თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, 8-9 ოქტომბერს, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა იმართება

გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით და თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით,  8-9 ოქტომბერს, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა - „საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“  გაიმართება და მასში მონაწილეობას  ქართული ბიზნესები მიიღებენ, სხვადასხვა სექტორიდან.

ფორუმი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას 4000-ზე მეტი სტუმარი და 50-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრება, როგორც უზბეკეთიდან, ისე - სხვადასხვა ქვეყნიდან.

პირველ დღეს გაიმართება კონფერენცია - ,,საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს მხრიდან გამოფენაში მონაწილე კომპანიები, ისე - უზბეკეთის ბიზნესსექტორის და ხელისუფლების წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, უკეთესად გაიცნონ უზბეკეთის ბაზარი, მისი თავისებურებები, გამოწვევები და შესაძლებლობები. ასევე, შეხვდნენ ინვესტორებსა და სხვადასხვა ბიზნეს და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებს.

კონფერენციის პირველი ნაწილი იმ ქართული ბიზნესებს დაეთმობათ, რომლებმაც უზბეკეთის ბაზარზე უკვე წარმატებით დაიმკვიდრეს თავი. სპიკერები დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ უზბეკეთის ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით.

კონფერენციის მეორე ნაწილში, უზბეკეთის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. მათ შორის - ეკონომიკის, ინვესტიციების სამინისტროს, ასევე ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრები. სპიკერები აუდიტორიას უზბეკეთის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოს გააცნობენ, მათ შორის, კომპანიების რეგისტრაციის და საქმიანობის წამოწყების პროცედურებს. 

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

 

(R)





მსგავსი სიახლეები
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
2024 წელს ეკონომიკის ყველა სექტორში საშუალო ხელფასების ზრდა დაფიქსირდა -ვახტანგ ცინცაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 10 ოქტომბერს
"ავოკადო"- როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 ოქტომბერს
თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმას ახალი ფუნქციონალი - საინვესტიციო სიახლეები - დაემატა
10/10- თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღი
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, „ემბისიმ“ 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
რა ეღირება დოლარი და ევრო 8 ოქტომბერს
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა
თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, 8-9 ოქტომბერს, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა იმართება
სუფთა ჰაერი, როგორც ჯანსაღი გარემოს საფუძველი -„ტესკოს“ ისტორია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით გავნითარდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 7 ოქტომბერს
არ გამოტოვო AI საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ოქტომბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
რა ეღირება დოლარი და ევრო 3 ოქტომბერს
"კანდიდი" - სკოლა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ პარტნიორებს ლიკვიდობის მართვის ახალი შესაძლებლობები წარუდგინეს
რა ეღირება დოლარი და ევრო 2 ოქტომბერს
საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციები გრძელდება - 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7,9 პროცენტი შეადგინა