საქართველოს საგარეო უწყება ელინა ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთო-ს სამდივნოს, მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთოს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს.

ამის შესახენ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, საგარეო უწყება ეუთოს სამდივნოსთვის გაგზავნილ ნოტაში აღნიშნავს, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებული პროგრამის გარდა, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას და გააკეთა განცხადება, რომელიც საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

„საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და მუდმივი წარმომადგენლობა ეუთო-სა და ქ. ვენაში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გამოხატავს თავის ღრმა პატივისცემას ეუთო-ს სამდივნოს მიმართ და აქვს პატივი, გამოხატოს საქართველოს მთავრობის შეშფოთება ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის განხორციელებული პროგრამის ფარგლებს მიღმა, რომელიც მოიცავდა შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, საოკუპაციო ხაზზე ვიზიტს და შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელთან, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას, რომლებმაც 14 ოქტომბერს თავისუფლად, თუმცა არალეგალურად, გადაკეტეს თბილისის მთავარი გამზირი. მინისტრი ვალტონენის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება, რომელიც არ ასახავს რეალობას, წარმოადგენს შეგნებულ მცდელობას, შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის სულისკვეთებას და შეიძლება, ჩაითვალოს თავმჯდომარის მანდატის ბოროტად გამოყენებად, რაც აზიანებს ნდობასა და მოსალოდნელ ნეიტრალიტეტს.

აღნიშნული ქმედებები შეუთავსებელია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან, რომელთა შორისაა – სუვერენიტეტის პატივისცემა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა, როგორც ეს ასახულია ჰელსინკის დასკვნით აქტში, გაეროს A/RES/20/213 რეზოლუციაში, ეუთო-ს წესებსა და პროცედურებში და ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის სულისკვეთებას“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ნოტაში.





მსგავსი სიახლეები
არის 500 უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებს დაფინანსებით, გარე დავალებით, ყველას მოუწევს დაემორჩილოს კანონმდებლობას, კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთ -ირაკლი კობახიძე
საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
როცა 50 ადამიანი, ყოველდღიურად, 1 წლის განმავლობაში კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს არის უდიდესი უმცირესობის ძალადობა უდიდეს უმრავლესობაზე და ხელისუფლება ამაზე თვალს ვერ დახუჭავს -პრემიერი
არ ვიცი, თუ კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მეპატიჟება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ ვაპირებ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის არც ფინეთში -ირაკლი კობახიძე
ქუთაისში შეიქმნება ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, თბილისშიც უნდა შეიქმნას ახალი ინფრასტრუქტურა რუსთავის მიმართულებით, ან ქალაქ რუსთავში-ირაკლი კობახიძე
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ
საქართველოს საგარეო უწყება ელინა ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთო-ს სამდივნოს, მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს
რეალობას არის აცდენილი და სიმართლეს არ შეესაბამება -კახა კალაძე EPDE-ის ანგარიშზე
ეუთო-ს თავმჯდომარე ჩამოვიდა, რომ რუსთაველზე მდგარი საკუთარი "შვილები", აკაცუკები მოენახულებინა -კახა კალაძე
ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა? ყველამ შესძახა - კი -შალვა პაპუაშვილი
ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რომელიც ღიაა ტურისტებისთვის, ინვესტორებისა და ნებისმიერი სტუმრისთვის -ირაკლი კობახიძე
ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა
საქართველოს ბედი აღარასდროს გადაწყდება ქუჩაში და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბრის არჩევნებზე -ვლადიმერ ბოჟაძე
ვაცხადებ, რომ "ვარდების რევოლუციის" კოპირება არ გამოვა-მიხეილ სააკაშვილი
4 ოქტომბერს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, დამარცხდნენ ისინი, ვინც ქვეყნის გადატრიალებას და 90-იან წლებში დაბრუნებას აპირებდა -შალვა პაპუაშვილი
პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე-ირაკლი კობახიძე
არ არსებობს დამხობა, სრული აფერა იყო, დროშაში გაბუდნული იდიოტები დადიოდნენ და ხალხს აბოლებდნენ, რასაკვირველია, დავაკავებდი, ოღონდ სხვა მუხლით -თამარ ჩერგოლეიშვილი
ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მზარდი დაძაბულობითა და ძალადობით -სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი