2024 წელს ეკონომიკის ყველა სექტორში საშუალო ხელფასების ზრდა დაფიქსირდა -ვახტანგ ცინცაძე

საქართველოს ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის მონაცემით, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 11,5%-ით, დაახლოებით 200 ლარით არის გაზრდილი და 1970 ლარს აჭარბებს.

„2024 წელს საქართველოს ჰქონდა 9.4%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც აისახა დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მატებაში. თუ შევხედავთ რეალურ შრომის ანაზღაურების ზრდას (ხელფასების ზრდას ინფლაციის გამორიცხვით), დაქირავებით დასაქმებულთა რეალური ხელფასის 10% -ზე მაღალი ზრდა ფიქსირდება“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, აღნიშნული ტენდენციები მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

„2025 წელს საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება საქართველოში და მოსალოდნელია, რომ ასევე მაღალი იქნება შრომის ანაზღაურების ზრდის ტემპიც. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ ის პოზიტიური ტენდენციები, რომელიც ეკონომიკაში ფიქსირდება, გაგრძელდება საშუალოვადიან პერიოდშიც და საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა როგორც რეგიონსა და ევროპაში, ასევე გლობალური მასშტაბითაც იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით“, – ხაზი გაუსვა ვახტანგ ცინცაძემ.

„საქსტატის“ თანახმად, 2024 წელს საშუალო ხელფასების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის, როგორც ბიზნეს, ასევე არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში.





მსგავსი სიახლეები
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
2024 წელს ეკონომიკის ყველა სექტორში საშუალო ხელფასების ზრდა დაფიქსირდა -ვახტანგ ცინცაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 10 ოქტომბერს
"ავოკადო"- როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 ოქტომბერს
თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმას ახალი ფუნქციონალი - საინვესტიციო სიახლეები - დაემატა
10/10- თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღი
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, „ემბისიმ“ 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
რა ეღირება დოლარი და ევრო 8 ოქტომბერს
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა
თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, 8-9 ოქტომბერს, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა იმართება
სუფთა ჰაერი, როგორც ჯანსაღი გარემოს საფუძველი -„ტესკოს“ ისტორია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით გავნითარდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 7 ოქტომბერს
არ გამოტოვო AI საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ოქტომბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
რა ეღირება დოლარი და ევრო 3 ოქტომბერს
"კანდიდი" - სკოლა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ პარტნიორებს ლიკვიდობის მართვის ახალი შესაძლებლობები წარუდგინეს
რა ეღირება დოლარი და ევრო 2 ოქტომბერს
საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციები გრძელდება - 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7,9 პროცენტი შეადგინა