"ტრამპის მკვეთრი გამონათქვამები რუსეთის მიმართ მხოლოდ "მოლაპარაკების წარმოების ტაქტიკაა"-The Washington Post

„დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის მიმართ გამოხატული ბოლოდროინდელი მწვავე რიტორიკა აშშ-ის პრეზიდენტის ერთგვარ ტაქტიკას წარმოადგენს“, - წერს ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) სტატიაში სათაურით: „ტრამპის მკვეთრი გამონათქვამები რუსეთის მიმართ მხოლოდ „მოლაპარაკების წარმოების ტაქტიკაა“ (ავტორები - მაიკლ ბირნბაუმი და ნატალი ელისონი). „როგორც ჩანს, რუს კოლეგაზე იმედგაცრუებული აშშ-ის პრეზიდენტი ახლა ასეთი მოქმედებით ცდილობს კრემლზე ზეწოლა მოახდინოს“, - ასეთი აზრია გატარებული მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა თავისი განცხადებით, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის განადგურებაში - ტერიტორიის დაბრუნებასა და საზღვრის თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენაში - მსოფლიოს ლიდერები გააკვირვა და იმავდროულად ძალიან გაახარა კიეველი პოლიტიკოსებიც.

აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციის აშკარა ცვლილება უკრაინის სასარგებლოდ არის იმის ნიშანი, რომ დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინის მიმართ იმედები გაუცრუვდა. ეს მოხდა ორი თვის შემდეგ ალასკის სამიტის დასრულებიდან. ამერიკელი და რუსი პრეზიდენტების შეხვედრა ანკორიჯში პომპეზურად დაიწყო, მაგრამ ისე დასრულდა, რომ რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოუტანია.

და მაინც, დონალდ ტრამპს მკაფიოდ არ მიუნიშნებია აშშ-ის დამოკიდებულების ცვლილებაზე კიევის მიმართ გაეროს გენასამბლეის სხდომის დღეს, როცა იგი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამას ადასტურებს თეთრი სახლის მაღალჩინოსანი, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, დელიკატურ დიპლომატიური მოლაპარაკებაზე საუბრისას.

აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ უკრაინას ტერიტორიების დაკარგვას მოუწევდა და ამ პერსპექტივას კიევი უნდა შერიგებოდა, ამიტომ მისი განცხადება სამშაბათს, რომ „კიევს მთელი უკრაინის დაბრუნება შეუძლია პირვანდელი საზღვრების ფარგლებში“, თუ მას ევროპა სათანადოდ დაეხმარებაო, მისი პოზიციებიდან მნიშვნელოვან უკან დახევას წარმოადგენს.
საინტერესოა, რომ ტრამპის ასეთი ნათქვამიდან რამდენიმე საათის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გაეროს უშიშროების საბჭოში განაცხადა, რომ კონფლიქტი ბრძოლის ველზე კი არა, მოლაპარაკების მაგიდაზე დასრულდებაო. რას ნიშნავს ეს? იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ნათქვამი პრაქტიკულად განხორციელებული არ იქნება.

თეთრი სახლის ანონიმმა მაღალჩინოსანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ესოდენ წინააღმდეგობრივი მოქმედება ნაკარნახევია საკითხით - „როგორ უნდა იქნას მიღწეული შეთანხმება“.

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"დონალდ ტრამპის წარმატება ღაზაში აჩვენებს იმას, თუ რამდენად სცდებოდნენ ევროპელი ლიდერები მშვიდობის მიღწევაში"-The Daily Telegraph
"გეგმავს თუ არა ქართული ოპოზიცია "ფერად რევოლუციას" სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის უკანასკნელი ბასტიონის დასამხობად? -Al Jazeera
"რა არის "ანტიფა", რომლის წინააღმდეგ დონალდ ტრამპი გამოდის?" -Financial Times
"უკრაინა ამერიკული „ტომაჰავკების“ მისაღებად ემზადება, მაგრამ კიევი მათ გაშვებას ვერ შეძლებს - რაკეტები, ალბათ, მხოლოდ კრემლზე ზეწოლის მიზნით იქნება გამოყენებული"-The Daily Telegraph
"პოლიტიკა ომის დროს - უკრაინული სტილით: არაოფიციალური წინასაარჩევნო ბრძოლა რუსული ბომბების ქვეშ"-Politico
"გაიქეცით, რევოლუცია დაიწყო" - საქართველოში შიშის ატმოსფერო ბატონობს" -რას წერს უცხოური პრესა
"ჰყავს თუ არა უკრაინის არმიას თავისი მანშტეინი?"- The Wall Street Journal
"დამამცირებელი დარტყმა პუტინზე: მოლდოვას საპარლამენტო არჩევნების შედეგების მნიშვნელობა რუსეთის პრეზიდენტისთვის"-The Daily Telegraph
"კრემლი თავისი უგუნურობით ნაპოლეონისეულ "მაქსიმას" – "ქცევის უმაღლეს პრინციპს" - ივიწყებს“- The Daily Telegraph
"რატომ იგებს ომს უკრაინა" - Financial Times
"ტრამპის მკვეთრი გამონათქვამები რუსეთის მიმართ მხოლოდ "მოლაპარაკების წარმოების ტაქტიკაა"-The Washington Post
"ტრამპი მართალია: უკრაინას რუსეთზე გამარჯვება შეუძლია"-The Daily Telegraph
"დასავლეთს ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინას გამარჯვების მიღწევაში დაეხმაროს" - The Daily Telegraph
"დონალდ ტრამპი, უკრაინის ომთან მიმართებით, "ხელებს იბანს":ის, რაც თითქოსდა მის საოცარ შემობრუნებად მოგვეჩვენოს, სინამდვილეში ვოლოდიმირ ზელენსკისათვის შეიძლება ცუდი ამბავი აღმოჩნდეს"-The Daily Telegraph
"მოლაპარაკე გვამები": ვიქტორ იუშენკო"- Junge Welt
"ხელახლა აღმოჩენილნი": მიმდინარე წლის ათი უდიდესი აღმოჩენა მოგზაურობის მოყვარულებისათვის" -The Sydney Morning Herald
"წითელი ტერორი" დასავლეთში -პოლიტიკური მკვლელობები ახალი არ არის -The Daily
"დონალდ ტრამპის მუქარების მიუხედავად, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის კავშირების განმტკიცება მოწმობს ისეთი ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, რომელშიც თამაშის წესებს უკვე დასავლეთი აღარ ადგენს"-L’Espresso
"სხვისი საკუთრების ანექსირება ყოველთვის დასაძრახი საქციელია - იქნება ეს უკრაინის ტერიტორიისა თუ მეზობლის ბაღის რამდენიმე სანტიმეტრის მითვისება"-The Daily Telegraph
"როცა სამშობლოს ეუბნები, რომ ის მართალი არ არის, სწორედ ესაა პატრიოტიზმი"-ალა პუგაჩოვა