკეტების რეალიზაციის ნებართვა გასცა
ევროკავშირმა უკრაინას €4,05 მილიარდის ფინანსური დახმარება გამოუყო
მივიღეთ სომხეთის დამოუკიდებლობის სტრატეგია, რომლის პირობებშიც შესაძლებელი იქნება მშვიდობა აზერბაიჯანთან, ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთან და ირანთან -ნიკოლ ფაშინიანი
ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში სამშვიდობო მისიაში -გერმანული მედია
ჩვენს მიწას ოკუპანტს არ ვაჩუქებთ -ვოლოდიმირ ზელენსკი
ჩვენ ნებისმიერ მომენტში მზად უნდა ვიყოთ ომისთვის, რადგან მსოფლიოში პროცესების მსვლელობა ისეთია, შეუძლებელია პროგნოზირება, რა მოხდება ხვალ -ილჰამ ალიევი
თაღლითი და უაღრესად არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას პასუხის გაცემის ნებას არ აძლევდა - მხოლოდ თავდაცვის საშუალებას აძლევდა-ტრამპი
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტი დაიღუპა
მოვუწოდებთ რუსეთს, უკრაინის დეპორტირებული მოქალაქეები პირდაპირ გაგზავნონ უკრაინის საზღვარზე რუსეთთან ან ბელარუსთან, მზად ვართ მათ დასახვედრად - უკრაინის საგარეო უწყება
ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი
რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა გაიყინოს - დონალდ ტუსკი
ისრაელი ღაზის სექტორის ანექსიას არ მოახდენს -ბენიამინ ნეთანიაჰუ