“Youtube ბიზნესი ბიზნესებისთვის“- როგორ ჩაიარა თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრამ
10 წლის წინ, ძნელად წარმოიდგენდა ვინმე, რომ youtube-ზე სამოყვარულოდ ატვირთული ვიდეოები შესაძლოა, შემოსავლის ძირითადი წყარო გამხდარიყო.
დღეს, ქართველი იუთუბერები მოგზაურობენ ქართულ მთებშიც და ბრაზილიურ ჯუნგლებშიც, მყუდროებას ურღვევენ მდინარე ამაზონის ბინადრებს, გვიზიარებენ კულინარიულ რეცეპტებსა და ემოციებს. რაც მთავარია, ამით შემოსავლის გენერირებასაც ახერხებენ.
სფერო მზარდია, საქმე კი- მიმზიდველი. ამიტომ, თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ამ აქტუალური თემით გაგრძელდა.
მრგვალი მაგიდის გარშემო, ამჯერად, იუთუბერები გიორგი კალატოზი,ნინუცა ორჯონიკიძე და სეტანტას community impact head- სალომე ყალიჩავა შეიკრიბნენ.
უტრავმო ფეხბურთის თამაშის შემდეგ გიორგი კალატოზს ძალიან უნდოდა, ამ სფეროში დარჩენილიყო. 19 წლის ასაკში საფეხბურთო კომენტატორი გახდა და 9 წელი იმუშავა. 2015 წელს გადაწყვიტა, იუთუბ არხი გაეხსნა. ძირითადად, საყვარელი კომპიუტერული თამაშების მიმოხილვას დებდა. პირველ ვიდეოს 1 კვირა ამონტაჟებდა. ბუნებრივია, რომ იმ პერიოდში წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი იუთუბერი გახდებოდა.
„მახსოვს ის შეგრძნება, როდესაც პირველად წავიყვანე საფეხბურთო მატჩი ტელევიზიაში. გამოვედი კომენტატორის ჯიხურიდან და გულუბრყვილოდ მეგონა, რომ მალე ხმაზე მიცნობდნენ. განსხვავებული გამოცდილება იყო იუთუბზე: ქუჩაში მამხნევებდნენ და ბავშვები ფოტოებს იღებდნენ. როდესაც პირველი სპონსორი გამოჩნდა, მივხვდით, რომ ამ საქმეს სერიოზულად უნდა მივყოლოდით. ცოტა ხნის წინ, ახალი არხის შექმნა დავაანონსე და სამმა კომპანიამ უკვე გამოთქვა სპონსორობის სურვილი. თავიდანვე ვიცოდი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იყო წმინდა, რომელსაც არავინ უნდა შეხებოდა”, - გაიხსენა გიორგიმ.
ნინუცა ორჯონიკიძესთვის youtube კარგი საშუალებაა ამბავი იმ ფორმით მოჰყვეს, რომელიც მისთვისაა მისაღები. ამბების მოყოლა და მთა კი მისი სტიქიაა. არხი შექმნა, მეგობრები შემოიკრიბა და მთაში ხეტიალიც დაიწყო, თუმცა მაყურებელი მის ენთუზიაზმს თავიდან არ გაჰყვა, არც მისი ინსტაგრამის გამომწერებს წასცდენიათ ხელი youtube-ის არხზე. ნინუცას მცდელობას, არხს რეკლამით მიშველებოდა და დაებუსტა, 1000 დოლარი “ემსხვერპლა”. შედეგი ვერ მოიტანა, თუმცა, გაკვეთილი მიიღო. შემდეგ სტრატეგია შეცვალა, უკვე ცნობილ იუთუბერებთან კოლაბორაციული ვიდეოები შექმნა და ნახვებმაც იმატა. ახლა არხს 60 000 გამომწერი ჰყავს.
სალომე ყალიჩავა მიიჩნევს, რომ ბრენდმა არა ამბასადორები, არამედ მეგობრები უნდა შემოიკრიბოს. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართულ სეტანტას ორგანული ვიდეოები ჰქონოდა.
“ცუდია, როცა კომპანია ამ პლატფორმას ფოტო-ვიდეოების ასატვირთ გალერეად იყენებს. ხშირად ვხედავთ დამფუძნებლის ვიდეოს ათასობით ნახვით და 0 კომენტარით. ასეთ დროს უნდა მიხვდე რომ შენს ბრენდს კომუნა არ ჰყავს. ამას კი მხოლოდ ვიდეოს დაბუსტვა არ შველის”, - ამბობს სალომე.
2025 წელს Youtube-ზე რეგისტრირებული არხების რაოდენობა 50-70 მილიონამდე მერყეობს. ყველაზე პოპულარული კი Mrbeast-ია 380 მილიონი გამომწერით, რომელმაც 473 მილიონი დოლარის დაგროვება შეძლო.
დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ youtube-ზე მონეტიზაციის თანხამ ჩვენს ქვეყანაში მოიმატა. როგორც აღნიშნეს, თემატური არხები ჯერ კიდევ დეფიციტია. ასე რომ, მთავარია დაიწყო და წარმატება გზაში წამოგეწევა.
(R)
მსგავსი სიახლეები
ვახტანგ ცინცაძე: "მარტის თვის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების გაუარესების მიუხედავად, საქართველოში ეკონომიკური ზრდა ძლიერდება"
2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ოპერირებას ახალი საერთაშორისო ინვესტორი - ამერიკული კომპანია Aspect Georgia LLC დაიწყებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, ფასები შემცირდეს, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება და შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მარიამ ქვრივიშვილი: წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ჩინურ ავიაკომპანია China Eastern Airlines- სთან - შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კომპანია Xiaomi-ის ჯგუფთან შეხვედრა გამართა
თამარ იოსელიანი: „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადადის"
თამარ იოსელიანი: "საქართველოში ტრანსპორტის სექტორი სტაბილურად და დინამიურად იზრდება, ჩვენ ველოდებით, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიცია"
საქართველოს დელეგაციამ ჩინეთის ავიაკომპანია „China Southern Airlines"-თან პეკინი - თბილისი - პეკინისა და სხვა ქალაქების მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყებაზე მოლაპარაკება გამართა
საქსტატი - 2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარეს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარეს შეხვდა
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად - საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს შეხვდა
"გააცოცხლე" - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა