"ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს სცენარი არის სუს-ის მიერ დაწერილი, სუს-ის მიერ ზეწოლის შედეგად განხორციელებული"-სალომე სამადაშვილი

 „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ლელოს“ კანდიდატების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ტექსტებით პარტიის დატოვება სუს-ის მიერ დაწერილი სცენარია

 

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, სუს-ი ცდილობს, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საკითხთან კავშირში დაადანაშაულოს .

 

„გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ, როგორც ჩანს, მიმდინარეობს სუს-ის მიერ წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული სპეცოპერაციის განხორციელება ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ. რამდენიმე საათის წინ რამდენიმე კანდიდატის მიერ  ერთბაშად გავრცელდა ზუსტად ერთი და იგივე ტექსტი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის სუს-ი ცდილობს, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება დაადანაშაულოს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საკითხთან კავშირში.

 

ეს არის აბსურდი. მინდა, პირადად მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და სუს-ს, დღეს, როდესაც ისედაც მოქცეული ხართ საერთაშორისო იზოლაციაში, არ გაქვთ ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, გირჩევდით ,რომ საკუთარი თავი აბუჩად არ აიგდოთ ამ ბრალდებების შეკერვის მცდელობით. ეს ყველაფერი ძალიან ნათელია ყველასთვის. „ლელომ“ მრავალჯერ და არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება აუცილებლად, ოღონდ არჩევნების გზით. დღევანდელ დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ საარჩევნო გარემო ძალიან შორს არის სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოსგან. ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს გამარჯვებამდე, მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის უზრუნველყოფის გზით. მანამდე კი ყველას მოვუწოდებთ, რომ ჩვენი მხრიდან იქნება ძალიან მძიმე რეაგირება ყველა მცდელობაზე, ჩვენი პარტიის წინააღმდეგ აამუშაოს რაიმე სახის პროპაგანდა და შემდგომი რეპრესიული ზომები.

 

მინდა ახლა მივმართო ყველა ამომრჩეველს, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო. ნუ მისცემთ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობას წაგართვათ მთავარი კონსტიტუციური უფლება. ის უფლება, რასაც ჰქვია საკუთარი ხელისუფლების არჩევნების გზით ფორმირება. ვისაც შეგიძლიათ საარჩევნო ყუთებთან მიბრძანდით და პასუხი გაეცით ივანიშვილის უკანონობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ხელისუფლებას ძალიან ეშინია აქტიური ქართველი ამომრჩევლის“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, დატოვეს თუ არა „ლელოს“ კანდიდატებმა პარტია, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის სუს-ის სცენარი და განხორციელდა სუს-ის ზეწოლით.

 

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს სცენარი არის სუს-ის მიერ დაწერილი, სუს-ის მიერ ზეწოლის შედეგად განხორციელებული. ერთი და იგივე ტექსტი, რომელიც დაიწერა სუს-ის კაბინეტში და დაურიგდა ამ ადამიანებს. ასეთი იაფფასიანი შოუს დადგმით ბიძინა ივანიშვილის სუსი ვერ შეძლებს „ლელოს“ პოლიტიკურ დისკრედიტაციას.  საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ჩვენი პოზიცია, რომელიც არის ძალიან მყარი, ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება არჩევნების გზით. ამიტომაც ვმონაწილეობთ ამ არჩევნებშიც და მონაწილეობას მივიღებთ იმ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშიც, რომლის დანიშვნაც მოუწევს ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა სამადაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
"ეს არის ის ადამიანი, რომელმაც უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუნდირს, ახლა გაქცეულია პასუხისმგებლობისგან უკრაინაში" - არჩილ გორდულაძე
,,საერთაშორისო სუბიექტებს შეგვიძლია, გავუზიაროთ შესაბამისი როგორც დოკუმენტაცია, ასევე სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - BBC-ის რეპორტაჟზე - იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა - რეალურად, ეს სპეცოპერაცია ვერ შედგა
პრემიერი - გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
,,მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტის დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს''- პრემიერი -
,,სრულიად აშკარად და თავხედურად ფინანსდებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესები ქვეყნის გარედან და სწორედ ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ'- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი
ირაკლი კობახიძე - უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება
პრემიერი - ყველა პრიორიტეტი სათანადოდაა ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში
ირაკლი კობახიძე - „კამიტის“ ზემოქმედება, ალბათობის მაღალი ხარისხით, ლეტალურ შედეგსაც გამოიწვევდა, ამ ფონზე, საქმეში არ არსებობს არცერთი შესაბამისი დაზარალებული
,,აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რეალურად, საუბარია იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი გასული წლების განმავლობაში''- ირაკლი კობახიძე
,,ფარას" რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტი ჩვენთვის არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ''- პრემიერი
,, კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მიმართულებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება''- ირაკლი კობახიძე
„ბიბისის" რეპორტაჟში გაჟღერებულია არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ბრალდება''- პრემიერი
,,შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას შსს-ს არა მხოლოდ „კამიტი", არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია''- პრემიერი
,,სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, თითქოს ხელისუფლება დაკავებულია ურანის გამდიდრებით''- ლევან მაჭავარიანი
გამოდის, რომ "ბიბისი" ისრაელს ბრალს სდებს აკრძალული ნივთიერების საქართველოსთვის მიყიდვაში - არჩილ გორდულაძე
ნატო-ს გაფართოება მარადიული ვერ იქნებოდა, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ შეიძლება იყოს ბოლო ტალღა ან ბოლოსწინა ტალღაც, ამის ვარაუდი ძალიან რთულია -ირაკლი ფავლენიშვილი
სამი "საოცრება" ქვეყანაში, სააკაშვილი დემენციისგან განიკურნა, საარჩევნო უბნებზე 400 000 ხმა გააყალბეს, "კამიტით მოწამლული" აკაცუკი ერთი წლის თავზე მოვლენებს პირდაპირ ეთერში იხსენებს -ირაკლი კირცხალია
საქართველო ეუთო-ს მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც უსაფრთხოების საკითხებზე დღის წესრიგი აქვს ამ ორგანიზაციაში, ყველანაირი მცდელობა, ეუთო სხვა მიზნებისთვის იყოს გამოყენებული, მიუღებელია -მაკა ბოჭორიშვილი