ვიზალიბერალიზაციის გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი დღეს არ არსებობს -მაკა ბოჭორიშვილი

დღეს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის ეთერში. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის კეთილსინდისიერად აკეთებდა და აკეთებს ყველაფერს, რომ ეს სიკეთე საქართველოს მოქალაქეებს ჰქონოდათ. მან ასევე აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა.

„ვიზალიბერალიზაციის გაუქმებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ფანტაზიებს არ აქვს საზღვარი. ძალიან ბევრი საკითხის მიბმა და დაკავშირება ხდება ამ საკითხთან. ჩვენ ვნახეთ ერთგვარი მცდელობები, რომ თავად ევროკავშირის პროცედურებში შესულიყო გარკვეული გამარტივებული წესები იმისთვის, რომ უფრო მარტივად მომხდარიყო უვიზო რეჟიმის შეჩერება. ერთგვარად, სხვა აქტუალური თემა არ დგას დღეს ევროკავშირში და შეგვიძლია, დავუკავშიროთ საქართველოს საკითხს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება გარკვეული პროცედურები, მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა უნდა არსებობდეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის; უნდა არსებობდეს, რა თქმა უნდა, საფუძვლები იმისთვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს ევროკავშირმა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებამ იცის, რომ საქართველოს მოეთხოვა გარკვეული ანგარიშზე დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებების საფუძველზე, მიაწოდა ევროკავშირის მხარეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაზე ხშირად გვესმის ფრაზა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებ, რომ დაიცვას უვიზო მიმოსვლა და ამას ვინც ამბობს, ალბათ იქვე უნდა ვკითხოთ, თუ რა არის ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ მივალთ ორ კანონამდე, რომელსაც იყენებენ დღეს იმისთვის, რომ დააზიანონ საქართველოს ინტერესები, რომელიც არაფერ შუაში არ არის უვიზო მიმოსვლასთან, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ჩვენი მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებასთან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მეც ვარ ის პოლიტიკოსი, რომელმაც სრულიად გაცნობიერებულად მხარი დავუჭირე კანონს გამჭვირვალობის შესახებ“ და მხარი დავუჭირე კანონს „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ მარტივი მიზეზით, ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ეს სჭირდება სტაბილურობას და ამას აქვს ძალიან სერიოზული საფუძვლები, თუ რატომაც მიიღო საქართველოს ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ, ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა ეს ორი კანონი. ეს არის სრულიად ლეგიტიმური გადაწყვეტილებები ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის, რომლის უკანაც დგას ამომრჩეველი და ჩვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩვენს ამომრჩეველს, იმ ადამიანებს, ვინც დგანან ჩვენ უკან, რა თქმა უნდა, ვერ ვუღალატებთ ვერანაირი შანტაჟის ფასად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

შეკითხვაზე, ამ პირობებში რატომ არის გაიგივებული ეს ორი კანონი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას ახსოვს, რა პროცესები წარიმართა ამ კანონებთან, განსაკუთრებით, „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით.

„ეს იყო სრულიად მიუღებელი, რადგან სწორედ გამჭვირვალობა შეუშლიდა ხელს იმ ორგანიზაციების მოქმედებას თუ საქმიანობას, იმ თვალსაზრისით, რომ გამჭვირვალე გახდებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ საიდან ფინანსდებიან პოლიტიკოსები, ჩვენ რომ ვეძახით, და საიდან ფინანსდება პოლიტიკაში ჩვენი ოპოზიცია, თუ როგორ ხდება ე.წ. არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ვერ მოვატყუებთ ჩვენს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა სცოდნოდა, უნდა იცოდეს და ეს გააკეთა სწორედ იმ კანონმა, რომელიც შეეხებოდა გამჭვირვალობას არასამთავრობო ორგანიზაციების. ეს სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო გააკეთებდა იმავეს, თუკი ეს დასჭირდებოდა მათი უსაფრთხოების და სტაბილურობის დაცვას.

„ნებისმიერი სახელმწიფო იქნება ღია, განიხილოს უცხო ქვეყნის დაფინანსება და ჩარევა საკუთარ საშინაო საქმეებზე, როგორც საფრთხე. ასე რომ, საქართველო არ უნდა იყოს ის გამონაკლისი, რომ ჩვენ ამაში ვხედავდეთ გარკვეულ საფრთხეებს, როდესაც ვსაუბრობთ უცხოურ ჩარევებზე და უცხოურ დაფინანსებებზე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.





მსგავსი სიახლეები
ვიზალიბერალიზაციის გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი დღეს არ არსებობს -მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირების ფაქტზე დაველოდოთ გამოძიებას, აღიარებითი ჩვენებები კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მტერი არ ისვენებს -კახა კალაძე
ნურავის ჰგონია, რომ ეს ქვეყანა გარედან უნდა იმართებოდეს, ამას ვერ ეღირსებით ვერასდროს -კახა კალაძე
უკვე საათებსაც ასახელებენ, როდის დაამხობენ "ოცნებას", პოლიტიკოსის მხრიდან ეს უპასუხისმგებლო და არასერიოზული განცხადებაა, ნეპალთან შედარება საერთოდ წარმოუდგენელია-გიორგი შარაშიძე
ბაჩიაშვილი ცდილობდა და ცდილობს, რომ როგორმე წინ აიფაროს პოლიტიკური სარჩული -კახა კალაძე
გადაჭრით უნდა ითქვას, რომ ბაჩიაშვილი არის კრიმინალი -თენგიზ შარმანაშვილი
გულწრფელად ვამბობ, მესმის მათი, სურვილი არ აქვთ, ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ -კახა კალაძე ეუთო/ოდირზე
კორუფციასთან ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია -კახა კალაძე
ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის - ასეთია აგენტის ხვედრი -ირაკლი კობახიძე
თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სენატორ სტივ დეინს შეხვდა
ლიბერალურმა ფაშიზმმა ზიზღის გარემოს მკვებავი დაჯგუფებები საქართველოშიც გააჩინა, ბოლშევიზმის იდეური მემკვიდრე ლიბერალური ფაშიზმიც ჩვენში გარედან ჩანერგილი პრაქტიკაა -შალვა პაპუაშვილი
გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა გარდაუვალია -ირაკლი კობახიძე
ჩვენი გუნდის ყოფილი წევრებისგან იღებდა თანხას ხაბეიშვილი, ზოგადად, მას ახასიათებს კორუმპირებულებისგან ფულის აღება და აქაც ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე-ირაკლი კობახიძე
სიურპრიზების მთავარი ადრესატი ჩვენთვის არის ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მათ ვერ გავახარებთ, ცხრა არჩევნები მოვუგეთ, ყველა პროცესში მოვუგეთ, ყველანაირი რადიკალიზაციის სცენარი ჩავუგდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ ქვეყნის გარეთ -ირაკლი კობახიძე
მოვუწოდებთ საზოგადოებას, მიუხედავად სასოწარკვეთილი რეჟიმის რეპრესიებისა, გავაგრძელოთ მშვიდობიანი ბრძოლა საერთო ეროვნული მიზნების მისაღწევად -"ნაციონალური მოძრაობა"
იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ომში ჩათრევის უდიდესი რისკის წინაშე იდგა, თავდაცვის მინისტრი ბრალდებულია ჯარის თანხების მითვისებაში, შემაშფოთებელი ფაქტია -ირაკლი კირცხალია
"მეგობარი აქტი" რეალურად იყო მტრული და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა-კახა კალაძე
გეოპოლიტიკური თრილერი-ნესტან კირთაძე
მივესალმებით, რომ ეუთო/ოდირ-ის დამკვირვებლები, როგორც ჩანს, საქართველოში იქნებიან, სრულ კოორდინაციაში ვიქნებით ყველა იმ მისიასთან, რომელიც აქ იქნება -გრიგოლ გეგელია
ცესკო - 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი, ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი