არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება მშვიდ ვითარებაში, ხმის მიცემის პროცესი წარიმართება ძალადობისგან, მოსყიდვისგან, მუქარისა და ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში- მარიამ ქვრივიშვილი
არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება მშვიდ ვითარებაში, არჩევნებში მონაწილეობს იღებს 12 საარჩევნო სუბიექტი, რომლებსაც კონკურენტულ გარემოში ჰქონდათ საარჩევნო კამპანიის წარმართვის შესაძლებლობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხმის მიცემის პროცესი წარიმართება ძალადობისგან, მოსყიდვისგან, მუქარისა და ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება 8,184 ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი 55 ორგანიზაციიდან, აგრეთვე 984 წარმომადგენელი 73 მედია-ორგანიზაციიდან. თითოეულ დამკვირვებელს და მედიის წარმომადგენელს აქვს სრული შესაძლებლობა, დააკვირდეს არჩევნების მიმდინარეობას და გააშუქოს საარჩევნო პროცესები. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 15 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო თითქმის მილიონმა, 990 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა, რაც თანხვედრაშია 2014 და 2017 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობის მონაცემებთან. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, გამოიჩინონ აქტიურობა, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს საქართველოს და მისი თითოეული კუთხის, თითოეული ქალაქისა და სოფლის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რათა მეტი სიკეთე შევიდეს საქართველოს თითოეულ ქალაქსა და სოფელში“,- განაცხადა ქვრივიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე – ვულოცავ პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას, დარწმუნებული ვართ, ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის განვითარებას
ირაკლი ღარიბაშვილი – აღარ ვაპირებ პოლიტიკურ მასკარადში და არც სასამართლო პროცესში მონაწილეობას, მოსახდენი უკვე მოხდა, ჩემი ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა
რატი იონათამიშვილი – ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე შეტევა და სიცრუის გავრცელება გარე ძალების აგენტებით დაკომპლექტებული რადიკალური ოპოზიციის საქმიანობის მნიშვნელოვანი კომპონენტია
პროდასავლური ცივილიზებული სამყარო, მათ შორის ევროკავშირი, დგას ჩვენი ხალხის და ქვეყნის მხარეს - გიორგი კაპანაძე
იქნება ეს მოქმედი თუ ყოფილი ჩინოსანი, სახელმწიფოს მხრიდან იქნება მკაცრად დასჯილი და სახელმწიფო იქნება შეურიგებელი ასეთი დანაშაულების მიმართ - დავით მათიკაშვილი ღარიბაშვილის ბრალზე
ნიკოლოზ სამხარაძე – ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც უკრაინასთან მიმართებით გვაქვს, ეს არის უკრაინის უპირობო მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით
გია აბაშიძე ფონდი „ქართუს” განცხადებაზე: რადიკალებისთვის პრობლემა ის კი არ არის, რომ 2018 წლის პროგრამაში რამე გაუგებარია. პრობლემა ის არის, რომ ამ მასშტაბის ქველმოქმედებას ვერ აუქმებენ ამიტომაც, დარჩათ ერთადერთი იარაღი - შექმნან სკანდალი იქ, სადაც სკანდალი არ არსებობს
ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს ცესკოს ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ
თენგიზ შარმანაშვილი: არცერთ ხელისუფლებას არ უზრუნია, რომ აბასთუმანში ინფრასტრუქტურა გაეუმჯობესებინა. ვინ უშლიდათ?! ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ეს ყველაფერი - დანგრეული და განადგურებული ინფრასტრუქტურის გაკეთება დაიწყო თავიდან თავისი ინვესტიციებით
ლევან მაჭავარიანი – აგენტურულმა ოპოზიციამ, NGO-ებმა და ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოლო წლებში ხუთჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა, არ ერიდებოდნენ ქვეყნის დამხობაში „რჩევების“ მიღებას აკერმანისა და „კანვასისგან“
გაერო-ს 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების VI სამიტში მიიღო მონაწილეობა
არჩილ გორდულაძე – ღარიბაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ გამოძიება მიმდინარეობდა მძიმე კორუფციულ დანაშაულზე და საკუთარი თავის გადასარჩენად ურთიერთსაწინააღმდეგო წერილები გაავრცელა
მიხეილ ყაველაშვილი – ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს
ლევან მაჭავარიანი – უკვე იკვეთება, რომ ღარიბაშვილმა წინასწარ იცოდა მძიმე ბრალის შესახებ და თემის პოლიტიზებას ცდილობდა, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება, კორუფციას არავის ვაპატიებთ
არჩილ გორდულაძე – პატრონებისგან როცა დავალება არ მოდის, ადგილობრივი აგენტურა იწყებს ერთმანეთის ჭამას, რომ შემცირებულ თანხებთან მისასვლელი გზა გაუმარტივდეთ, ცდილობენ, წარმოაჩინონ, ვინ მეტი აგენტია
კახა კალაძე – უკვე ყველა კარგად ხედავს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში და დღეს რამდენად საშიშია ოპოზიციაში
კახა კალაძე: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული
კახა კალაძე: ოპოზიცია არ არსებობს, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით
ირაკლი კობახიძე: "დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა! ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება"