4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის ორგანოთა – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს.
ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენები თბილისის ოთხ სტამბაში იბეჭდება. პროცესს პერმანენტულად აკვირდებიან ცესკო-ს წევრები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სტამბა „ფავორიტი სტილში“ ბიულეტენის ბეჭდვის პროცესის მიმდინარეობას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაეცნო.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ იქმნება მთავარი საარჩევნო დოკუმენტი – ბიულეტენი. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია, როგორც ჩართულმა მხარეებმა, ისე საარჩევნო ადმინისტრაციამ ზედმიწევნით გაუწიოს კონტროლი და მონიტორინგი ბეჭდვის პროცესს, რაც, თავის მხრივ უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და საზოგადოების მიმართ მაღალ ანგარიშვალდებულებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ხარისხის კონტროლი, რომ უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტების დამზადება როგორც მოდერნიზებული, ისე ტრადიციული საარჩევნო უბნების შემთხვევაში. ჩვენ, დამკვირვებელ ორგანიზაციებთან ერთად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პროცესს მონიტორინგს გავუწევთ, რომ ვენდორ კომპანიასთან და პოლიგრაფიულ ცენტრებთან თანამშრომლობით უზრუნველვყოთ სათანადო ხარისხის დოკუმენტაციის შექმნა და ამასთანავე გამჭვირვალე და ღია საარჩევნო პროცესი“, -აღნიშნა ცესკო-ს თავმჯდომარემ.
ცესკო-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში იბეჭდება 3 897 500 ბიულეტენი, აქედან 2 813 150 ბიულეტენი ტექნოლოგიური უბნებისთვის, ხოლო ტრადიციული უბნებისთვის 1 084 350 (სამი სახის).
აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის ბიულეტენები იბეჭდება ქართულ-სომხურ (103 200) და ქართულ-აზერბაიჯანულ (295 100) ენებზე.
ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება. ბეჭდვის პროცესის დასრულების შემდეგ ბიულეტენები კანონით განსაზღვრულ ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიებს, მოგვიანებით კი საუბნო საარჩევნო კომისიებს გადაეცემათ.
მსგავსი სიახლეები
დღეს სულთმოფენობაა - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
31 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა შენდება
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა
30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
30 მაისს სულის შაბათია, მიცვალებულთა ხსენების დღე - ლოცვა, რომელიც უნდა წავიკითხოთ
30 მაისის ამინდის პროგნოზი
გარეთ უორდი - მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ შევხვდი მეუფე იაკობს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Fast Track სერვისი ამოქმედდა
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მაისიდან
ბექა მიქაუტაძე: "მერიის დაფინანსებით მოსახლეობას საშუალება ექნება ფილტვის კიბოს სკრინინგი უფასოდ ჩაიტაროს"
გივი მიქანაძემ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
მიხეილ სარჯველაძე - ბევრი ისეთი რამ კეთდება, რაც, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიხედვით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის, შეიძლება, სასარგებლო იყოს
მიხეილ სარჯველაძე - პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საგანგაშო დასკვნების გამოტანის მიზეზი არ არსებობს, თუ გამოიკვეთება მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული
"ვაიზერი" პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც MedVeritas Global-თან პარტნიორობა დაიწყო
ცესკომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა