ცესკომ მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში ჩატარებული აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა.

ISO-ს სტანდარტი წარმოადგენს ხარისხის მართვის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საერთაშორისო ჩარჩოს, რომლის მიზანია ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და მომხმარებელზე ორიენტირებულობის უზრუნველყოფა.

ISO-ს სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შპს ,,მენეჯმენტის სისტემების’’ აუდიტორის მიერ 2025 წლის 3 ივლისს განხორციელდა შიდა აუდიტი, ხოლო 2025 წლის 19 აგვისტოს დისტანციურად განხორციელდა სასერტიფიკაციო აუდიტი საერთაშორისო აუდიტორების მიერ. ორივე სახის აუდიტი წარმატებით დასრულდა და ცესკომ მოიპოვა მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხარისხის მართვის სისტემის (QMS) მრავალ დადებით მხარესა და უპირატესობას შორის, აუდიტორის მიერ აღნიშნულ იქნა შემდეგი ასპექტები:

  • კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგია კონკრეტული შედეგების მისაღწევად;
  • საარჩევნო პროცესისა და ხმის მიცემის პროცედურების მაღალ დონეზე მართვა/რეგულირება;
  • არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ფართომასშტაბიანი სწავლება და გადამზადება;
  • ინფორმირების კამპანიის ფარგლებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომაშტაბიანი გამოყენება.

აუდიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადმინისტრაციის მიზნები, ამოცანები, აქტივობები და პროექტები, შეთავაზებული სერვისები და საქმიანობის მონიტორინგი შეესაბამება ხარისხის მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს.

როგორც საერთაშორისო აუდიტორის შეფასებაშია აღნიშნული „ადმინისტრაციის საქმიანობა პასუხობს საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს. დადასტურდა, რომ ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემა (MS) წარმატებით უზრუნველყოფს დადგენილი სტანდარტის (სტანდარტების) შესაბამისი მოთხოვნების შესრულებას და აკრედიტებული სერტიფიცირებისთვის მოსალოდნელი შედეგების მიღწევას, როგორც ეს განსაზღვრულია ISO IAF-ის კომუნიკეში აკრედიტებული სერტიფიცირების შესახებ. ორგანიზაცია აკმაყოფილებს და შესაბამისად ახორციელებს MS-ის შესაბამის მოთხოვნებს და შეუძლია უზრუნველყოს ამ სერვისის უწყვეტი მიწოდება მომხმარებლის მოთხოვნებისა და შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდის მიზნით.“

აღსანიშნავია, რომ ცესკოსთვის ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის შენარჩუნება ნიშნავს არამხოლოდ ეფექტიანი შიდა მენეჯმენტის დემონსტრირებას, არამედ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალი დონის უზრუნველყოფას. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ISO 9001:2015-ის ფარგლებში საერთაშორისო აუდიტი პირველად 2019 წელს გაიარა.





მსგავსი სიახლეები
17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამბიციური ამოცანა უნდა გვქონდეს, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს ისეთივე ხარისხის განათლების მიღება, როგორსაც ახერხებს განვითარებულ ქვეყნებში -ირაკლი კობახიძე
ვფიქრობთ, უნივერსიტეტებში არსებული საგრანტო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს-ირაკლი კობახიძე
გვინდა, დავამკვიდროთ პრინციპი, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი, მაგალითად, თბილისში, ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში -ირაკლი კობახიძე
ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას-ირაკლი კობახიძე
ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იწვევს მიგრაციას ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, არის სწორედ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება -ირაკლი კობახიძე
"არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიაზე "არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მკაცრი გაფრთხილება ეძლევა"-მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისია
ცესკომ მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა
„ამბავი უცნობი გმირისა''- ეროვნულ ბიბლიოთეკის კინოდარბაზში ევროპული სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს, ურთიერთსიძულვილით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ -მეუფე შიო მუჯირი
ჩვენ ვართ სვეტიცხოვლის ქვეყანა, უფლის კვართის მცველი ერი, ეს არის მისია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა პირნათლად შეასრულეს, ჩვენამდე მოიტანეს და ჩვენ მომავალ თაობას უნდა გადავცეთ -შალვა პაპუაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს
10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
თიბისი მობაილბანკით მოსწავლეებიც ისარგებლებენ
ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით, მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ ჩვენი მხრიდან – კახა კალაძე აქციის დროს დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე
როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს საკვების ადვილად მონელებაში – ფერმენტების როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში
3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საარჩევნო მედია სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
მევლუდ მელაძე Intercontinental Drifting Cup-ზე რიგაში იასპარეზებს
ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს -ჯანდაცვის სამინისტრო