საქართველოს პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

საქართველოს პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ.

„პროკურატურის სპეციალიზებულ დანაყოფში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წელს ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები, ესპანეთის სამეფოში ოპერირებად საწარმოს კონტრაქტორი კომპანიის სახელით დაუკავშირდნენ და რეალურთან მიმსგავსებული ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაგზავნილი ყალბი ინვოისის საფუძველზე, კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ჯამში 545 784 ევრო მოტყუებით გადაარიცხინეს არარეზიდენტი საწარმოს უცხოურ საბანკო ანგარიშზე.

აღნიშნულის შემდეგ, ფულის გათეთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან დანაწევრებით გადაირიცხა სხვადასხვა ქვეყანაში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე. მათ შორის, უკანონოდ მოპოვებული თანხის ნაწილი – 184 353 ევრო, ყალბი ინვოისების და ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოში, ბრალდებულის მიერ დაფუძნებული და მის გამგებლობაში არსებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა.

ქართული კომპანიის საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული თანხები, კონვერტირებული იქნა აშშ დოლარში და ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე გადაირიცხა საზღვარგარეთ, ბრალდებულთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული იურიდიული პირის მეშვეობით ჩადენილი ქმედება, ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის მიზნით“, – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება, ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე გვქონდა მანამდე -ირაკლი კობახიძე
შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ რვა პირი დააკავა
სუს-მა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, გიორგი ქემოკლიძე დააკავა
თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლონეთის სამ მოქალაქეზე თავდასხმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
პროკურატურამ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა
პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავა -შსს-მ
შსს-მ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა დააკავა, ხოლო კლინიკაში, სადაც პაატა ბურჭულაძე იმყოფება, სამართალდამცველები შევიდნენ
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება -შსს
ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
საქართველოს პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს
ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს -იუსტიციის სამინისტრო
სამართალდამცველებმა 50 მილიონზე მეტი ღირებულების 200 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს
პროკურატურამ 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა