კანონს ვინც დაარღვევს, ყველა აგებს პასუხს, ეს ვრცელდება ყველაზე, ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებზე, პოლიტიკაში მყოფ პირებზე, არ აქვს მნიშვნელობა - ირაკლი კირცხალია

კანონს ვინც დაარღვევს, ყველა აგებს პასუხს, ეს ვრცელდება ყველაზე, ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებზე, მოქმედ, თუ არამოქმედ თანამდებობის პირებზე, პოლიტიკაში მყოფ პირებზე, არ აქვს მნიშვნელობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, ყველამ მოისმინა თანამდებობის პირებისთვის ქრთამის შეთავაზებაზე ლევან ხაბეიშვილის მოწოდებები და აღნიშნა, რომ ე.წ. პოლიტიკოსი კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ მის თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს.

„ლევან ხაბეიშვილის დაკავებას რაც შეეხება, ერთია პოლიტიკური და მეორეა – სამართლებრივი შეფასება. ყველამ კარგად ვნახეთ მისი პირდაპირი მოწოდებები, ქრთამის შეთავაზება თანამდებობის პირებისთვის. ე.წ. პოლიტიკოსი კარგად უნდა ხვდებოდე, რომ თითოეულ შენს სიტყვას, მოწოდებას უნდა უფრთხილდებოდე. არ აქვს მნიშვნელობა, რა ზომის აუდიტორიაზეა საუბარი. სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია, შენობების მშვიდობიანი დაწვა, პოლიციელების მშვიდობიანი დასახიჩრება – კარგად ვნახეთ მათი სახე. პირდაპირ ეთერში ვისმენდით დანაშაულის შემცველ მოწოდებებს, რომელიც ეხებოდა ქრთამის მიცემას და შეთავაზებას მოქმედი თანამდებობის პირებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისთვის. აქაც მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებები გააცნობენ საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობას“, – აღნიშნა კირცხალიამ.

ამასთან, ირაკლი კირცხალიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მურთაზ ზოდელავას დაკავებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„თუ არ ვცდები, გადამალვის ფაქტზე დააკავეს. ინდულგენცია ვერავისთვის იქნება პოლიტიკოსობა. არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს. საუბარი როდესაც გვაქვს კანონის დარღვევაზე, კანონის უპატივცემულობაზე, სამართალდარღვევაზე, ინდულგენცია არ ვრცელდება არავისზე. ასე რომ, ვინც დაარღვევს კანონს, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე. ეს ვრცელდება ყველაზე, ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებზე, მოქმედ, თუ არამოქმედ თანამდებობის პირებზე, პოლიტიკაში მყოფ პირებზე, არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც არღვევ კანონს, გიწევს კანონის წინაშე პასუხისგება. ეს უნდა გაიაზროს აბსოლუტურად ყველამ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.





მსგავსი სიახლეები
"სამხრეთ კავკასია, საქართველო, ნეოლითის პერიოდში პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი ცენტრი"
მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი - საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს უდიდესი პატივით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას
„რა შეძლო მამუკა მდინარაძემ რვა თვეში -ალექსანდრე ტაბატაძე
გერმანიაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი აღმოაჩინეს,
ვიქტორ ორბანის, ანუ „განტევების ვაცის“ წასვლის შემდეგ, ევროპის ლიდერებს აღარავინ ეყოლებათ, ვისაც რაიმეს დააბრალებენ, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე მოუწევთ -Politico
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილს ვგულშემატკივრობ, კარგია, ამდენი ხნის მერე თუ მაინც მოდის აზრზე, ცოტა ხანში "ოპოზიციის ალიანსს" აჩვენებს, ვინ არის უფროსი "ნაცებში"
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, მათგან 1 393 რუსეთის მოქალაქეა
რა ეღირება დოლარი და ევრო 24 აპრილს
ირაკლი კირცხალია პაველ ჰერჩინსკის მიმართავს - როგორც ჩანს, საქართველოში მუშაობის პერიოდში ვერ გაიცანით ჩვენი ქვეყანა, ხალხი და მიზანმიმართულად, მხოლოდ თქვენთვის მოცემულ დავალებას ასრულებთ
პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
"ოპოზიციის ალიანსი"- დღევანდელი საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა
"ევრონიუსი" - ნატო-მ ბალტიის ზღვაზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს გზა გადაუჭრა
გულმა რომ საათივით იმუშაოს - რა უნდა ვიცოდეთ ტრიმეკორი MR-ზე
,,ირანი აშშ-თან პირისპირ მოლაპარაკების ახალი რაუნიდისთვის არ არის მზად''- ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო
გეკა გელაძე ტაშკენტში უზბეკეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ლევან ჟორჟოლიანი - პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად