აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა თანამდებობის პირის ქმედებებს -ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით რუსული მხარე ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა კომპენსაციების თვალსაზრისით, სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა თანამდებობის პირის ქმედებებსაც.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა დუშანბეში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, თვითმფრინავის კატასტროფიდან მალევე, სატელეფონო საუბრის დროს, აზერბაიჯანელ კოლეგას ბოდიში მოუხედა, რომ „ტრაგედია სწორედ რუსეთის ცაში მოხდა“.

„ვისურვებდი ამის გამეორებას, განახლებას და თქმას, რომ ჩვენ უდავოდ, როგორც შევთანხმდით, ყველანაირ დახმარებას ვუწევთ გამოძიებას. გამოძიება დასასრულს უახლოვდება და ახლა, საერთო ჯამში, შეიძლება ამ ტრაგედიის, ამ კატასტროფის მიზეზებზე საუბარი“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, კატასტროფა რამდენიმე გარემოებას უკავშირდება. პირველი არის ის, რომ შემთხვევის დროს რუსეთის საჰაერო სივრცეში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი იმყოფებოდა. კიდევ ერთ მიზეზად პუტინმა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ტექნიკური ხარვეზი დაასახელა, რის გამოც გაშვებული ორი რაკეტა თვითმფრინავის სიახლოვეს აფეთქდა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, თვითმფრინავის ეკიპაჟს ასევე შესთავაზეს მაჰაჭყალაში დაშვება, თუმცა მან ბაზირების აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

„უდავოდ, რუსული მხარე ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებში, კომპენსაციების თვალსაზრისით და ყველა თანამდებობის პირის ქმედებებს მიეცემა სამართლებრივი შეფასება. რა თქმა უნდა, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებული ეს სიტყვები, რომლებიც მიზნად ისახავს ოჯახების მორალურ მხარდაჭერას, არ წყვეტს მთავარ პრობლემას – არ აღადგენს იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომლებიც ტრაგედიის შედეგად დაიღუპნენ. ვიმეორებ, ჩვენი მოვალეობაა და, ამაზე თავიდანვე შევთანხმდით, რომ საჭიროა ყველაფრის ობიექტური შეფასება და რეალური მიზეზების გამოვლენა. თუმცა, ამას გარკვეული დრო სჭირდება. საბოლოო წერტილის დასმას ალბათ, კიდევ რაღაც დრო დასჭირდება. საერთო ჯამში, მე ძირითადად მოკლედ გადმოგეცით ის, რაც ჩვენს შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, გუშინ, გუშინწინ მომაწოდეს. გულწრფელად რომ ვთქვა, გუშინ ღამით მოსკოვშიც კი დავრეკე და ვკითხე, იყო თუ არა რაიმე დამატებითი დეტალი. პრაქტიკულად ყველაფერი გითხარით, რაც ვიცი“, – თქვა პუტინმა.

თავის მხრივ, ალიევმა მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს, რომ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებული სიტუაცია პირად კონტროლზე აქვს აყვანილი.

„თქვენ პირადად აკონტროლებთ გამოძიების მიმდინარეობას და ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ის ყველაფერს ობიექტურად გაარკვევდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ საჭიროდ ჩათვალეთ ამ საკითხის განხილვა ჩვენს შეხვედრაზე“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

 

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან კატასტროფა 2024 წლის 25 თებერვალს განიცადა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი გამოძიებით, თვითმფრინავი რუსული რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა.





მსგავსი სიახლეები
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს მალე ბრალს წაუყენებენ
აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა თანამდებობის პირის ქმედებებს -ვლადიმერ პუტინი
საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრამ აჩვენა, რომ ევროპა ჰიბრიდული ომის წინაშეა-ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცესის გამარტივებას მხარი დაუჭირა
ანექსირებული ყირიმის შესახებ კითხვის უპასუხოდ დატოვების გამო, ლიეტუვის კულტურის მინისტრს თანამდებობა დაატოვებინეს
ომში ყველაფერი გადაწყვეტილია და რუსეთმა მოიგო -ვიქტორ ორბანი
დამასკოს სასამართლომ ბაშარ ასადის დაპატიმრების ორდერი გასცა
ირანმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ელჩები გამოიწვია
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების შესყიდვას სრულად შეწყვეტს
"თალიბანმა"ავღანეთში რვა თვის წინ დაკავებული ბრიტანელი წყვილი გაათავისუფლა
ევროკავშირის წევრობა არ არის უსაფრთხოების გარანტია, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება ომის საფრთხეს შემოიტანს -ორბანი
"არასდროს ვიფიქრებდი, რომ საკუთარი ქვეყნიდან ღამე ქურდივით გაპარვა მომიწევდა"- დმიტრო კულება
 რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრისთვის საუკეთესო ადგილი მოსკოვია -პუტინი
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ტერეზა რიბერა აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის ომი გენოციდია
ფაქტები ჯიუტია, მხოლოდ რუსეთმა აირჩია ომი 2022 წელს, როგორც ეს საქართველოში 2008 წელს გააკეთა - ემანუელ მაკრონი
26 ქვეყანა მზად არის, გაგზავნოს უკრაინაში ძალები ან უზრუნველყოს დახმარება ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში
ლვოვში, უკრაინის პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ანდრეი პარუბი მოკლეს
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების უმეტესობა უკანონოდ ცნო
აშშ-მა უკრაინისთვის 3 350 ერთეული „ერამის“ ტიპის რაკეტების რეალიზაციის ნებართვა გასცა