თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლონეთის სამ მოქალაქეზე თავდასხმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ე.გ. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე.

 

„მომხდარის შემდეგ, დანაშაულში ბრალდებული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

 

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ე.გ. და ს.ჯ. ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება, ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე გვქონდა მანამდე -ირაკლი კობახიძე
შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ რვა პირი დააკავა
სუს-მა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, გიორგი ქემოკლიძე დააკავა
თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლონეთის სამ მოქალაქეზე თავდასხმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
პროკურატურამ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა
პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავა -შსს-მ
შსს-მ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა დააკავა, ხოლო კლინიკაში, სადაც პაატა ბურჭულაძე იმყოფება, სამართალდამცველები შევიდნენ
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება -შსს
ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
საქართველოს პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს
ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს -იუსტიციის სამინისტრო
სამართალდამცველებმა 50 მილიონზე მეტი ღირებულების 200 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს
პროკურატურამ 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა