"დონალდ ტრამპის წარმატება ღაზაში აჩვენებს იმას, თუ რამდენად სცდებოდნენ ევროპელი ლიდერები მშვიდობის მიღწევაში"-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph), რომელიც აქტიურად აშუქებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით კი ღაზას სექტორში ისრაელისა და „ჰამასის“ ომს, აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით: "დონალდ ტრამპის წარმატება ღაზაში აჩვენებს იმას, თუ რამდენად სცდებოდნენ ევროპელი ლიდერები მშვიდობის მიღწევაში". პუბლიკაციაში პოზიტიურად არის შეფასებული აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის დამყარებისა და მისი განმტკიცების მიზნით.

გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

ორწლიანი საომარი მოქმედებების შემდეგ შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ხუთშაბათს, 9 ოქტომბერს იქნა მიღწეული, არის დიდი ხნის ნალოდინევი ნაბიჯი სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის გზაზე.

ამჟამინდელი მდგომარეობის მიხედვით, ის მძევლები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან „ჰამასის“ ტყვეობაში (2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ) მალე იქნებიან გათავისუფლებულები და თავიანთ ოჯახებს შეუერთდებიან, დაღუპულები კი ღირსეულად დაიკრზალებიან. ისრაელი არმია უკან დაიხევს, თუმცა ჯერ-ჯერობით ღაზას სექტორის დიდ ნაწილზე კონტროლს შეინარჩუნებს.

გარიგების დანარჩენი მომენტები საკმაოდ არაერთგვაროვანია: წინ ჯერ კიდევ დიდი მუშაობაა ჩასატარებელი იმ გეგმის მიხედვით, რომელიც თეთრი სახლის მიერ არის შემუშავებული. ყველაზე გადაუდებელი და მნიშვნელოვანია ის ვალდებულება (დათმობა), რომ „ჰამასმა“, უპირველეს ყოვლისა, იარაღი უნდა დაყაროს, შემდეგ ყურადღება გადატანილი იქნება ღაზას სექტორის გრძელვადიან მართვაზე, ანუ მართვის ორგანოს შექმნაზე გარდამავალი პერიოდისათვის და იმ ამოცანის შესრულების უზრუნველყოფა, რომლის მიხედვით, „ჰამასს“ და მის წევრებს სამუდამოდ უნდა აეკრძალოთ ღაზას სექტორის მართვაში მონაწილეობა.

დიახ, ძალიან რთული და ხანგრძლივი გზა იქნება გასავლელი შეთანხმების მიზნების სრულად მისაღწევად. და მაინც, ამ სიძნელეთა მიუხედავად, დღეს უფრო მეტი ოპტიმიზმი არსებობს, რომ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის შანსი უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე და როგორც პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აღნიშნა, „ეს არანაირად არ მოხდებოდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ლიდერობის გარეშე“.

ის, რომ ჩვენ ამჟამად ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც გრძელვადიანი გარიგებების დადება შესაძლებელია და რომელიც შესაძლებლობას იძლევა მთლიანად შესრულდეს პალესტინის პრობლემის ყველა მხარის მოთხოვნები, არის თეთრი სახლის მზადყოფნის შედეგი - იმუშაოს ისრაელის სახელმწიფოსთან ერთად და არა შორიდან უყუროს და დაგმოს. რა თქმა უნდა, მშვიდობის მიღწევაში უდიდესი როლი მიუძღვის „ცახალს“ - ისრაელის თავდაცვის ძალებს, რომელიც სისტემატურად ანადგურებდა „ჰამასის“ ტერორისტულ ქსელს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველივე  ეს მიღწეული იქნა სწორედ ისეთი მოქმედებით, რომელიც დაგმეს სწორედ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ პალესტინის სახელით მოქმედებენ. ემანუელ მაკრონს, ფრიდრიხ მერცს, გარკვეულწილად კირ სტარმერს და სხვა ევროპელ ლიდერებს, რომლებიც ამას წინათ რიგში დამწკრივდნენ და „ჰამასს“ ჯერ კიდევ არარსებული პალესტინის სახელმწიფოს აღიარება შესთავაზეს, დღეს თავიანთი სისუსტის გამო უნდა რცხვენოდეთ. ისინი ასევე უნდა დაფიქრდნენ იმაზეც, თუ რამდენად უნებისყოფოდ და უპრინციპო იყო მათი ძალისხმევა „ჰამასის“ დასაოკებლად.

ისრაელის გამარჯვება ამ კონფლიქტში არის იმის შეხსენება ზოგიერთებისათვის, რომ მშვიდობა საბოლოო ჯამში მიიღწევა ძალით და არა შორიდან მორალური შეძახილებითა და პოზიორობით. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმატება შუამავლობის განხორციელებაში დაზავების მიზნით ასევე ემსახურება იმის ილუსტრაციას, რომ მოლაპარაკების ეფექტიანობის მისაღწევად აუცილებელია დიალოგი მეორე მხარესთანაც, მხოლოდ დაგმობა საქმეს არ უშველის. ეს არის გაკვეთილები, რომელიც ევროპის კონტინენტმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააცნობიეროს და შეითვისოს, სანამ მას თავისი როლი და მნიშვნელობა საბოლოოდ არ დაუკარგავს.

 

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"დონალდ ტრამპის წარმატება ღაზაში აჩვენებს იმას, თუ რამდენად სცდებოდნენ ევროპელი ლიდერები მშვიდობის მიღწევაში"-The Daily Telegraph
"გეგმავს თუ არა ქართული ოპოზიცია "ფერად რევოლუციას" სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის უკანასკნელი ბასტიონის დასამხობად? -Al Jazeera
"რა არის "ანტიფა", რომლის წინააღმდეგ დონალდ ტრამპი გამოდის?" -Financial Times
"უკრაინა ამერიკული „ტომაჰავკების“ მისაღებად ემზადება, მაგრამ კიევი მათ გაშვებას ვერ შეძლებს - რაკეტები, ალბათ, მხოლოდ კრემლზე ზეწოლის მიზნით იქნება გამოყენებული"-The Daily Telegraph
"პოლიტიკა ომის დროს - უკრაინული სტილით: არაოფიციალური წინასაარჩევნო ბრძოლა რუსული ბომბების ქვეშ"-Politico
"გაიქეცით, რევოლუცია დაიწყო" - საქართველოში შიშის ატმოსფერო ბატონობს" -რას წერს უცხოური პრესა
"ჰყავს თუ არა უკრაინის არმიას თავისი მანშტეინი?"- The Wall Street Journal
"დამამცირებელი დარტყმა პუტინზე: მოლდოვას საპარლამენტო არჩევნების შედეგების მნიშვნელობა რუსეთის პრეზიდენტისთვის"-The Daily Telegraph
"კრემლი თავისი უგუნურობით ნაპოლეონისეულ "მაქსიმას" – "ქცევის უმაღლეს პრინციპს" - ივიწყებს“- The Daily Telegraph
"რატომ იგებს ომს უკრაინა" - Financial Times
"ტრამპის მკვეთრი გამონათქვამები რუსეთის მიმართ მხოლოდ "მოლაპარაკების წარმოების ტაქტიკაა"-The Washington Post
"ტრამპი მართალია: უკრაინას რუსეთზე გამარჯვება შეუძლია"-The Daily Telegraph
"დასავლეთს ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინას გამარჯვების მიღწევაში დაეხმაროს" - The Daily Telegraph
"დონალდ ტრამპი, უკრაინის ომთან მიმართებით, "ხელებს იბანს":ის, რაც თითქოსდა მის საოცარ შემობრუნებად მოგვეჩვენოს, სინამდვილეში ვოლოდიმირ ზელენსკისათვის შეიძლება ცუდი ამბავი აღმოჩნდეს"-The Daily Telegraph
"მოლაპარაკე გვამები": ვიქტორ იუშენკო"- Junge Welt
"ხელახლა აღმოჩენილნი": მიმდინარე წლის ათი უდიდესი აღმოჩენა მოგზაურობის მოყვარულებისათვის" -The Sydney Morning Herald
"წითელი ტერორი" დასავლეთში -პოლიტიკური მკვლელობები ახალი არ არის -The Daily
"დონალდ ტრამპის მუქარების მიუხედავად, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის კავშირების განმტკიცება მოწმობს ისეთი ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, რომელშიც თამაშის წესებს უკვე დასავლეთი აღარ ადგენს"-L’Espresso
"სხვისი საკუთრების ანექსირება ყოველთვის დასაძრახი საქციელია - იქნება ეს უკრაინის ტერიტორიისა თუ მეზობლის ბაღის რამდენიმე სანტიმეტრის მითვისება"-The Daily Telegraph
"როცა სამშობლოს ეუბნები, რომ ის მართალი არ არის, სწორედ ესაა პატრიოტიზმი"-ალა პუგაჩოვა