მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქში არცერთი ავარიული ლიფტი არ იქნება -კახა კალაძე
ეს არის ჩვენი კიდევ ერთ ახალი დაპირება, რომ ლიფტების პრობლემა ქალაქში მოგვარებული იქნება - მომდევნო ოთხ წელიწადში არცერთი ავარიული ლიფტი ქალაქში აღარ იქნება", - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე, რომელსაც თბილისის მერთან ერთად ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძეც უძღვებოდა.
კახა კალაძის განცხადებით, უკვე არსებობს შესაბამისი მონახაზი და ხედვაც ამის განსახორციელებლად.
„წინა წლებში იყო ძალიან მძიმე და ფატალური შემთხვევები ლიფტების ჩავარდნასთან, გაუმართავობასთან დაკავშირებით. უკვე გვაქვს მონახაზი, ხედვა, თანხებიც ვიცით და მთელი ქალაქის მასშტაბით 4 წლის განმავლობაში, არ იქნება არცერთი ავარიული და პრობლემური ლიფტი. ყველაფერი იქნება განახლებული. ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ახალი დაპირება, რომ ლიფტების პრობლემა ქალაქში მოგვარებული იქნება.
შესაძლოა, ეს პირდაპირ ჩვენი ვალდებულება არ იყოს, იცით რომ არსებობს ამხანაგობები და მათ უნდა მოახდინონ, ზოგადად, სარემონტო სამუშაოების წარმოება, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლიფტების ჩანაცვლება განახორციელოს მუნიციპალიტეტმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებაზე საუბრისას აღნიშნა, ეს ის მიმართულებაა, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის, და არა მხოლოდ თბილისისთვის არის გამოწვევა და ძალიან დიდი რეფორმები ტარდება ამ მიმართულებით.
„ის პროექტები, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, რაღაც პერიოდის წინ შეიძლებოდა ყოფილიყო წარმოუდგენელი და ამ წლების განმავლობაში მართლაც ძალიან დიდი რეფორმა ჩატარდა და ბევრი სამუშაო შესრულდა", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მან ყურადღება გაამახვილა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე.
„ჩვენ ვახერხებთ, გაცილებით ნაკლები ფინანსური რესურსის დახარჯვით, კერძო მესაკუთრეებთან და ბიზნესთან ერთად, არა თუ გავამაგროთ და დროებით მოვხსნათ პრობლემა, არამედ ადამიანებს მივცეთ ახალ თანამედროვე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, აბსოლუტურად გარემონტებულ ფართებში ცხოვრების შესაძლებლობა.
დინამიკის მიხედვით, 2022 წელს განხორციელდა 3 პროექტი, 2023 წელს - 5, ხოლო 2024-2025 წლებში - 17 პროექტი.
სულ ჯამში 25 პროექტი, რომელიც 1500-მდე ოჯახს უკავშირდება და ეს, რა თქმა უნდა წარმატებაა, გამომდინარე იქიდან, რომ დოტაცია არის ბევრად ნაკლები, ვიდრე ეს შეიძლებოდა ყოფილიყო კორპუსის გამაგრებით, დროებითი პრობლემის მოგვარების შემთხვევაში", - აღნიშნა ვიცე-მერმა.
მისი თქმით, ბიზნესსაც ეძლევა შესაძლებლობა, ავარიულობის IV–V კატეგორიების შემთხვევაში, განახორციელონ ჩანაცვლების პროგრამა.
„ეს პროგრამა არის მზარდი და ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც ავარიული სახლების ჩანაცვლების კუთხით, ბიზნესთან ერთად არის განხორციელებული", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის ისტორიულ არეალში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ 2026 წლიდან ახალი და ინოვაციური პროგრამა ამოქმედდება.
„ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით და 2026 წლიდან ვაფართოვებთ ჩანაცვლების პროგრამას და ვთავაზობთ კერძო მესაკუთრეებს, რომ მუნიციპალიტეტი საბაზრო ღირებულებით გამოისყიდის მათ ფართებს, თეთრი კარკასის შეფასებით და არა მიწის ფასით. შემდგომ კი, უკვე მუნიციპალიტეტი განახორციელებს გამოთავისუფლებული არეალის საინვესტიციოდ მომზადებას. ამ გზით, ჩვენ ვინარჩუნებთ ისტორიულ ლანდშაფტს და არ ირღვევა ურბანული წესრიგი, ამასთანავე მესაკუთრე უზრუნველყოფილია სათანადო პირობებით", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მისი თქმით, გრძელდება მუშაობა, იმისათვის, რომ ჯერ კიდევ არსებული გასხვისებული რეკრეაციული სივრცეების გამოსყიდვა მოხერხდეს მათი შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით.
ავტოფარეხების ჩანაცვლების პროექტზე საუბრიას მან აღნიშნა, რომ გვაქვს იმის ამბიცია, რომ კიდევ მეტი რეკრეაციული სივრცე შეიქმნას უსახური ავტოფარეხების ნაცვლად.
„ამ მიმართულებას ძალიან ბევრი გამოხმაურება აქვს, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ კერძო მესაკუთრეებთან და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელდება", - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
მსგავსი სიახლეები
2026 წლის ფერად Cloud Dancer-ი დასახელდა
გარემოს ეროვნული სააგენტო 7 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ, ინფორმაცის ავრცელებს
7 დეკემბერი წმინდა ეკატერინეს ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
7 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
6 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ბოტანიკურ ბაღში 6 და 7 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება
"დეზინფორმაცია მედიის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება"-კახა მასხარაშვილი
2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო -ირაკლი კობახიძე
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
"ტაძარი გახლავთ ზეცის ანარეკლი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია, როგორც სარკეში, იპოვოს თავისი თავი და გაიგოს თავისი დანიშნულება" – მეუფე შიო
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო-გივი მიქანაძე
გამოცხადდა 2025 წლის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგებo
4 დეკემბერს მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავენ
4 დეკემბერს ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 68-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
4 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მინდა, აღვნიშნო უდიდესი როლი, რომელსაც ქართული ეკლესია და მისი უწმინდესობა ასრულებს საქართველოში ქრისტიანული იდენტობის, დამოუკიდებლობის დაცვასა და შენარჩუნებაში -ალან პერსელი