საქართველოს ბედი აღარასდროს გადაწყდება ქუჩაში და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბრის არჩევნებზე -ვლადიმერ ბოჟაძე

განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენი ქვეყნის 1 438 136 მოქალაქეს. იმ ადამიანებს, ამომრჩევლებს, რომლებიც მოვიდნენ უშუალოდ კენჭისყრის დღეს, მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში და საკუთარი ძალაუფლება კიდევ ერთხელ დაუბრუნეს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ანდეს საკუთარი მუნიციპალიტეტის ბედი. სწორედ არჩევნებში მონაწილეობა არის დემოკრატიის მთავარი მანიშნებელი. ეს იყო 4 ოქტომბრის დღის ნათელი მხარე, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

მისივე განცხადებით, გარდა იმისა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნებში თავად არ მიიღო მონაწილეობა, მათ საკუთარ მხარდამჭერებსაც აუკრძალეს კონსტიტუციური უფლების გამოყენება, რომ არჩევნებზე მისულიყვნენ და მოუწოდეს, 4 ოქტომბერს, 4 საათზე მოსულიყვნენ არადემოკრატიული პროცესის, ე.წ. მშვიდობიანი დამხობისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის.

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ ის გეგმა, რომელიც ისახავდა ქვეყანაში არეულობას, დესტაბილიზაციას, სახელმწიფო გადატრიალებას, ვერ განხორციელდა. შესაძლოა, მცხეთაში ნაპოვნი იარაღი თავისუფლების მოედანზე აღმოჩენილიყო, ის ასაფეთქებელი, რომელიც უკრაინელმა მეგობრებმა გამოგიგზავნეს, სადმე სახელმწიფო შენობასთან ახლოს აფეთქებულიყო. მადლობა, რომ ეს ყველაფერი ასე არ დასრულდა“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

 

მისი თქმით, 4 ოქტომბერს ქვეყანამ ძალიან დიდი საფრთხე აიცილა, თუმცა ეს საფრთხე კვლავაც რეალურია და ქვეყანაში გადატრიალების გეგმა კვლავ არსებობს.

 

„როგორც ჩანს, ასეთი გეგმის თაობაზე ახალი თარიღი უახლოეს პერიოდში ხელახლა იქნება გაცხადებული და ამის დასტურია მათ შორის, ქალბატონ ელინას ყოფნა უკანონოდ გადაკეტილ ცარიელ რუსთაველზე, საკუთარ ელჩთან ერთად, რაც ერთი მხრივ, იყო კიდევ ერთი არადიპლომატიური ნაბიჯი და მეორე მხრივ, ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევა და ქვეყნის სუვერენიტეტის უდიდესი უპატივცემულობა. მინდა, მოვუწოდო ქალბატონ ელინას და საქართველოს შიდა და გარე მტრებს, რომლებსაც არ ასვენებთ დღედაღამ ფიქრი იმაზე, რატომ არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, რატომ აგრძელებს ქვეყანა წინსვლას და განვითარებას?! საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მხოლოდ საქართველოში! საქართველოს ბედი გადაწყდება მხოლოდ მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით! საქართველოს ხელისუფლების ბედი გადაწყდება მისი აღმატებულება საქართველოს ამომრჩევლების გადაწყვეტილებით და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ბედი აღარასდროს გადაწყდება ქუჩაში და ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.





მსგავსი სიახლეები
არის 500 უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებს დაფინანსებით, გარე დავალებით, ყველას მოუწევს დაემორჩილოს კანონმდებლობას, კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთ -ირაკლი კობახიძე
საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
როცა 50 ადამიანი, ყოველდღიურად, 1 წლის განმავლობაში კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს არის უდიდესი უმცირესობის ძალადობა უდიდეს უმრავლესობაზე და ხელისუფლება ამაზე თვალს ვერ დახუჭავს -პრემიერი
არ ვიცი, თუ კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მეპატიჟება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ ვაპირებ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის არც ფინეთში -ირაკლი კობახიძე
ქუთაისში შეიქმნება ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, თბილისშიც უნდა შეიქმნას ახალი ინფრასტრუქტურა რუსთავის მიმართულებით, ან ქალაქ რუსთავში-ირაკლი კობახიძე
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ
საქართველოს საგარეო უწყება ელინა ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთო-ს სამდივნოს, მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს
რეალობას არის აცდენილი და სიმართლეს არ შეესაბამება -კახა კალაძე EPDE-ის ანგარიშზე
ეუთო-ს თავმჯდომარე ჩამოვიდა, რომ რუსთაველზე მდგარი საკუთარი "შვილები", აკაცუკები მოენახულებინა -კახა კალაძე
ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა? ყველამ შესძახა - კი -შალვა პაპუაშვილი
ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რომელიც ღიაა ტურისტებისთვის, ინვესტორებისა და ნებისმიერი სტუმრისთვის -ირაკლი კობახიძე
ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა
საქართველოს ბედი აღარასდროს გადაწყდება ქუჩაში და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბრის არჩევნებზე -ვლადიმერ ბოჟაძე
ვაცხადებ, რომ "ვარდების რევოლუციის" კოპირება არ გამოვა-მიხეილ სააკაშვილი
4 ოქტომბერს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, დამარცხდნენ ისინი, ვინც ქვეყნის გადატრიალებას და 90-იან წლებში დაბრუნებას აპირებდა -შალვა პაპუაშვილი
პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე-ირაკლი კობახიძე
არ არსებობს დამხობა, სრული აფერა იყო, დროშაში გაბუდნული იდიოტები დადიოდნენ და ხალხს აბოლებდნენ, რასაკვირველია, დავაკავებდი, ოღონდ სხვა მუხლით -თამარ ჩერგოლეიშვილი
ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მზარდი დაძაბულობითა და ძალადობით -სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი