რვიანმა თავი ამოწურა - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ოთხმა ოქტომბერმა გადაიარა, ბოიკოტი არარელევანტური გახდა, შესაბამისად - რვიანმა თავი ამოწურა”, - წერს „ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.

ჩერგოლეიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ტრიუმფი ექნებოდა რუსთაველზე შეკრებილ ათი ათასობით მოქალაქეს, რომ არა ხაზარაძე-გახარიას მონაწილეობა და სააკაშვილის კრახისთვის განწირული მორიგი რევოლუცია.

„მიუხედავად იმისა, რომ რვიანში შიგნით გვყავდნენ ნაცები, რომლებიც გარედან წიხლებს გვირტყამდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე უამრავ ფულს ხარჯავდა ჩვენ წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა რომ მთელი ოპო ტელემედია ხაზარაძის "კამპანიას" და ხაბეიშვილის "დამხობას" ტირაჟირებდა და ყველგან გაგვაქრეს, ოპონენტებისვე აღიარებით, რეჟიმის არ აღიარების პოლიტიკამ - ანუ ბოიკოტმა გაიმარჯვა.

ტრიუმფი გვექნებოდა რუსთაველზე შეკრებილ ათი ათასობით მოქალაქეს, რომ არა ხაზარაძე-გახარიას მონაწილეობა და სააკაშვილის კრახისთვის განწირული მორიგი რევოლუცია.

ახალი ეტაპი იწყება პოლიტიკური პარტიებისთვის.

ფედერალისტები მივიღებთ ამომრჩევლის დაკვეთას და მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულ, ამომრჩევლის პრობლემებზე ფოკუსირებულ პარტიებთან ვითანამშრომლებთ - მათთან, ვინც მზად იქნება ერთობლივი ძალებით და უკომპრომისოდ ჩავრეცხოთ ავტოკრატია და ოლიგარქია ყველა ფლანგზე.

ფედერალისტები ვითანამშრომლებთ კაცებთან და არა კაცის კაცებთან.

ეს ბრძოლა არაა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

ეს ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის მიდის.

 

დემოკრატია და დემოკრატიული ძალები გავიმარჯვებთ”, - წერს ჩერგოლეიშვილი.





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი BBC-ის ფილმზე: ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის "დიფსთეითის" საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
თენგიზ შარმანაშვილი -„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში,მოსახლეობაში მღელვარების გამოწვევა
,,ჩინეთი არ ყიდულობს ევროკავშირს, ის ყიდულობს ევროპული ეკონომიკის „კრიტიკულ წერტილებს“- დავით ქართველიშვილი
,, აშკარაა, რომ საქართვლოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ძალადობა''- კალაძე
"ეს არის ის ადამიანი, რომელმაც უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუნდირს, ახლა გაქცეულია პასუხისმგებლობისგან უკრაინაში" - არჩილ გორდულაძე
,,საერთაშორისო სუბიექტებს შეგვიძლია, გავუზიაროთ შესაბამისი როგორც დოკუმენტაცია, ასევე სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - BBC-ის რეპორტაჟზე - იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა - რეალურად, ეს სპეცოპერაცია ვერ შედგა
პრემიერი - გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
,,მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტის დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს''- პრემიერი -
,,სრულიად აშკარად და თავხედურად ფინანსდებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესები ქვეყნის გარედან და სწორედ ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ'- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი
ირაკლი კობახიძე - უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება
პრემიერი - ყველა პრიორიტეტი სათანადოდაა ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში
ირაკლი კობახიძე - „კამიტის“ ზემოქმედება, ალბათობის მაღალი ხარისხით, ლეტალურ შედეგსაც გამოიწვევდა, ამ ფონზე, საქმეში არ არსებობს არცერთი შესაბამისი დაზარალებული
,,აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რეალურად, საუბარია იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი გასული წლების განმავლობაში''- ირაკლი კობახიძე
,,ფარას" რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტი ჩვენთვის არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ''- პრემიერი
,, კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მიმართულებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება''- ირაკლი კობახიძე
„ბიბისის" რეპორტაჟში გაჟღერებულია არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ბრალდება''- პრემიერი
,,შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას შსს-ს არა მხოლოდ „კამიტი", არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია''- პრემიერი
,,სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, თითქოს ხელისუფლება დაკავებულია ურანის გამდიდრებით''- ლევან მაჭავარიანი