"ჰყავს თუ არა უკრაინის არმიას თავისი მანშტეინი?"- The Wall Street Journal
ამერიკული გაზეთის „უოლ სთრით ჯორნელის“ (The Wall Street Journal) ბოლო რამდენიმე ნომერში გამოქვეყნდა სტატიები, რომლებშიც განხილულია უკრაინის არმიის მოქმედების ტაქტიკა და სტრატეგია.
ერთ-ერთი ავტორის - პოლიტოლოგიის დოქტორის ჯონ არკილის პუბლიკაციაში სათაურით: „ჰყავს თუ არა უკრაინის არმიას თავისი მანშტეინი?“ (22 სექტემბერი), აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში უნდა ისარგებლონ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანელი გენერლის ერიხ ფონ მანშტეინის სტრატეგიით.
ჯონ არკილის პუბლიკაციას ეხმაურება ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ პოზნერი სტატიით „გასაღები უკრაინის გამარჯვებისათვის“ (01 ოქტომბერი), რომელშიც ნათქვამია:
„ჯონ არკილის პუბლიკაციაში მოცემულია გერმანიის ვერმახტის გენერლის ერიხ ფონ მანშტეინის სტრატეგია სტალინგრადის შემდეგ: მოწინააღმდეგისთვის ჯერ მცირე ტერიტორიის დათმობა, შემდეგ კი, როცა მეტოქე შეტევაზე გადმოვა, ფლანგებიდან კონტრდარტყმები განხორციელდება და ის იძულებული გახდება უწესრიგოდ უკან დაიხიოს. ვფიქრობ, რომ კითხვა „ჰყავს თუ არა უკრაინის არმიას თავისი მანშტეინი?“, არასწორად არის დასმული.
ის სტრატეგია, რომელიც გერმანელ გენერალს მიეწერება, ჯერ კიდევ უძველეს პერიოდიდან, მინიმუმ ჩვენს ერამდე 216 წლიდან არის ცნობილი - მეორე პუნიკური ომის დროიდან, როცა კართაგენელმა მხედართმთავარმა ბარკა ჰანიბალმა გამოიყენა და რომაელთა ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა კანთან მომხდარ ბრძოლაში.
კანის ბრძოლის დროს გამოყენებული სტრატეგიის აღწერილობა მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი სამხედრო აკადემიების სახელმძღვანელოებშია შეტანილი. კითხვა ისე კი არ უნდა დაისვას - იციან თუ არა უკრაინელმა სამხედროებმა ეს სამხედრო სტრატეგია, არამედ ასე: ფლობენ თუ არა ისინი საკმარის სადაზვერვო ინფორმაციას, აქვთ თუ არა მათ საკმარისი უფლებამოსილება სარისკო ოპერაციის განსახორციელების მზადყოფნისათვის და რესურსების გამოსაყენებლად, რათა თვითონ, ზემოდან მითითებისა და ლოდინის გარეშე, დროულად ისარგებლონ შანსით და წარმატებას მიაღწიონ“.
პროფესორ პოლ პოზნერის პუბლიკაციას გაზეთის მკითხველთა კომენტარები და შენიშვნები მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
George Kinney:
„ისეთ ომში, რომელიც ერთმანეთის გამოფიტვით მიმდინარეობს, დიდი მნიშვნელობა აქვს მოწინააღმდეგეთა მიერ განცდილ დანაკარგებს. ამჟამად საკუთრივ უკრაინის რეალური მოსახლეობა საკმაოდ არის შემცირებული სამხედრო დანაკარგებისა და მცხოვრებთა საზღვარგარეთ მიგრაციის (ლტოლვილების) გამო. რა თქმა უნდა, სამხედრო დანაკარგებს რუსეთის არმიაც განიცდის (პროპორცია თითქმის ერთნაირია), მაგრამ რუსეთს დანაკარგების შევსების უფრო მეტი წყარო და შანსები აქვს, ვიდრე უკრაინას. რუსეთის მოსახლეობის რიცხვი თითქმის ხუთჯერ აღემატება უკრაინის მცხოვრებთა რაოდენობას. როგორც ჩანს, ეს ომი, სამწუხაროდ, უკრაინისათვის წარუმატებელი იქნება. როგორც არ უნდა დასრულდეს საომარი მოქმედებები, ქვეყანა მხოლოდ ნომინალურად იარსებებს, შემცირებული მოსახლეობით... არ არის გამორიცხული, რომ უკრაინაში უკრაინელების ადგილს დაიკავებენ ჯერ აფრიკელები, აზიელები და ახლოაღმოსავლელები, მოგვიანებით კი სხვა ქვეყნის მიგრანტები“.
Charles Rogers
„უცნაურია, რომ წერილის ავტორი კიევს რეკომენდაციას აძლევს გენერალ ერიხ ფონ მანშტეინის სტრატეგია და ტაქტიკა გაიზიაროს. ასეთ სიტუაციაში უადგილო არ იქნება გავიხსენოთ, რით დაასრულა ვერმახტის გენერალმა თავისი სამხედრო კარიერა: წითელი არმიის მიერ განხორციელებული პროკუროვო-ჩერნოვცის ოპერაციის შემდეგ ადოლფ ჰიტლერმა დამარცხებული გენერალი პოსტიდან გაათავისუფლა, ხოლო მოსკოვის ჯარებმა საბოლოოდ ბერლინი დაიკავეს“.
John T:
„მართალი ბრძანდებით, რომ წითლებმა ბერლინი დაიკავეს... მაგრამ ეს [რუსებს] დამოუკიდებლად არ გაუკეთებიათ. მათ ომში დასავლეთი ეხმარებოდა“.
Gerard Bialot:
„ერიხ ფონ მანშტეინმა კურსკის ბრძოლა (1943 წლის ივლისში, ოპერაცია „ციტადელი“) წააგო, თითქმის ორი წლის შემდეგ კი მესამე რაიხმა კაპიტულაცია გამოაცხადა. ასე რომ, გენერალ მანშტეინის გამოცდილება სტრატეგიული უკანდახევის თაობაზე, მაინცდამაინც წარმატებულად ვერ ჩაითვლება“.
მსგავსი სიახლეები
"სი ძინპინს პეკინში მყოფ დონალდ ტრამპისთვის უთქვამს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა შეიძლება "სანანებელი გაუხდესო"-Financial Times
"არაყი, მატარებელი, ბაღში გასეირნებები და კულინარია: გზა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის პირადი ურთიერთნდობისაკენ" -South China Morning Post
ილონ მასკი ქრისტოფერ ნოლანს აკრიტიკებს: რეჟისორმა თავის ახალ ფილმ "ოდისევსში" მშვენიერი ელენე ტროელის როლი შავკანიან მსახიობს ლუპიტე ნიონგოს მისცა"
"ირანისაგან არაფერი არ დარჩება, თუ თეირანი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის"-The Daily Telegraph
აშშ-ში, საავიაციო შოუს დროს ჰაერში ერთმანეთს ორი სამხედრო თვითმფრინავი შეეჯახა
"ვის გაგზავნის ევროპა მოსკოვში მოსალაპარაკებლად უკრაინასთან ომის დამთავრების მიზნით?"-Deutshce Welle
"სი ძინპინი დონალდ ტრამპს ეჭვის საფუძველს არ უტოვებს: ტაივანის საკითხს ჩინეთისათვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს"-The New York Times
"სი ძინპინის "გამაფრთხილებელი დარტყმა" დონალდ ტრამპზე ჩინელი ლიდერის თავდაჯერებულობისა და თითქმის ქედმაღლობის გამოხატულებაა"-The Daily Telegraph
შეძლებს თუ არა თაკერ კარლსონი რესპუბლიკური პარტიის "ხელში ჩაგდებას" და თეთრი სახლის დაკავებას?"-The Hill
"რუსეთი ბრძოლის ველზე დაბრკოლებებს აწყდება: უკრაინასთან ომში რუსი სამხედროების მსხვერპლის ზრდის კვალობაზე პუტინი სულ უფრო დათრგუნულად გამოიყურება"-The Economist
თუკი აქამდე გარემოცვის კორუფციული საქმეები ზელენსკის ზიანს არ აყენებდა, ახლა ბრალდებები მის უშუალო გარემოცვას შეეხო -Reuters
"ირანული დილემა, რომლის გადაწყვეტაზე აშშ ჯიუტად უარს ამბობს" -Foreign Policy
"ქეროლაინ ლევითმა თავისი გოგონის - ვივიანის - დაბადება ოფიციალურად გამოაცხადა" -The Daily Telegraph
"ფიცო მოულოდნელად ზელენსკის დაუმეგობრდა? ექსპერტი განმარტავს, თუ რა ხდება სლოვაკეთის პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის"
"პუტინი წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა:უკრაინელი მამაცი დამცველების მოქმედებით კრემლს ჩადენილი სისულელე ძვირად უჯდება"-The Daily Telegraph
"რომელი შუააზიელი ლიდერი ეწვევა მოსკოვს გამარჯვების დღეს"-The Diplomat
"გეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა" და "კერძი ევროპული მაგიდისათვის": როგორ აფასებს სხვადასხვა ქვეყნის მასმედია ერევანში გამართულ "სომხეთ-ევროკავშირის" სამიტს"
"ევროპას უკრაინა რუსეთთან საბრძოლველად ჭირდება"-The Economist
"ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპის გამოწვევა გაბედა: მათი მეგობრული ურთიერთობა დაინგრა?!"-The Daily Telegraph
"აშშ-ირანის კრიზისს პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია: იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიპლომატიური ნაბიჯების მიუხედავად, ომი უფრო გამწვავდება"-Financial Times