"საქართველო - არაბთა გაერთიანებული საემიროების სტრატეგიული პარტნიორი განვითარებაში"- Gulf Times

„საქართველო - არაბთა გაერთიანებული საემიროების სტრატეგიული პარტნიორი განვითარებაში“, - ასეთი სათაური აქვს დუბაის საემიროს ინგლისურენოვან გაზეთ Gulf Times-ში („სპარსეთის ყურის ახალი ამბები“) გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიას, რომელშიც გადმოცემულია საქართველოს თანამედროვე მდგომარეობა და მისი ეკონომიკური პერსპექტივა. აღსანიშნავია, რომ გაზეთის 15 ოქტომბრის ნომერში, 23 გვერდი (მე-17 - მე-40), ჩანართის სახით, მთლიანად საქართველოს ეთმობა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველო ცდილობს ახლებურად გაიაზროს თავისი როლი მსოფლიო ეკონომიკაში. ქვეყანა, რომელიც ლოჯისტიკის, ციფროვიზაციის და ინვესტიციის სწრაფად განვითარებადი ცენტრი ხდება, ერთმანეთთან აერთიანებს წარსულს და მომავალს, ასრულებს ხიდისა და კარის როლს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებლად.

სავაჭრო გზების მარშრუტების ცვლილება და საერთაშორისო კავშირების  გაღრმავება ხელს უწყობს და განსაზღვრავს ქვეყნის ევოლუციას, მაგრამ განვითარების რეალური იმპულსის წყაროს უფრო მეტად მისი შინაგანი დინამიკა წარმოადგენს: ორიენტირება რეფორმებზე, ერთგულება ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მისი მდგრადი ზრდის მიმართ, რომელიც რეგიონის საშუალო მაჩვენებელს ბევრად აღემატება. ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ საქართველოს როგორც პერსპექტიული ინვესტირების ქვეყნის რეპუტაცია და ავტორიტეტი  განუხრელად მტკიცდება.

ამჟამად, ოქტომბრის თვეში, საქართველოს სტრატეგიული ამბიციები სრულად იქნება დემონსტრირებული ორ მსხვილ საერთაშორისო ღონისძიებაზე:

პირველი - დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მიმდინარეობს GITEX Global-ის გამოფენა, რომლის წამყვან მონაწილეს სწორედ საქართველო წარმოადგენს. გამოფენას კურირებს ქვეყნის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რაც ხაზს უსვამს და ხელს უწყობს ქართული ეკონომიკის მზადყოფნას საერთაშორისო ინტეგრირებისათვის. გამოფენა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და 17 ოქტომბრამდე გასტანს.

მეორე - 22-23 ოქტომბერს გაიმართება თბილისის მე-5 ფორუმი „აბრეშუმის გზა“ დევიზით „ინვესტიციების ურთიერთკავშირი - ზრდა სტაბილურობის პირობებში“. ღონისძიება, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, საერთაშორისო არენაზე საქართველოს საფლაგმანო პროგრამას წარმოადგენს და მსოფლიოს ქვეყნების მეთაურებს, მინისტრებსა და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებს აერთიანებს. ღონისძიების ფარგლებში ხდება  საქართველოს ეკონომიკის - ლოჯისტიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ციფროვიზების - პერსპექტივაზე მსჯელობა და მისი განხილვა. ეს ის დარგებია, რომლებთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ საქართველოს მომავლისათვის „შუალედური დერეფნის“ ჩარჩოებში.

ამ ინიციატივებში არეკლილია არამარტო ქვეყნის მზარდი ავტორიტეტი, არამედ მისი მზადყოფნა განვითარებისათვის. საქართველოს ხელისუფლება ინვესტორებს სთავაზობს შესაძლებლობებს სხვადასხვა სექტორებში და რეგიონებში, რომელიც ეფუძნება დინამიურ ეკონომიკას და სტაბილურ საქმიან გარემოს. არაბთა გაერთიანებული საემიროების ინვესტორებს, რომლებიც გრძელვადიანი შესაძლებლობებით არიან დაინტერესებულნი, საქართველო მკაფიოდ მიანიშნებს: დადგა მოქმედების დრო.

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"ტრამპმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ პუტინი უკრაინას "გაანადგურებს", თუ ზავზე "ახლავე"არ დათანხმდება"-The Sun
"მოსკოვიდან ბუდაპეშტში: რამდენად შესაძლებელია პუტინის თვითმფრინავის ჩამოგდება ან მისი დაპატიმრება. სამი ვარიანტი"-The Daily Telegraph
"ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღიად უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტებს"-The European Conservative
"იმ ჯარიმის გადახდა, რომელიც ელინა ვალტონენს საქართველოს ხელისუფლებამ დააკისრა, შეუძლებელია იძულების წესით აღსრულდეს"-უცხოური პრესა
"საქართველო - არაბთა გაერთიანებული საემიროების სტრატეგიული პარტნიორი განვითარებაში"- Gulf Times
"ომი ლიანდაგებს: რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინის რკინიგზას"-უცხოური პრესა
"სეულში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა"-The Korea Herald
"დადგა დრო რუსეთ-უკრაინის ომიც დავასრულოთ"-The Daily Telegraph
"ფრონტისპირა ეკონომიკა: რუსეთთან მეზობლობის გაკვეთილები-როგორ გადარჩე, როცა მეომარ ქვეყანას ესაზღვრები"-The Economist
"ზამთრის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის დრონებისა და რაკეტების სამიზნე უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურა გახდა"
"დონალდ ტრამპის წარმატება ღაზაში აჩვენებს იმას, თუ რამდენად სცდებოდნენ ევროპელი ლიდერები მშვიდობის მიღწევაში"-The Daily Telegraph
"გეგმავს თუ არა ქართული ოპოზიცია "ფერად რევოლუციას" სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის უკანასკნელი ბასტიონის დასამხობად? -Al Jazeera
"რა არის "ანტიფა", რომლის წინააღმდეგ დონალდ ტრამპი გამოდის?" -Financial Times
"უკრაინა ამერიკული „ტომაჰავკების“ მისაღებად ემზადება, მაგრამ კიევი მათ გაშვებას ვერ შეძლებს - რაკეტები, ალბათ, მხოლოდ კრემლზე ზეწოლის მიზნით იქნება გამოყენებული"-The Daily Telegraph
"პოლიტიკა ომის დროს - უკრაინული სტილით: არაოფიციალური წინასაარჩევნო ბრძოლა რუსული ბომბების ქვეშ"-Politico
"გაიქეცით, რევოლუცია დაიწყო" - საქართველოში შიშის ატმოსფერო ბატონობს" -რას წერს უცხოური პრესა
"ჰყავს თუ არა უკრაინის არმიას თავისი მანშტეინი?"- The Wall Street Journal
"დამამცირებელი დარტყმა პუტინზე: მოლდოვას საპარლამენტო არჩევნების შედეგების მნიშვნელობა რუსეთის პრეზიდენტისთვის"-The Daily Telegraph
"კრემლი თავისი უგუნურობით ნაპოლეონისეულ "მაქსიმას" – "ქცევის უმაღლეს პრინციპს" - ივიწყებს“- The Daily Telegraph
"რატომ იგებს ომს უკრაინა" - Financial Times